Home » 2021 » July » 17

Daily Archives: July 17, 2021

მსოფლიოში პირველი კოსმოსური სასტუმროს გახსნა 2027 წელსაა დაგეგმილი

Orbital Assembly Corporation, ახალი სამშენებლო კომპანია, რომელსაც ყოფილი პილოტი ჯონ ბლინკოვი მართავს, 2027 წლისთვის გეგმავს ძვირადღირებული კოსმოსური სასტუმროს გახსნას. Voyager Station, როგორც მას უწოდებენ, მიზნად ისახავს პირველი კომერციული სასტუმრო გახდეს კოსმოსში, რომელიც 280 სტუმარს და ეკიპაჟის 112 წევრს დაიტევს. “ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ კოსმოსში მოგზაურობის ეს ოქროს ხანა ძალიან ახლოსაა. ის მოდის. ის სწრაფად მოდის”, – განუცხადა ბლინკოუმ CNN-ს ...

Read More »

რუსეთში დააპატიმრეს ბროკერი, რომელიც რუბლის გაცვლითი კურსით მანიპულირებდა

რუსეთის ცენტრალური ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა დაადგინა რუბლის გაცვლით კურსზე დერივატებით მანიპულირების ფაქტები. ბანკი «Зенит»-ის ტრეიდერი გამოჭერილი იქნა დოლარისა და რუბლის მანიპულაციურ გარიგებებში. ის კონტრაქტებს საკუთარ თავს  ყიდდა. ”ოფციონებით გარიგება დადებულია ПАО Банк ЗЕНИТ-სა და შაბალოვ ვლადიმერ ნიკოლაევიჩს შორის, რომელიც კომპანიის თანამშრომელი იყო. მას ჰქონდა უფლებამოსილება შეესრულებინა ფინანსური ოპერაციები ПАО Банк ЗЕНИТ-ის ინტერესების სასარგებლოდ. შაბალოვმა ასევე შეასრულა ოპერაციები ...

Read More »

BOOKING.COM-ის მომსახურების დაბეგვრაზე შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება გარკვეული მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რეგისტრაციის პორტალის – BOOKING.COM-ის მიერ, მომსახურების ტარიფის გადახდის ახალ პირობებს შეეხება და განმარტავს, რომ უცხოელ დასაბეგრ პირს (ამ შემთხვევაში BOOKING.COM) დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობათ, მხოლოდ იმ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე, რომელსაც გაუწევენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არამეწარმე ფიზიკურ პირებს. მათი განმარტებით, თუ არამეწარმე ფიზიკური პირი BOOKING.COM-ზე განათავსებს ბინის გაქირავების შესახებ ინფორმაციას, ...

Read More »

„2012 წლამდე, სამწუხაროდ, არასოდეს მომისმენია არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ“

ჩვენ კარგად გვახსოვს, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით, 2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალეობის კუთხით ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ...

Read More »

შარლ მიშელი – ევროკავშირს სურს, მეტად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და გააძლიეროს კავშირები რეგიონის ქვეყნებთან

ევროკავშირს სურს, მეტად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გააძლიეროს კავშირები რეგიონის ქვეყნებთან და მოამზადოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის, – ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი ეხმარება და მზადაა დახმარების გასაწევად ეუთო-ს „მინსკის ჯგუფს“ მუშაობის ფარგლებში. „ვხედავთ ოთხ საკითხს, რომელთა მოგვარებაც საჭიროა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა ამ რეგიონში სტაბილურობა ...

Read More »

ჩინური კომპანია “დონგფანგი” საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტიციას გეგმავს

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა და ლიბერალური საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული მანქანა-დანადგარების მწარმოებელი კორპორაციის „დონგფანგის“ (Dongfang Electric Corporation) პრეზიდენტთან ჩენ ციანგთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე. შეხვედრაზე ნათია თურნავამ დეტალური ...

Read More »