Home » 2021 » July » 19

Daily Archives: July 19, 2021

დეველოპერული კომპანია „მეგა ჰოლდინგის“ სტრატეგიულ კომუნიკაციებს ლადო ციმაკურიძე უხელმძღვანელებს

დეველოპერული კომპანია „მეგა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ლადო ციმაკურიძემ ჩაიბარა. უძრავი ქონების მიმართულებით, მას რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. 18-წლიანი კარიერის მანძილზე, მან იმუშავა მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გაყიდვების მიმართულებით ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა „ნაბეღლავი“, „სახალხო ბანკი“, „საქართველოს ბანკი“, „უნისონი“, „პოპული“ და სხვ… ამჯერად, დეველოპერულ სფეროში მეღვინეობიდან გადმოინაცვლა და „მეღვინეობა ხარებას“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის შემდეგ, „მეგა ჰოლდინგის“ გუნდს ...

Read More »

„დღეს საქართველოს სჭირდება არსებითი ეკონომიკური რეფორმები, რათა განვაგრძოთ ეკონომიკის ტრანსფორმაცია“

დღეს საქართველოს სჭირდება არსებითი ეკონომიკური რეფორმები, რათა განვაგრძოთ ეკონომიკის ტრანსფორმაცია, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველომ წარმატებით დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა. „2017-2019 წლებში, ჩვენ შევძელით მიგვეღწია მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის, მიუხედავად არასახარბიელო ეკონომიკური დინამიკისა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. ეს იყო არა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ...

Read More »

კობა გვენეტაძე: დღეს ინფლაცია არის გლობალური ტრენდი და გამოწვეულია პანდემიით

მზად ვართ, გავამკაცროთ საპროცენტო განაკვეთი, თუმცა ასეთ გადაწყვეტილებას აუცილებლად ექნება თავისი საფუძველი – ამ წუთში ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ საპროცენტო განაკვეთი გაიზარდოს, თუმცა იმ გაურკვევლობიდან გამომდინარე, რაც პანდემიას ახლავს თან, ფრთხილად ვიმოქმედებთ ამასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძემ განაცხადა. მან ასევე ისაუბრა საქართველოში ინფლაციის მიზეზებზე და აღნიშნა, რომ “მაღალი ინფლაცია გამოწვეულია მიწოდების ფაქტორებისგან”. “დღეს ინფლაცია არის გლობალური ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე ზრდის

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე ზრდის  – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. მისი თქმით, სსფ-სთან მე-4 მუხლის ფარგლებში გამართული კონსულტაციები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. „საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენ დავასრულეთ მე-4 მუხლის კონსულტაციები. აღნიშნული კონსულტაციების ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ხდება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, მის წინაშე არსებული ...

Read More »

“ვხედავთ ეკონომიკის გაჯანსაღების, ექსპორტის ზრდის და ტურიზმის გარკვეულწილად გამოცოცხლების ნიშნებს, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ამ პოზიტივს”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები შეინიშნება, რასაც გაფრთხილება სჭირდება და ამაზე “ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს”. ამის შესახებ თურნავამ ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორ მოქმედებს 5 ივლისის მოვლენების შემდეგ არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ქვეყნის ეკონომიკაზე. “როგორ მოქმედებს პოლიტიკური არასტაბილურობა, ეკონომიკურ ვითარებაზე, ეს რიტორიკული კითხვაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობა ყოველთვის აზიანებს ეკონომიკურ განვითარებას. ...

Read More »

2021 წლის მეორე კვარტალში, უკრაინის ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა

როგორც gordonua.com წერს, უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მეორე კვარტალში, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  6%-ით გაიზარდა. ”მართალია, ეკონომიკის აღდგენაზე გავლენას ახდენს პანდემია, თუმცა, 2021 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის დაბალი მონაცემების და ვაქცინაციის პროცესების გათვალისწინებით, როგორც მსოფლიოში, ასევე ქვეყნის შიგნით, ქვეყნის ეკონომიკა დადებით ტენდენციაში შევიდა: ეკონომიკის სამინისტროს წინასწარი შეფასებით, ხუთი ...

Read More »

აფბა ნათია თურნავას მიმართავს – გამჭვირვალობის პრობლემა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს ენერგოსექტორისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას მოუწოდებს რეაგირება მოახდინოს ენერგეტიკის სექტორში არსებული გამჭვირვალობის პრობლემაზე და   უზრუნველყოს საკმაოდ მძიმე ვითარების გამოსწორება. აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ქალბატონო ნათია, გამჭვირვალობის პრობლემა დღეს სექტორში უმწვავესად დგას და ამ კუთხით არსებული არაჯანსაღი პოლიტიკის გამო, გამოუსწორებელი ზიანი ადგება როგორც საკუთრივ ენერგოსექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური თუ ...

Read More »

დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“, „სადახლო-საავტომობილო“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნების მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერებისა და გასაუბრების შედეგად, საერთო ჯამში, არადეკლარირებული 79 967 აშშ დოლარის, 98 169 ევროს, 94350 რუსული რუბლის, ასევე 130 კანადური დოლარის, 91460 თურქული ლირისა და 42 846 ლარის უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის ...

Read More »

პაატა ბაირახტარი: საწვავის გასაიაფებლად ყველა ფაქტორი არსებობს

“ე.ი. საქართველოს ისტორიაში საწვავი ყველაზე მეტადაა გაძვირებული და ნუ არგუმენტი, რომელსაც მთელი წელია ვისმენთ, არის ის, რომ ნავთობი ძვირდება და აბა ჩვენ რა ვქნათო. ყველაფერი ხომ დათვლადია, მოდი დავთვალოთ. 😄😄 ბოლო 3 თვეში ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა საშუალოდ 7.6 %-ით. ყველაზე ოპტიმალური და მოკრძალებული გათვლით, ერთი ლიტრი საწვავის ფასიც, ამავე პერიოდში საქართველოში გაძვირდა 7.5%-ით. თითქოს ყველაფერი ხომ რიგზეა, მაგრამ მოდით ...

Read More »

საფრანგეთში ვაქცინაციის ორი ცენტრი გაანადგურეს – ერთი დატბორეს, მეორე კი დაწვეს

საფრანგეთში, საკარანტინო და სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ პროტესტის ფონზე, განადგურდა ორი ცენტრი, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდებოდათ. კერძოდ, France Bleu-ს ინფორმაციით, 17 ივლისის ღამეს იურიუნის კომუნაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევეის ადგილას მეხანძრეებმა აღმოაჩინეს რამდენიმე წერტილი და გაირკვა, რომ ბენზინი მთელ ცენტრში ბენზინი იქნა დაღვრილი. პოლიცია ინციდენტს იძიებს, როგორც განზრახ დაწვის ფაქტს. კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა ლანს-ან-ვერკორსის კომუნის ვაქცინაციის ცენტრში. France Blue-ს ...

Read More »