Home » 2021 » July » 22 (page 3)

Daily Archives: July 22, 2021

ჯო ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის განხორციელების შეჩერება შეუძლებელი იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა 99%-ით არის დასრულებული და მისი განხორციელების შეჩერება შეუძლებელი იყო. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ 99%-ით არის დასრულებული. მოსაზრება, რომ შეიძლებოდა რამის თქმა ან გაკეთება მისი შეჩერების მიზნით, შეუძლებელია. მე ძალიან ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ანგელა მერკელთან. გერმანიის მთავრობა ვალდებულებების საკითხზე მუშაობს, რაც იმას ითვალისწინებს, რომ თუ რუსეთი უკრაინას და სხვა ქვეყნებს ზიანს მიაყენებს, გერმანიის ...

Read More »

პროფესიას არ აქვს გენდერი – სატვირთო მანქანების მექანიკოსი ქალები „თეგეტა თრაქ ენდ ბასში“

„ქართველები ძალიან დაკომპლექსებულები ვართ. განსაკუთრებით ქალებს უწევთ ყველაზე ხშირად დოგმებთან გამკლავება. ჩემი აზრით, ჩვენ ვიქნებით ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაამსხვრიო სტერეოტიპები და შედგა ფეხი კაცების სამყაროში“ -ამბობს ნათია ბერაშვილი ნათია ბერაშვილი 20 წლისაა და სტერეოტიპების ნგრევა, როგორც სატვირთო ავტომობილის მომავალმა მექანიკოსმა ქალმა, უკვე დაიწყო. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა, ე.წ. მამაკაცების პროფესიულ სამყაროში შებიჯება ორი მიზეზით გადაწყვიტა: - პირველი, ვერ გაუძლო ექსკლუზიურობის ცდუნებას, რომ გამხდარიყო ქვეყანაში პირველი სატვირთო ავტომობილის მექანიკოსი ქალი - და მეორე, ეპოვნა და გაეზიარებინა საერთო ინტერესი, ერთგვარი გადაკვეთის წერტილი, სატვირთო ავტომობილის მძღოლ მამასთან, რომელთანაც ახლა უკვე სატვირთო ავტომობილის აგებულების მექანიზმებსა თუ ნაწილებზე თამამად შეუძლია საუბარი სტერეოტიპების ნგრევაში, ნათიას კიდევ 3 ქალი შეურეთდა და უკვე 2 ივნისიდან ერთად „თეგეტა აკადემიის“ სტუდენტები არიან. პირველი თვენახევარი თეორიულ სწავლებას დაეთმო. ჯგუფში, სადაც გამონაკლისის გარეშე მხოლოდ მამაკაცებს ნახავდით, ამჯერად 16 მონაწილიდან 4 ქალია და ყველა ერთად „სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიან ტრენინგს“ ესწრება. პროფესიას, რომ არ აქვს გენდერი, ამის „თეგეტა თრაქ ენდ ბასში“ ურყევად სჯერათ, ამიტომ კომპანია ქალთა გაძლიერების მხარდამჭერ ამავე სახელწოდების კამპანიაში #პროფესიასარაქვსგენდერი ჩაება. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციის - „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში, პირველად საქართველოში, “თეგეტა აკადემიამ“ მექანიკოსობით დაინტერესებული ქალების გადამზადება გადაწყვიტა. თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, ახლა სამთვიანი პრაქტიკული სწავლების დროა - ყველა ეტაპის წარმატებით დასრულება კი ოთხივე მონაწილე ქალს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში სატვირთო ავტომობილის მექანიკოსად დასაქმდების შანსს მისცემს. „არჩევანის გაკეთებისას ჩემზე კომპანიის სახელმა და პრესტიჟმა იმოქმედა. საერთოდ ვერ ვერკვეოდი ავტომობილის კონსტრუქციულ აგებულებაში და მუშაობის პრინციპში. აქ რომ მოვდიოდი, მოლოდინი მქონდა, რომ კურსის ბოლოს ეს ახალი ცოდნა მექნებოდა. მოლოდინი გამართლდა. მეგონა, რომ პროგრამა ბევრად რთული იქნებოდა დასაძლევად, მაგრამ „თეგეტა აკადემიის“ სწავლების მიდგომამ მომცა შესაძლებლობა, რომ მასალა ადვილად ამეთვისებინა“ - სალომე ჩხვიმიანი, ტრენინგის მონაწილე 22 წლის სალომეს მსგავსად ტრენინგში მონაწილე არცერთ ქალს წარსულში ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. სფეროს სიუცხოვის მიუხედავად, მათ პროექტში ჩართულობის პირველივე ეტაპზე ამ პროფესიის დაუფლების ძალიან დიდი ინტერესი და სურვილი გამოთქვეს. „მუდმივად ძიებაში ვიყავი. მინდოდა მეპოვნა პროფესია, რომელშიც თავს კარგად ვიგრძნობდი, ვიტყოდი, რომ ჩემია. ნამდვილად ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ არა ეს კურსი, რომ სატვირთო მანქანის მექანიკოსობას ვისწავლიდი - ვერ ვიფიქრებდი, ვერ გავბედავდი ამ პროფესიის არჩევას, რომ არა „თეგეტა აკადემია“. არადა ტექნიკური საგნები, ზოგადად მექანიკა, ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა“ - ამბობს ნონა წიკლაური, პროექტის მონაწილე „თეგეტა აკადემია“ 2013 წელს კომპანია „თეგეტა მოტორსის“ ბაზაზე დაფუძნდა. დაარსების დღიდან მისი მიზანი ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა, რაც საბოლოოდ ავტო მომსახურების სფეროში ახალი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში მათ შემდგომ დასაქმებას გულისხმობს - ეს ამბიციური ხედვა თანამბრად ვრცელდება ქალებსა და მამაკაცებზე. „პირველად ფეისბუქზე ვნახე, რომ „თეგეტა აკადემია“ ასეთ ტრენინგს ატარებდა. როცა პოსტი წავიკითხე, მაშინ გავიფიქრე, აქამდე რატომ არ მომივიდა აზრად, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა გამეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვთვლი პროფესიები გენდერული კატეგორიებით შეიძლება იყოფოდეს და კონკრეტული პროფესია სქესის მიხედვით იყოს გაწერილი, საზოგადოებაში მაინც არსებობს დოგმები და ეს ჩვენ გვზღუდავს. შეიძლება არც კი დაფიქრდე ისეთ პროფესიაზე, რომელიც საბოლოოდ შესაძლოა რეალურად შენი აღმოჩნდეს.“ ამბობს ნინო წითლიძე, ტრენინგის ყველაზე პატარა, 18 წლის მონაწილე. მეცნიერების კვლევებს თუ დავეყრდნობით, ქალები პროფესიის არჩევისას, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ხშირად ხდებიან სტერეოტიპების მსხვერპლი - დაუფიქრებლად გამორიცხავენ ისეთ საქმიანობებს, რომლებშიც მამაკაცები დომინირებენ. #პროფესიასარაქვსგენდერი კამპანიის მიზანი სწორედ ამ სტერეოტიპების დანგრევა და საზოგადოებისვის იმის დემონსტრირებაა, რომ ხშირად სწორედ თავად ქალებისგან მოდის დაინტერესება ისეთ „მასკულინურ“ პროფესიაზე, როგორიც სატვირთო ავტომობილის მექანიკოსობაა. „მომავალში ჩემი თავი თეგეტას ფორმაში წარმომიდგენია - თან მანქანები ძალიან მიყვარს და იმედია სერვისცენტრში ისეთი გარემო დამხვდება, რომელიც განვითარებაში დამეხმარება“ - ნინო წითლიძე, ტრენინგის მონაწილე „თეგეტა თრაქ ენდ ბასში“ ტრენინგის ყველა მონაწილეს მათ წარმატებაზე ორიენტირებული გარემო რომ დახვდება, ამაზე კომპანიაა თავად პასუხისმგებელი. ქალთა გაძლიერების თემებს „თეგეტა მოტორსში“ ამაყად უჭერენ მხარს და აქტიური წვლილი შეაქვთ გენდერული კუთხით დამკვიდრებული სტერეოტიპების ნგრევაში. სწორედ ამიტომაც, ამ უპრეცენდენტო ინიციატივაში ჩართულ ხუთივე მონაწილეს „თეგეტა მოტორსი“ წარმატებას უსურვებს და მათთან სამომავლო თანამშრომლობის დიდ იმედს გამოთქვამს.

