Home » 2021 » July » 22 (page 2)

Daily Archives: July 22, 2021

კოვზანაძე: ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიის „ტყვეობაშია“ – დღეს პანდემიის სწორ მართვაზე გადის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და მოსახლეობის კეთილდღეობა

„ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები და აქედან გამომდინარე შედეგები დამაიმედებელია. თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ ეკონომიკა ჯერ კიდევ პანდემიის ,,ტყვეობაშია“ და დღეს პანდემიის სწორ მართვაზე გადის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და მოსახლეობის კეთილდღეობა. ამ მიმართულებით კი წვლილი თითოეულმა ჩვენთაგანმა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გამოყოფილი თითოეული თეთრის რაციონალური ხარჯვა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკონტროლებთ“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ...

Read More »

გიორგი კაკაურიძე ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებაზე: დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის თითოეული მონაწილე სრულყოფილად შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც აიღო ქვეყანამ

დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის თითოეული მონაწილე სრულყოფილად შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც აიღო ქვეყანამ, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას. მისი თქმით, ძალიან მნიშნელოვანია იმ ღონისძიებების, ე.წ მატრიცის შესრულება, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო პარტნიორებთან. „ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ თანხას ვიღებთ, არამედ, ჩვენი გრძელვადიანი, როგორც ეკონომიკური ისე,  ზოგადი განვითარებისთვისაც.  რაც შეეხება ...

Read More »

გიორგი კაკაურიძე – თუ ვაქცინაცია არ წავა მაღალი ტემპით, მივიღებთ უფრო ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას

თუ ვაქცინაცია არ წავა მაღალი ტემპით, ჩვენ მივიღებთ უფრო ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას, ნაცვლად 7,7%-ს, მივიღებთ დაახლოებით, 5,5%-ს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით, დაახლოებით, მილიარდნახევარის ზარალის მომტანია,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ აცრილი მოსახლეობის რაოდენობა 3%-იან ნიშნულზე დარჩება, ამ შემთხვევისთვის, ბიუჯეტის ზარალი კიდევ უფრო ...

Read More »

როდის დაიბარებს პროკურატურა კობა გვენეტაძეს? – ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმეზე გამოკითხვები იწყება

პროკურატურა ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმეზე გამოკითხვებს იწყებს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ გაასაჯაროვა კვლევა, სათაურით – „საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი შენობის ინიციატივა – გადაწყვეტილებები და ფარული გარიგებები“, იგი დააგზავნა საქართველოს პარლამენტში, აუდიტის სამსახურსა და ასევე პროკურატურაში. კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ მან მიიღო გამოხმაურება მთავარი პროკურატურიდან. კერძოდ, მას დაუკავშირდა პროკურატურის ...

Read More »

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას და ძალიან მაღალ მიმზიდველობას მატებს ყველა იმ დარგს, სადაც უცხოელ ინვესტორს თავისი კაპიტალის დაბანდება შეუძლია – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. “სასიხარულოა, რომ აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს შეეხება, კვლავაც ძალიან მაღალ ...

Read More »

თაღლითური სქემა – უგანდაში ყალბი ვაქცინით მინიმუმ 800 ადამიანი აიცრა

უგანდაში მინიმუმ 800 ადამიანმა მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ყალბი ვაქცინა, რომელიც თაღლითთა ჯგუფის მიერ იქნა გაყიდული. უგანდის ხელისუფლების განცხადებით, “ვაქცინა” “უფრო მეტი წყლისგან შედგებოდა, ვიდრე სხვა რამსგან”. როგორც RT.COM წერს, თაღლითები ივნისის ბოლოს გამოააშკარავეს. ჯგუფი მოქმედებდა ქვეყნის დედაქალაქ კამპალაში და მასში შედიოდა მინიმუმ ორი ექთანი და ერთი კაცი, რომელიც ექიმის სტატუსით იყო ჯგუფში. ექთნები დააკავეს, “ექიმი” კი გაიქცა. “ექიმმა” რამდენიმე კომპანია ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: რუსეთში ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება აუცილებელია

“ვაქცინაციის ტემპი უნდა დაჩქარდეს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყანაში ყველაფერი არც თუ ისე მარტივადაა და ხალხი ძალიან მძიმედ განიცდის ამ ეპიდემიას, მთავრობის ყველა ორგანოს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა ქვეყანაში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდა. ”ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდა. ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხების  კვალიფიციურად ახსნაა ...

Read More »

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურში, დღეის მონაცემებით 2 190 განაცხადია რეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა -საურავები. დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, 2 190 განაცხადი დარეგისტრირდა. აღნიშნული შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე ...

Read More »

„საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ღამის რეისს ამატებს

23 ივლისიდან, საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ, ღამის რეისს ამატებს. შესაბამისად, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დღეში ოთხი რეისი შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში. „აქვე შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის ...

Read More »

„საქართველოს ფოსტამ“ „ჯორჯიან კარგო“-ს 51%-იანი წილი საპრივატიზაციოდ გამოიტანა

„საქართველოს ფოსტამ“ საპრივატიზაციოდ გამოიტანა შვილობილი კომპანიის შპს „ჯორჯიან კარგო“- ს 51%-იანი წილი, სადაც განმსაზღვრელია 8 მილიონი ლარის ინვესტიცია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ აქვეყნებს. კომპანიის გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, „საქართველოს ფოსტაში“, რომლის ძირითად ფუნქციას საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საწარმოს კომერციალიზაციისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ამ მიზნით, საწარმოს სტრუქტურულ ცვლილებასთან ერთად, უკვე მომზადდა საინვესტიციო პაკეტი, რომელიც ...

Read More »