Home » 2021 » July » 21

Daily Archives: July 21, 2021

დანიაში ორსულ ქალებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ

დანიაში ორსულ ქალებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების უფლება მისცეს. ამის შესახებ იტყობინება დანიის ჯანმრთელობისა და მედიკამენტების სამინისტრო. სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ რიგ ქვეყნებს უკვე აქვთ BioNtech / Pfizer, Moderna და mRNA ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინებით ორსული და მეძუძური ქალების ვაქცინაციის გამოცდილება. მათ შორისაა აშშ, ისრაელი, კანადა და შოტლანდია. ამ ქვეყნებიდან მიღებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ვაქცინები ძალზე ეფექტური და უსაფრთხოა როგორც ორსულებისთვის, ...

Read More »

,,ყველა სფერო, რომელიც სათამაშო ბიზნესს ეხება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, კონტროლის ქვეშ მოექცევა“

ფინანსთა სამინისტროს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ მიზანი ქვეყნის შიგნით მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალის დარჩენა, ფულის გათეთრებისა და თაღლითობის რისკების მინიმიზებაა. ,,ამ (აზარტული თამაშების) მიმართულებით კონტროლის გამკაცრება რელევანტურია, რადგან ჩვენ ვართ ჩართული საერთაშორისო სივრცეში, საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი ვართ. ასე რომ, ნებისმიერი სფერო, რომელიც აზარტულ თამაშებს ეხება, არ ...

Read More »

კაკაურიძე ვაშაძეს: გეთანხმებით, ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა პროგნოზების კეთებაა, სწორედ ამიტომ, სამივე სცენარი წარმოდგენილია თქვენ წინაშე – ოპტიმისტურიც, პესიმისტურიც და საბაზისო სცენარიც

გეთანხმებით, ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა პროგნოზების კეთებაა, სწორედ ამიტომ, სამივე სცენარი წარმოდგენილია თქვენ წინაშე – ოპტიმისტურიც, პესიმისტურიც და საბაზისო სცენარიც – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას. როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი რისკი – პანდემია გათვალისწინებულია ყველა სცენარში, მათ შორის, პესიმისტურ სცენარში. „ეს რისკი, რა თქმა უნდა, არსად გამქრალა და არსებობს. ამ შემთხვევაში, პესიმისტურ სცენარში, ...

Read More »

აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე: არის ეჭვი, რომ სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში მცირე მიწისძვრების მონაცემებს საერთოდ არ აგროვებენ

“აიპრესის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიების სერიას „ბრძოლა სეისმური მონაცემებისთვის“ ანუ  რას ითხოვენ მეცნიერები, რას აკეთებს სახელმწიფო და რა პასუხები აქვს სეისმოლოგიის ცენტრს“ არაერთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. საკმაოდ ცნობილი მეცნიერები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სეისმური ცენტრის ხელმძღვანელის თეა გოდოლაძის განცხადება, თითქოს გარკვეული მონაცემების დამალვის პრაქტიკა სხვა ქვეყნებში მიღებული და აპრობირებულია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენს სტატიებს გამოხმაურება მოჰყვა თავად თეა გოდოლაძისგანაც, რომელმაც  ყოვლად მიუღებელი ...

Read More »

“გამჭვირვალობის გარეშე განვითარების გზა არ არსებობს არაფერში, მათ შორის არც ენერგოსექტორში”

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – მიმართვა გაავრცელა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუწოდა რეაგირება მოახდინოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამჭვირვალობის პრობლემაზე. „ბიზნესპარტნიორის“ კითხვებს აფბას ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ უპასუხა. – აფბა, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ენერგოსექტორში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს ახორციელებს. ამჯერად რამ გამოიწვია ეკონომიკის მინისტრისადმი თქვენი საკმაოდ მწვავე მიმართვის გავრცელება? – ფაქტია, გამჭვირვალობის პრობლემა, დღეს ენერგოსექტორში ...

