Home » 2021 » July » 23 (page 2)

Daily Archives: July 23, 2021

ამირან გამყრელიძე – დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს

აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანს 1-2 გამოსასვლელი დღე მიეცეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს. მაგალითად ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, 2 გამოსასვლელ დღეს ვაძლევთ იმ ადამიანს, რომელიც აიცრება. ჩვენთან დასაქმებულთა 61 პროცენტი აცრილია და აგვისტოს ბოლოსთვის გვინდა, რომ 80-85 პროცენტზე ავიდეთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ. გარდა ...

Read More »

ირაკლი ქარსელაძე – რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობას ეტაპობრივად 2021-2024 წლებში დავასრულებთ

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების განვითარება ეკონომიკის სიძლიერის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, შესაბამისად, გზებზე თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებისა და მომსახურების მაღალი ხარისხის მიღწევით, ვქმნით ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრისას, უმთავრესი პრიორიტეტი მაგისტრალებია. „აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის მნიშვნელობა, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონულ ჭრილში არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ...

Read More »

„ეროვნული ბანკის დროულმა ქმედებებმა ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის შერბილებაში არსებითი როლი ითამაშა“

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა. სებ-ის განცხადებითვე, ეროვნული ბანკის ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას. ამასთან, ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს ეროვნული ბანკის იმ კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებს უკავშირდება. კობა გვენეტაძის ...

Read More »

თენგიზ ცერცვაძე – უკვე გაჩნდა კვლევები, რომ კომბინირებული ვაქცინაცია უფრო ეფექტურიც კი არის

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებასთან დაკავშირებით, კვლევები მიმდინარეობს. როგორც ცერცვაძე განმარტავს, კვლევების მიხედვით, კომბინირებული ვაქცინაცია უფრო ეფექტურია. „ეს ჯერ შესწავლის საკითხია, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, არის კვლევა არამხოლოდ „სინოფარმის“ თაობაზე, ფიქრობენ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში და ასე განსაჯეთ „ფაიზერის“ შემთხვევაშიც. შეიძლება მოუწიოთ დამატება, მესამე დოზა თანდათან მყარდება. უკვე გაჩნდა ასეთი კვლევები, რომ კომბინირებული ვაქცინაცია უფრო ეფექტურიც კი ...

Read More »

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით დანერგილი ახალი ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით ქართველი ფერმერები მოსავლიანობას ზრდიან და ხარჯებს ამცირებენ

ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით დანერგილი ახალი ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებით ქართველი ფერმერები მოსავლიანობას ზრდიან და ხარჯებს ამცირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია ჩართული, შესაბამისად, ამ სფეროში ნებისმიერი წინსვლა დიდი შედეგის მომტანია. „2019 წლიდან, ENPARD-ის პროგრამის მესამე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირმა და FAO- მ საქართველოში სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკის დანერგვა და მთავრობის სასოფლო-სამეურნეო ...

Read More »

„მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში“

მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10 – წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, 32 მილიარდი ლარი ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალს მოხმარდება იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის და მოდერნიზაციის გეგმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აქტიური დახმარებისთვის დონორებს ...

Read More »

თენგიზ ცერცვაძე – გამოვრიცხავ უახლოეს დღეებში “ლოკდაუნის“ და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას

ზოგადი ვითარება ძალიან საყურადღებოა, სერიოზულია, ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა ძალიან მაღალია, შესაბამისად, მაღალია ე.წ. აქტიური კოვიდ ავადმყოფების რიცხვი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ლოკდაუნის კიდევ ერთხელ გამოცხადებას გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორი მოსალოდნელ მატებას და ერთგვარ ზეწოლას გაუძლებს. „ეს არის ის კოვიდ ავადმყოფები, რომელთაც დაუდასტურდათ კოვიდი, მაგრამ ჯერ არ გამოჯანმრთელებულან – ასეთი ...

Read More »

გიორგი ხანიშვილი – მეთხილე ფერმერებმა შეძლეს მიეღოთ ისეთი მოსავალი, რაც 2-3 წლის წინ წარმოუდგენელი იყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ. გიორგი ხანიშვილმა თხილის ბაღები დაათვალიერა და ფერმერებისგან აგროსამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. „მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა სწორად გამოიყენეს სახელმწიფო მხარდაჭერა – ის ცოდნა, ახალი ტექნოლოგიები და ტექნიკური დახმარება, რაც გადავეცით; ყოველივე ამის შედეგად, მათ შეძლეს მიეღოთ ისეთი მოსავალი, ...

Read More »

საქართველოს ბანკისა და „წიგნების თაროს სკოლის“ პარტნიორობა გრძელდება

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის უშუალო ჩართულობით „წიგნების თაროს სკოლის“ მორიგი, 6 კვირიანი სასწავლო კურსი წარმატებით დასრულდა. ინიციატივის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო განათლება და 40-მდე ახალგაზრდა დასაქმდა. „წიგნების თაროს სკოლა“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი არაფორმალური განათლების სივრცეა, სადაც მიწვეულ პედაგოგებთან ერთად მასწავლებლის როლს სტუდენტები ითავსებენ. სკოლაში სწავლება ეფუძნება ...

Read More »

მოირგე სწორი დაზღვევა! – „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს ავტოდაზღვევის ახალ კონცეფციას სთავაზობს

  ავტო აქტივის M, L და XL პაკეტებიდან, მომხმარებელი თავად არჩევს რომელი დაზღვევა ერგება მისი ცხოვრების სტილსა და საჭიროებებს. ავტო ფიქსი ჯიპიაის ახალი და უნიკალური პროდუქტია მათთვის, ვისაც უნდა დააზღვიოს მანქანა მარტივი პირობებით, ფიქსირებულ ფასად. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს სრულიად  ინოვაციურ ავტოდაზღვევის პროდუქტებს სთავაზობს. მოირგე სწორი დაზღვევა! – კამპანიის მთავარი მესიჯია, ავტო ფიქსი და ავტო აქტივი კი ავტოდაზღვევის  ახალი პაკეტებია , ...

Read More »