Home » 2021 » July » 16

Daily Archives: July 16, 2021

ლიეტუვაში ვადის გასვლის გამო, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „მოდერნას“ ვაქცინის ხუთი ათასი დოზა გაანადგურეს

ლიეტუვაში ვადის გასვლის გამო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო „მოდერნას“ ვაქცინის ხუთი ათასი დოზა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბალტიური სააგენტო „დელფი“ ავრცელებს. „ვილნიუსში ბოლო კვირებში გაანადგურეს „მოდენას“ ვაქცინა, ვადა გაუვიდა ხუთი ათას დოზას. უახლოეს დღეებში ვნახოთ, რამდენი ადამიანი აიცრება „მოდერნას“ ვაქცინით“, – აცხადებს ვილნიუსის ვაქცინაციის ცენტრის ხელმძღვანელი კიპრას კრასაუსკასი. ვაქცინაციის ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვა მწარმოებლების ...

Read More »

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ განცხადება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით

ჩვენი კომპანიის სახელით გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და გამოვხატოთ ჩვენი მყარი პოზიცია და აღშფოთება 5 და 6 ივლისს მომხდარი ძალადობისა და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების მიმართ. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ უკვე 15 წელია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“, რომელიც ოპერირებს 25 ქვეყანაში და საქართველო ამ პატარა ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს იკავებს, როგორც მაგალითი ინოვაციურობის, პატიოსნების და მაღალი ანგარიშვალდებულების ...

Read More »

ვაჟა ბერიძე – ვითარება არა მარტო გართულებულია და ჩიხისკენ მიექანება, არამედ სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, მეტიც, ჩვენ ჩიხში კი არ შევდივართ, უკვე დეპოში ვართ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.   – ბატონო ვაჟა, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში არა მარტო დაჩქარდა, არამედ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება თქმა იმისა, რომ ვითარება არა მარტო გართულებულია, არამედ ჩიხისკენაც კი მიექანება. 5 ივლისის მოვლენებს, ოპოზიციის ქუჩაში და პარლამენტში გააქტიურების თემებს, ასევე ჩვენი პარტნიორების თხოვნებისა და გაფრთხილებების მიუხედავად მმართველი გუნდის მიერ მოსამართლეების დამტკიცებას, 5 ივლისის ...

Read More »

„საქართველოს ბანკმა“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად პრო ბონო ვებინარი გამართა

„საქართველოს ბანკთან“ ერთად საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის პრო ბონო ვებინარი: სოციალური მედიის მართვა ჩატარდა. „საქართველოს ბანკიის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელმა სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის ვებინარი პრო ბონოდ ჩაატარეს. „ვებინარი ეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა: კამპანიების დაგეგმვა სოციალურ მედიაში და სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად მართვა, კამპანიების შედეგების ანალიზი, კონტენტის ფორმატები და ა.შ. პრო ბონო ...

Read More »

თურქეთში ელექტროენერგიის ფასი 12%-ით, ხოლო ბუნებრივი გაზის ფასი 15%-ით გაიზარდა

თურქეთში ელექტროენერგიის ტარიფი ყველა ტიპის მომხარებლისთვის 15%-ით გაიზარდა. ბუნებრივი გაზის ტარიფმა მოსახლეობისთვის 12%-ით, ინდუსტრიული მომხმარებლისთვის და ბუნებრივ გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის კი 20%-ით მოიმატა. ინფორმაციას თურქული წყარო bianet-ი ავრცელებს. დღევანდელი მონაცემებით, მოსახლეობის ელექტროენერგიის ტარიფი 10.55 აშშ ცენტია. სტატისტიკის თანახმად, ბოლო სამნახევარ წელიწადში ელექტროენერგიის ტარიფი 122%-ით გაიზარდა. Energy Market Regulatory Authority-ის (EPDK) განმარტებით, ფასების მატება ელექტროენერგიის გენერაციის თვითღირებულების ზრდამ გამოიწვია, რაც ერთი მხრივ, ...

Read More »

საქართველოს შარლ მიშელი, მაია სანდუ და ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვევიან

საქართველოს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვევიან. როგორც შარლ მიშელის სამუშაო ვიზიტის დღის წესრიგშია აღნიშნული, 19 ივლისს კონფერენციაზე საქართველოდან წარმოდგენილები იქნებიან პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია პრესკონფერენციაც. 20 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შესთავაზა, კონფერენცია, რომელიც ბათუმში ივლისში ტარდება, ...

Read More »

,,ლარის გამყარება რომ არა, საწვავის ფასი 3-ლარიან ნიშნულს ნამდვილად გადასცდებოდა“

ლარის გამყარება რომ არა, საწვავის ფასი 3-ლარიან ნიშნულს ნამდვილად გადასცდებოდა – ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა. ვანო მთვრალაშვილის თქმით, მსოფლიო სანავთობე ბაზარზე მიმდინარე პროცესების გამო, დღეს საქართველოში საწვავზე ფასების სტაბილიზაცია რთული იქნება. ,,დღეს მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასთან მიმართებით რთული სიტუაცია და ცხადია, ეს აისახება საქართველოზეც. შარშან, გაზაფხულზე პანდემიის გავლენით დიდი კლება იყო ნავთობის ...

Read More »

საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიკაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტების დამზადება-გასაღებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულად მოწყობილი ჰქონდათ ცხოველთა სასაკლაო, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინალურ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულვებელყოფით, ახორციელებდნენ საქონლის, მათ შორის დაავადებული ან ...

Read More »

თიბისიმ „კლიმატის მწვანე ფონდის“ აკრედიტაცია მიიღო

თიბისი პირველი კომერციული ბანკია კავკასიის რეგიონში, რომელმაც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) აკრედიტაცია მიიღო. ამასთანავე, თიბისი ერთი-ერთია მსოფლიოში იმ ათი კომპანიიდან, რომლებსაც  წელს ეს პრესტიჟული სტატუსი მიენიჭათ. „კლიმატის მწვანე ფონდის“ აკრედიტაცია თიბისის შესაძლებლობას მისცემს, ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად განვითარებას და დააფინანსოს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციისა და მიტიგაციის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი. ვამაყობთ, რომ  „კლიმატის მწვანე ფონდის“ მიერ აკრედიტებული პირველი კომერციული ბანკი ვართ კავკასიის ...

Read More »

დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „გუგუთი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების, ა.ა.-სა და მ.მ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, არადეკლარირებული 560,53 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. რუსეთის მოქალაქის არადეკლარირებულმა საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 13 814 ლარი შეადგინა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, მას სანქციის ...

Read More »