Home » 2021 » July » 14

Daily Archives: July 14, 2021

Miami Ad School Europe-ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო

Miami Ad School Europe-ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, Miami Ad School-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა კრეატიული მიმართულებით. „საქართველოს ბანკის“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით კი ყოველ წელს ერთ ქართველ სტუდენტს პროგრამაზე სწავლა გერმანიაში სრულად უფინანსდება. „2 – წლიანი პროგრამის გავლა შემდეგი მიმართულებებითაა შესაძლებელი: Art Direction, Copywriting, ...

Read More »

“თეგეტა თრაქ ენდ ბასი” საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა

“თეგეტა თრაქ ენდ ბასისა” და “საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის”, ე.წ. Ⴑთრონგმენებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში თეგეტა სთრონგმენების სპონსორი და გულშემატკივარი ხდება. „თეგეტა თრაქ ენ ბასი“ ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ფედერაციის სპორტული მიღწევებისა და რეკორდების ორგანიზებაშიც ჩაერთვება. გულშემატკივრებს არა ერთი საინტერესო და ექსტრემალური სანახაობა ელოდებათ, მათ შორის ევროპის ჩემპიონატის ღია პირველობა სატვირთო ავტომობილების გაწევაში და მსოფლიო ...

Read More »

მინისტრის მოადგილე – გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები იყოს შესრულებული, ვიდრე ის თანხა, რომელიც სესხის სახით შეიძლება წელს მიგვეღო

ევროკავშირის ფინანსური ტრანშის არმიღება ნაკლები პრობლემა იქნება ბიუჯეტისთვის, თუმცა, მნიშვნელოვანია ამ თანხის საგრანტო ნაწილი და მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირთან შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაწერილია და სწორად იყოს ეს ვალდებულებები შესრულებული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის განცხადებას მოსამართლეთა დანიშვნისა და საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური ტრანშის თაობაზე. კაკაურიძის თქმით, საუბარია 75 მილიონ ევროზე ჯამურად, საიდანაც დაახლოებით ...

Read More »

აიეტ კუკავა – „ალიანს ჰოლდინგის“ სახელით ვაცხადებთ, რომ „ტორპედოში“ფინანსური პრობლემები არ მოგვარებულა

ქუთაისის „ტორპედოს“ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, აიეტ კუკავამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. „გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომ“ სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ კომპანიასთან. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხელშეკრულების თანახმად, კომპანია სპონსორობას გაუწევს „ტორპედოს“ და ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარებულია“. „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ სახელით ვაცხადებთ, რომ ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ...

Read More »

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გეგმავს, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკები და მიმდებარე ტერიტორია რუსეთს გადასცეს. მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ რუსი ინვესტორები ბიჭვინთაში აფხაზეთში ყველაზე მასშტაბურ საკურორტო-სანატორიუმის ობიექტს ააშენებენ, ინვესტიციის მოცულობა კი, 10 მილიარდი რუსული რუბლი იქნება. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, რომ მშენებლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და კონტრაქტები მიმდინარე წლის ბოლოს გაფორმდება, ბიჭვინთაში მშენებლობა ...

Read More »

ერთ წელიწადში ნავთობი საშუალოდ 33.5%-ით გაძვირდა – რა ღირს საწვავი საქართველოში

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზრდისა და მეორეს მხრივ, ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ერთი წლის განმავლობაში საწვავის ფასი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას ადასტურებს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საწვავის საშუალო ფასი 33.5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება უშუალოდ საწვავის ტიპებს: ამ ერთი წლის განმავლობაში Regular 92-ის ფასი 46.7%-ით გაიზარდა და ბაზარზე მისი ღირებულება ერთ ლიტრზე საშუალოდ 2,88 ლარია. გარდა ამისა, გაზრდილია ...

Read More »

პოლიციამ დიდ ბრიტანეთში რეკორდული მოცულობის, $249 მილიონის კრიპტოვალუტა ამოიღო

Cnn-ის ინფორმაციით, პოლიციამ დიდ ბრიტანეთში რეკორდული მოცულობის, $249 (£180) მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა ამოიღო. “აღნიშნული კონფისკაცია გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია”, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. აქამდე, მხოლოდ რამდენიმე კვირის უკან, ივნისში, პოლიციამ 114 მილიონი ფუნტის ღირებულების (158 მილიონი დოლარი) კრიპტოვალუტის კონფისკაცია მოახდინა. ყადაღების დადება და კონფისკაციის პროცესი საერთაშორისო ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ნაწილი იყო. პოლიციამ არ დააკონკრეტა, რომელი კრიპტოვალუტა ამოიღეს. ...

Read More »

2021 წლის II კვარტალში სინგაპურის ეკონომიკური ზრდა 11 წლიან მაქსიმუმზე ავიდა

სინგაპურის ეკონომიკა 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა CNBC-ი წერს. 2021 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. “როიტერის” გამოკითხვის თანახმად, ამ მაჩვენებლებმა ოდნავ გადააჭარბა 14,2% -იან წლიურ პროგნოზირებულ მაჩვენებელს. ”ძლიერი ზრდა ძირითადად განპირობებულია 2020 წლის მეორე კვარტლაში ეკონომიკის შემცირებით, როდესაც მშპ 13.3 პროცენტით ...

Read More »

ევროკავშირმა საქართველოს მაკრო-ფინანსური დახმარების II ტრანში, შესაძლოა, შეუჩეროს

ევროკომისიის პრეს-სპიკერი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ხელისუფლებას “ორშაბათს, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვს მოსამართლეს, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა მომხდარიყო დანიშვნის პროცესში პაუზის გაკეთება და ამ პროცესის გადახედვა, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) ახლახან თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით. დანიშვნები ეწინააღმდეგება ...

Read More »

ჯანმოს საქართველოს ოფისის ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარება სახელმწიფოების მდგრადი განვითარებისთვის ხელშემშლელია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის და კანონმდებლობის თამბაქოს ინდუსტრიისგან დაცვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ თამბაქოს მოხმარება სახელმწიფოების მდგრადი განვითარების ხელშემშლელია. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2020 წლის მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით, თამბაქოს მწეველთა რიცხვი 10%-ით შემცირდა, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარებამ კი 15%-ით იკლო. “თამბაქოს მოხმარება სახელმწიფოების მდგრადი განვითარების ხელშემშლელია. ამიტომაც გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზანია, წევრ ქვეყნებში თამბაქოს ...

Read More »