Home » 2021 » July » 15

Daily Archives: July 15, 2021

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი – მოვუწოდებ ჩინეთს, შესაძლებელი გახადოს კოვიდის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაგრძელება

მოვუწოდებ ჩინეთს, შესაძლებელი გახადოს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაგრძელება, – ეს განცხადება გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, გერმანიამ ჯანმო-ს პროგრამისთვის, ACT Accelerator, რომლის მიზანი მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, ვაქცინებსა და ტესტებზე წვდომის უზრუნველყოფაა, 260 მილიონი ევრო გამოყო. ჩინეთს კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით გამოძიებაში თანამშრომლობისკენ მოუწოდა ჯანდაცვის მსოფლიო ...

Read More »

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი კომიტეტს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო. ცნობისთვის, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თავდაპირველი 4.3%-დან იზრდება 7.7%-მდე. ასევე იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 3,8%-დან 7.5%-მდე. 2021 წლისთვის განახლებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 57,2 მლრდ ლარს შეადგენს, ნაცვლად გასული ...

Read More »

„საშემოსავლო გადასახადის შემცირება, რომ არასაკმარისია და მოგების გადასახადიც შესამცირებელია, იქნებ ეგ აზრიც მოგწონებოდათ“

“მე მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა ჩაიხედეთ იმ ეკონომიკური აღდგენის გეგმაში, რაც დაგახვედრეთ მთავრობის კანცელარიაში ახალ პრემიერ მინისტრს. ჩვენს პროგრამაშიც ჩაგეხედათ, მარტო საშემოსავლო გადასახადის შემცირება, რომ არასაკმარისია და ამის გარდა კიდევ მოგების გადასახადიც შესამცირებელია იქნებ ეგ აზრიც მოგწონებოდათ. მესმის, გაგიჭირდათ შეიძლება აღიარება ამის და ამ “მოქალაქის” მოფიქრებაც მოგიხდათ ეტყობა. რას დავეძებ, ნეტავი გააკეთებდეთ და…” ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” წევრი, გახარიას ...

Read More »

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხარჯები 19.5 მილიარდ ლარამდე იზრდება

საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის ხარჯებს 1.1 მილიარდი ლარით 19.5 მილიარდ ლარამდე ზრდის. 2021 წლის ბიუჯეტის დაკორექტირების მიზეზად ხელისუფლებაში ქვეყანაში მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ აქტივობას ასახელებენ. „წარმოდგენილი ცვლილებით, სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 19 498.8 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 1 114.2 მლნ ლარით. ზრდა ძირითადად გამოწვეულია COVID-19-ის მართვის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებების, ასევე ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსების გაზრდით. ...

Read More »

ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,7% იქნება

საქართველოს პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავს. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მიუხედავად მძიმე 2020 წლისა, 2021 წლის გაზაფხულიდან ეკონომიკურმა პარამეტრებმა მკვეთრი გაუმჯობესება აჩვენა. ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,7% იქნება. „2021 წელი საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ტენდენციებით დაიწყო და იანვარში რეალური ეკონომიკის კლებამ 11,5%, ხოლო თებერვალში 5,1% შეადგინა. ეკონომიკური განვითარების ტენდენციებში დადებითი დინამიკა ...

Read More »

გიორგი კაკაურიძე – 2022-2025 წლების სტრატეგიაში აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ საგარეო ვალი მაქსიმალურად გადავიტანოთ შიდა ვალზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ მთავარი რისკი, რომელიც საქართველოს ვალის ზრდასთან მიმართებით აქვს, არის კურსთა შორის სხვაობა, რადგან ქვეყანას აქვს საგარეო ვალი უცხოურ ვალუტაში. როგორც გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს განიხილავენ, მომავალი წლების სტრატეგიაში საგარეო ვალის საშინაო ვალში გადატანაზე გაკეთდება აქცენტი. „ჩვენი ვალის მთავარი რისკი არის ის, რომ უცხოურ ...

Read More »

სემეკ-მა რვა გაზგამანაწილებელი კომპანია დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო, რვა მცირე გაზგამანაწილებელი კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. სემეკ-ის ინფორმაციით, თითოეულ კომპანიას 5 000 ლარიდან 50 000 ლარამდე ოდენობის ჯარიმა განესაზღვრა, რამაც ჯამში 130 000 ლარი შეადგინა. დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს ერთთვიანი ვადა მიეცათ. „კომისიამ განიხილა შპს „გაზმშენის“, შპს „მამედის“, შპს „გაზტრანს სერვისის“, შპს „ჩირაღდანის“, შპს „აკრიანი 2006“-ის, შპს ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკური ზრდა შეინიშნება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით

„პანდემიით გამოწვეული რეცესიული 2020 წლის შემდეგ გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. აპრილის თვემ პრაქტიკულად შეცვალა გარემო და უპრეცედენტო, 45 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მთლიანობაში, ეკონომიკური ზრდა შეინიშნება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით“, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიის განხილვა მიმდინარეობს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სწორედ ეკონომიკური ზრდა გახდა ...

Read More »

„თამბაქოს ინდუსტრია სარგებლობს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით და უდნა, რომ ამ პოლიტიკურ ალიაქოთში, თავისი ინტერესი გაატოროს“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისმა საქართველოს ხელისუფლებისადმი საკმაოდ კრიტიკული განცხადება გაავრცელა, სადაც მკაფიოდაა მითითებული, რომ ორგანიზაცია ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის შესუსტების მცდელობებს ხედავს. ჯანმოს ამ განცხადების კომენტარისას კომერსანტთან საუბარში ყოფილმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ დაადასტურა ხელისუფლებისადმი საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკის სიმძიმე და აღნიშნა, რომ კანონის აღსრულების ნაწილში რეალური პრობლემა დგას. “ეს განცხადება, რომელსაც ჩვენ დღეს ვკითხულობთ, ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველია ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: არაფერი დგას სიცოცხლესა და თავისუფლებაზე მაღლა – დამნაშავეები უნდა დაისაჯონ

არაფერი დგას ადამიანის სიცოცხლესა და თავისუფლებაზე მაღლა. უნდა გაგრძელდეს გამოძიება და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ. მან დღევანდელი კომიტეტის სხდომა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, 5 ივლისს და შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე გამოხმაურებით დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარემ მიუსამძიმრა გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს და აღნიშნა, რომ განვითარებული მოვლენები არის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მას ეკონომიკური მდგენელიც აქვს. მისი თქმით, ...

Read More »