Home » 2021 » July » 20

Daily Archives: July 20, 2021

გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი მუშაობას დროებით შეაჩერებს

ინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრის მთლიანი სივრცის გეგმიური საინჟინრო-ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში, განხორციელებული კვლევითი სამუშაოების შედეგად, აღმოჩენილი იქნა შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციის დაზიანებები. უახლოეს დღეებში, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, შემუშავდება სარდაფის კონსტრუქციული სისტემების მდგრადობის აღდგენის წინასაპროექტო გეგმა და აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, აქტიურ რეჟიმში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნულიდან გამომდინარე,  ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი, მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე,  მუშაობას დროებით შეაჩერებს და ...

Read More »

ეროვნული ბანკი „საფინანსო სექტორის მიმოხილვასა“ და „მიმდინარე მაკროეკონომიკურ მიმოხილვას“ აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს „საფინანსო სექტორის მიმოხილვისა“ და „მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის“ გამოქვეყნებას. მათში დეტალურადაა მოცემული ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ინფორმაცია ანალიტიკური ცხრილებისა და დიაგრამების სახით. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა. ივლისის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “კვლევებისა და ...

Read More »

ტოკიოს ოლიმპიადა, შესაძლოა, გაუქმდეს

ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გლობალური სპორტული ღონისძიების გაუქმებას არ გამორიცხავს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ოლიმპიური თამაშები გაუქმდეს, ტოშირო მუტომ უპასუხა, რომ იგი თვალს ადევნებს ინფიცირების შემთხვევების რაოდენობას და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზატორებთან დისკუსიებს გამართავს. „ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარი პროგნოზის გაკეთება კორონავირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით. ასე რომ, განვაგრძობთ დისკუსიებს, თუკი შემთხვევები მოიმატებს,” – აღნიშნა მუტომ. ტოკიოში კოვიდ 19-ით ...

Read More »

მწარმოებელთა ფასების ინდექსი ივნისში 15.7%-ით გაიზარდა

მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2021 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.7%-ით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 5.9 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ქვეჯგუფზე (150.4 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 500 00 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.850 პროცენტით, მაქსიმალური 9.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.935 პროცენტით განისაზღვრა. სებ-ის ცნობით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ...

Read More »

„სახელმწიფო საწარმოებმა დამოუკიდებლად უნდა იფუნქციონირონ, უნდა მოხდეს მათი კორპორატიზაცია“

„სახელმწიფო საწარმოებმა დამოუკიდებლად უნდა იფუნქციონირონ, უნდა მოხდეს მათი კორპორატიზაცია“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა კონკრეტული სტრატეგიიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს. სტრატეგია დასრულების ეტაპზეა და საჯარო რამდენიმე კვირაში გახდება. “სტრატეგია მიეწოდება საზოგადოებას და შესაძლებელი იქნება, მასზე ვიმსჯელოთ. სწორედ ამ სტარტეგიას უნდა დაეფუძნოს ნებისმიერი საწელმწიფო საწარმოს რეფორმა, ამ სტარტეგიიდან გამომდინარე უნდა იყოს ის მიზნები მიღწეული, ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი: ივნისში 15%-დან 18%-მდე ეკონომიკური ზრდა იქნება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ივნისში 15%-დან 18%-მდე ეკონომიკური ზრდა იქნება. “როდესაც შეზღუდვების მოხსნა გადავწყვიტეთ, მაშინ ჩვენ ვიხელმძღვანელეთ მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ახლაც თუ რამეს ვაკეთებთ, ყველაფერს ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ. ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ნამდილად უპრეცედენტო იყო არა მხოლოდ რეგონში, არამედ ევროპის მასშტაბით. მაისში გვქონდა ...

Read More »

ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპი შენარჩუნდეს – ფინანსთა მინისტრი

მომდევნო თვეების განმავლობაში და მომავალ წელსაც ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით რისკები რჩება, რომელიც ძირითადად პანდემიითაა გამოწვეული, – ამი შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თუმცა ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე პროგნოზით, 7,7%-იან ეკონომიკურ ზრდაში, სრულადაა ასახული დღევანდელი რისკები, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე არსებობს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. ამასთან ფინანსთა მინისტრმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. „ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია ...

Read More »

შესაძლოა, ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს

ღია სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა, ისევ სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს, შტაბი კი გადაწყვეტილებას დაამუშავებს და განკარგულებაში ცვლილებები შევა. “საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები, რა თქმა უნდა, იქნება პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში. მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება იგივე დახურულ სივრცეშიც აღარ ...

Read More »

ეროვნული ბანკი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი „ფინედუ“, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა 15-დან 26 წლამდე პირებს შეუძლიათ. „კონკურსის მიზანი ახალგაზრდების ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესება და მათი ჩართულობის გაზრდაა. მონაწილეებმა ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ცნობადობის გაზრდის მიზნით ინოვაციური პროექტები და იდეები უნდა წარადგინონ. დაინტერესებულ პირებს იდეების/პროექტების გამოგზავნა ...

Read More »