„ქართველები ძალიან დაკომპლექსებულები ვართ. განსაკუთრებით  ქალებს უწევთ ყველაზე ხშირად დოგმებთან გამკლავება. ჩემი აზრით, ჩვენ ვიქნებით ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაამსხვრიო სტერეოტიპები და შედგა ფეხი კაცების სამყაროში“,- ამბობს ნათია ბერაშვილი. ნათია ბერაშვილი 20 წლისაა და სტერეოტიპების ნგრევა, როგორც სატვირთო ავტომობილის მომავალმა მექანიკოსმა  ქალმა, უკვე დაიწყო.  ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა,  ე.წ. მამაკაცების პროფესიულ სამყაროში შებიჯება ორი მიზეზით გადაწყვიტა: – პირველი, ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ პრობლემებზე მუშაობის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან

საქართველოს ბიზნეს ასოციციაში კოვიდპანდემიიის შედეგად შექმნილი პრობლემები და სექტორში არსებული მდგომარეობა ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, დეტალურად მიმოიხილეს სამედიცინო მომსახურების სატარიფო პოლიტიკა, რაც ჰოსპიტალური სექტორისთვის აქტუალური საკითხია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წარმოდგენილი ტარიფები 2019 წლამდე არის დადგენილი, თუმცა მათი გადახედვა არ ხდება, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დევალვაციის, ...

