Home » 2021 » July » 22

Daily Archives: July 22, 2021

ნათია თურნავა: ჩვენმა ეკონომიკამ უკვე დაადასტურა, რომ გარე შოკების მიმართ მდგრადია

ჩვენმა ეკონომიკამ უკვე დაადასტურა, რომ გარე შოკების მიმართ მდგრადია. ამაზე უფრო დიდი შოკი, რაც არის ეს, გლობალური პანდემია, ალბათ, რთულად თუ გაგვახსენდება, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც არსებული ეკონომიკური გამოწვევები შეაფასა. „თქვენ ხედავთ, რაოდენ პოზიტიური ტენდენციები ვითარდება ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. ეპიდემიოლოგიური ვითარება მუდმივად სამართავია. თქვენ ხედავთ, როგორ ...

Read More »

ანგელა მერკელი: არ ვფიქრობ, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდება

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ფიქრობს, რომ თურქეთი ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება. „ჩემი პოლიტიკური მოსაზრება ამ საკითხზე კარგად ცნობილია. არ ვფიქრობ, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდება და დღემდე ვერ ვხედავ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის მიუხედავად, მე მინდა ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდეს თურქეთთან“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა. გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ ლტოლვილების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირს და თურქეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას იხილავს, რაც ყველასთვის ...

Read More »

გიორგი კაკაურიძე: 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები სამი ძირითადი მიზნის დასაფინანსებლად გვჭირდებოდა

2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები გვჭირდებოდა სამი ძირითადი მიზნის: ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობისა და პანდემიის მართვისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, – ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის მიერ აღნიშნული ცვლილებების მხარდაჭერა, მნიშვნელოვანი იყო ამ მიზნების განხორციელებისთვის. „დღეს საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ განიხილა 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებები. დიდი ...

Read More »

აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში შაბათს შემოვა

შშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში შაბათს, 24 ივლისს შემოვა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს. შეგახსენებთ, ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის საჩუქრად გადმოცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 17 ივლისს კი ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საუბარია ნახევარ ...

Read More »

„ლარის კურსზე და გაზრდილ ფასებზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი”

ჩვენ წლიდან წლამდე ვამტკიცებთ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3%, წლიდან წლამდე მნიშვნელოვანი გადახრით გვაქვს შედეგი, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიურ ანგარიში მოისმინეს. თანამომხსენებლის თქმით, მნიშვნელოვანია ინფლაციის მაჩვენებლის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკით დადგენილი თარგეთის ფარგლებში შენარჩუნება. „ეროვნული ბანკის საქმიანობა მიზანშეწონილია ატარებდეს წინმსწრებ და არა შედეგებზე რეაგირების ხასიათს” – აღნიშნა ირაკლი ...

Read More »

აშშ-ის მთავრობამ ახალციხის მუნიციპალიტეტს 382,000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, აშშ-ის მთავრობამ ადგილობრივ ხელისუფლებას კატასტროფის პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად $382,000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს საჩუქარი, რომელიც ექვს გენერატორს, ექვს კარავსა და ექსკავატორ-დამტვირთველს მოიცავს, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ნაწილია. „გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ეროვნული გვარდიისა და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებს ...

Read More »

გიორგი კაკაურიძე: 75 მილიონი ევრო ევროკავშირის მიკროფინანსური დახმარებაა და მისი არმიღება სანქციას არ ნიშნავს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 75 მილიონ ევროსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნული ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარებაა და მისი არმიღება სანქციას არ ნიშნავს, – ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სალომე სამადაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული დახმარების მიუღებლობა, ფისკალურად არ წარმოადგენს დიდ რისკს არც 2021 და არც 2022 წლისთვის, ვინაიდან არის დამატებით აღებული სესხი და სესხის არაღების შესაძლებლობა წელს ...

Read More »

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი, რომელიც რიგგარეშე სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა, 85-ხმით, ერთხმად მიიღეს. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 3.4%-დან, 7.7%-მდე იზრდება. დეფიციტი მცირდება 7.6-დან 6.9%-მდე. სამთავრობო ვალი 54.6%-მდე მცირდება. ბიუჯეტის შემოსულობები 1 მილიარდ 175 მილიონი ლარით იზრდება. მთავრობა ზრდის გადასახდელებს 1 მილიარდ 114 მილიონი ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ...

Read More »

საქართველოში დაფუძნებული სუბიექტები, რომლებიც აზარტული თამაშების მომსახურების მიწოდებას საზღვარგარეთ ახდენენ, ნებართვის აღებას დაექვემდებარებიან

საქართველოში დაფუძნებული სუბიექტები, რომლებიც აზარტული თამაშების მომსახურების მიწოდებას საზღვარგარეთ ახდენენ, ნებართვის აღებას დაექვემდებარებიან. აღნიშნული პირები ვალდებული იქნებიან თავიანთი საქმიანობა აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე განახორციელონ. ამ მიმართულებით “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81-ხმით, ერთხმად მიიღო. მთავრობის მოთხოვნით, პროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. როგორც ფინანსთა მინისტრი მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განმარტა, საქართველოში ...

Read More »

ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე: რუსულმა მხარემ მითხრა, რომ მათ ენერგიის იარაღად გამოყენება არ სურთ

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე აშშ-სა და გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმება ვლადიმერ პუტინისთვის გაკეთებული საჩუქარია. გერმანიის კანცლერის თქმით, აშშ-თან მიღწეული შეთანხმება არ ცხადყოფს იმას, რომ ბერლინისთვის რუსეთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინა და პოლონეთი. „მნიშვნელოვანია პროექტზე კომპრომისის გამონახვა. ვფიქრობ, რომ აშშ-ისა და გერმანიის ერთობლივი განცხადება, თუ ძირითადი ამოცანები სწორად განიასაზღვრება, ეს უკრაინისთვისაც კარგი იქნება“, – ...

Read More »