Read More »

გიორგი კაკაურიძე: მომდევნო პერიოდში ინფლაციას კლებადი ტენდენცია უნდა ჰქონდეს

“მომდევნო პერიოდში ინფლაციას კლებადი ტენდენცია უნდა ჰქონდეს “, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მისი განცხადებით, ზოგადად მსოფლიოში, ინფლაციის ზრდაზე პანდემიის პირობებში გადადგმულმა რადიკალურმა ნაბიჯებმა იმოქმედა. “გეთანხმებით, ინფლაცია პრობლემური თემაა. არ არის კარგი, როდესაც ბოლო თვეში 9.9% ინფლაცია დაფიქსირდა, საშუალო ინფლაცია ვფიქრობთ, 6.5% -ზე უფრო მაღალიც შეიძლება იყოს, რაც საკმაოდ მაღალია. რას ვაპირებთ და რა შეიძლება ვქნათ ...

Read More »

ირაკლი იაშვილი: გამოძინებული მოხელე ვერაფერს ახერხებს და გამოუძინებელი რას იზამს?

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სამუშაო საათების შეცვლა კარგი ინიციტივაა, თუმცა ჩვენთან გარკვეული ბარიერები რამდენად გადაილახება, ეს ცალკე განხილვის საგანი უნდა გახდეს. „გამოძინებული მოხელე ვერაფერს ახერხებს და გამოუძინებელმა რა უნდა ქნას? პირდაპირ ეკონომიკურ ინდექსთან ამას რა კავშირი აქვს არ ვიცი, მაგრამ მთელი ევროპა ასეა, მთელი საქმიანი მსოფლიო სამუშაო დღეს 08:00 საათზე იწყებს და ადრე ასრულებს, ...

Read More »

“ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბეჟან წაქაძე მთავრობას: ეკონომიკის შეზღუდვაზე არც იფიქროთ

“ალტერნატივა იმას, რომ არ უნდა გაჩერდეს ეკონომიკა, არ აქვს. ჩვენ არ უნდა შევზღუდოთ ეკონომიკა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა. მისი თქმით, მძიმე ეპიდემიურ ვითარებაში მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება და არა ეკონომიკის გაჩერება. მისი თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესება გაცილებით მძიმე შედეგებს გამოიწვევს. “ალტერნატივა იმას, რომ არ უნდა გაჩერდეს ეკონომიკა, არ აქვს. ჩვენ არ უნდა შევზღუდოთ ეკონომიკა. ეკონომიკის ...

Read More »

აქ. ახლა თიბისი სულ შენთანაა

„ბევრი რამ იცვლება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ შენთანაა.“ ახალი აღმოჩენებით და თავგადასავლებით სავსე ზაფხული დაიწყო და დღეს თიბისი ისევ დროსთან სრულად შესაბამისი გზავნილით უბრუნდება მომხმარებელს და აძლევს დაპირებას, რომ აქ და ახლა, თიბისი ყველა შესაძლებლობით სულ მასთანაა. გასულმა წელმა მართლაც გადაასხვაფერა ბევრი რამ. თუმცა, ვერ შეცვალა ის, რაც მუდმივია: მეგობრობა, საყვარელ ადამიანებთან ერთად წლების განმავლობაში განვლილი გზა და თავს ...

Read More »

„მნიშვნელოვანია კოვიდის სწორად მართვა, ყოველი თეთრის მიზნობრივ ხარჯვას ჩვენ გავაკონტროლებთ“

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ზრდის (1.1 მლრდ ლარის) ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 600 მლნ ლარი, მოდის COVID-19-ის მართვის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ღონისძიებებზე. კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მიმართა თანამოქალაქეებს აიცრან და ამით გადაარჩინონ საკუთარი სიცოცხლე და ქვეყნის ეკონომიკა. „ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს კოვიდის მართვა, თითეული თეთრის მიზნობრივი ხარჯვა და ამას ჩვენ გავაკონტროლებთ,“ – განაცხადა ...

Read More »