Read More »

დასაქმებულებს ბრალეულობის დადგენის გარეშე, დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვენ

შრომის ინსპექციამ სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება აკრძალა. ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ შემთხვევებში, სხვადასხვა ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესში არსებული ჩანაწერების მიხედვით, ყველა დასაქმებული დამსაქმებლისათვის მიყენებულ ზიანზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას იღებდა. დასაქმებული ვალდებული იყო აენაზღაურებინა დანაკლისი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ვერ დგინდებოდა ...

Read More »

ვფიქრობ, დაწესებული შეზღუდვები ვადაზე ადრე შევასუსტეთ – ირაკლი კოვზანაძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ფიქრობს, რომ რეგულაციები გარკვეულწილად ვადაზე ადრე შესუსტდა. როგორც კოვზანაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინა სხდომაზე ამ პოზიციას დაეთანხმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც. „ჩემი შეგრძნება არის, რომ გარკვეულწილად ვადაზე ადრე შევასუსტეთ ის რეგულაციები, რაც დაწესებული იყო. დღეს გამართული კომიტეტის სხდომაზე გაჟღერდა, რომ ჩვენ შეგვიძლია ავცრათ 20 ათასი ადამიანი, თუმცა იცრება 6 000, ...

Read More »

საქართველოს ბანკი მომხმარებელს სესხის აღების კიდევ უფრო გამარტივებულ პროცესს სთავაზობს

 საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამიერიდან  ბანკის ციფრულ არხებში: მობილბანკში, ინტერნეტბანკსა თუ ვებგვერდზე სესხის აღება გამარტივებული პროცესით არის შესაძლებელი. სიახლის ფარგლებში მომხმარებელი ფილიალში მისვლის გარეშე, ბანკის ციფრულ   არხებშივე შეძლებს იხილოს მისთვის ხელმისაწვდომი სესხის ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა, (იქნება ეს იპოთეკური სესხი, განვადება, სამომხმარებლო სესხი თუ საკრედიტო ბარათი). საჭიროების შემთხვევაში კი მარტივად გაიაქტიუროს  დამტკიცებული სესხი. მომხმარებელს მასზე ...

Read More »

აფბა – კაზინოებისთვის მოსაკრებლის განახევრება დაუმსახურებელი შეღავათია და ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ -აფბა ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც,  თბილისში სამორინეს მოსაკრებელი 5 მილიონი ლარიდან 2.5 მილიონ ლარამდე მცირდება და აცხადებს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია, აუცილებლად უნდა გადაიხედოს და გაუქმდეს, ვინაიდან კაზინოებისთვის მოსაკრებლის განახევრება დაუმსახურებელი შეღავათია. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადაიხედოს და უახლოეს პერიოდში გააუქმოს ის ...

Read More »

კვლევა: „სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია

„სინოფარმის“ ვაქცინა ძლიერ ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც უკვე დომინანტი შტამი ხდება მთელ მსოფლიოში, – კვლევის ამ შედეგებს შრი-ლანკას უნივერსიტეტი აქვეყნებს. კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებიც. კვლევა ჯერ რეცენზირებული (Peer Review) არ არის და ამჟამად ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე medRxiv. კვლევის დაფინანსება განხორციელდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, დიდი ბრიტანეთის სამედიცინო კვლევითი საბჭოს და საგარეო და თანამეგობრობის ოფისის და ჩინეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის (CAMS) ...

Read More »

კვლევა – „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია

„ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალ ეფექტურია, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, „ბიონტექ/ფაიზერის“ ვაქცინა სიმპტომური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით 88%-ით ეფექტურია „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ. „ალფა“ ვარიანტის შემთხვევაში კი მისი ეფექტურობა 93.7%-ია. ამასთან, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით, „ალფას“ წინააღმდეგ კი – 74.5%-ით ...

Read More »

WISH.GE – ახალი სიტყვა ქართულ ელექტრონულ კომერციაში

ონლაინ კომერცია მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. სექტორის ზრდას პანდემიამ კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი. ბუნებრივია, ამ პროცესს არ ჩამორჩა საქართველოც, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, არაერთი ონლაინ მაღაზია შეიქმნა. თუმცა, მათგან სულ რამდენიმეა, რომელიც მომხმარებლის რეალური ნდობა მოიპოვა. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული და საინტერესო ონლაინ მაღაზიაა Wish.ge, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას, მაღალ ხარისხს და მისაღებ ფასს სთავაზობს. Wish.ge-მ საზოგადოებაში პოპულარობა ...

Read More »