Home » 2021 » July » 13

Daily Archives: July 13, 2021

ქართულ ბანკებს იპოთეკებით უზრუნველყოფილი ბონდების გამოშვების შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “იპოთეკით უზრუნველყოფილი საბანკო ობლიგაციების შესახებ” (Covered Bonds) საქართველოს კანონის პროექტის ონლაინ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გახსნა. შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა (EBRD, IFC), რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩარჩოს შემუშავებაში. ღონისძიებაზე პრეზენტაციები ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და საბანკო ზედამხედველობის მიმართულებების წარმომადგენლებმაც  წარადგინეს. პრეზენტაცია მიზნად ისახავდა ბაზრის მონაწილეებისთვის იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ...

Read More »

6 დასახელების ქართულ ღვინოს ექსპორტზე უარი ეთქვა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს ინსპექტირების ერთი თვის შედეგები გააცნო. ღვინის კომპანიებთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, ასოციაციის „ქართული ღვინო“ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სააგენტოს ინფორმაციით, 42 საინსპექციო კონტროლის შედეგად აღებული 62 ნიმუშიდან არადამაკმაყოფილებლად 6 ნიმუში შეფასდა, შესაბამისად, აღნიშნულ ღვინოებს უარი ეთქვა ექსპორტზე. თარ შამუგიას განცხადებით, გარემოს დაცვისა ...

Read More »

გიორგი გახარია – „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ უნდა დავამარცხოთ

„დღეს რასაც ვუყურებ, „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებენ, სულ უფრო და უფრო დიდი ნაბიჯებით მიდიან ერთმანეთისკენ და ეს მარწმუნებს, რომ ჩვენ, ვინც ვერთიანდებით საქართველოსთვის – ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელმაც პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაამარცხოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და სიმართლე ის არის, რომ „ოცნებას“ დღეს ამის ძალა არ შესწევს. ...

Read More »

3 რობოტი, რომელიც სარეველას გასანადგურებლად ქიმიკატების გამოყენებას ანაცვლებს

ინგლისში, სამ რობოტს დაევალა მისია: გაწმენდილ ნიადაგზე თესლის დარგვამდე სარეველების პოვნა და განადგურება. რობოტები სახელწოდებით ტომი, დიკი და ჰარი, შეიქმნა Small Robot Company-ის მიერ, რათა თავიდან იქნას აცილებული ქიმიკატების გამოყენებით სარეველების განადგურება და ასევე, ამ პროცესში მძიმე ტექნიკის გამოყენება გახდეს მინიმალური. სტარტაპი ამ პროექტზე მუშაობს 2017 წლიდან და მიმდინარე წლის აპრილში მოხერხდება რობოროტ “ტომის” გაშვება მოხმარებაში, რომელიც მისი პირველი კომერციული ...

Read More »

ოკუპირებულ აფხაზეთში ინტერნეტის გრაფიკით მიწოდება იგეგმება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გრაფიკით გათიშვის შემდეგ, შესაძლოა, ინტერნეტი გამორთონ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. როგორც „აფსნიპრესს“ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განუცხადა, ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით ღამის საათებში რამდენიმე საათით შეიძლება ინტერნეტის გათიშვა მოხდეს. ამის გარეშე კი ე.წ. მაინინგის ფერმებით კრიპტოვალუტის მოპოვება შეუძლებელია. შამბამ ეს იდეა სპეციალურ თათბირზე გააჟღერა, რომელიც დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას თავმჯდომარეობით გაიმართა. დე ფაქტო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის ...

Read More »

ნავთობისა და გაზის კორპორაციის მოგება 97.3%-ით შემცირდა

შემოსავლის 124 მლნ ლარიანი ზრდის მიუხედავად ნავთობისა და გაზის კორპორაციის წმინდა მოგება 2020 წელს 97.3%-ით 3.197 მლნ ლარამდე შემცირდა. კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის მიხედვით მოგების შემცირება ხარჯების ზრდამ გამოიწვია. კორპორაციამ ძირითადი შემოსავალი ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის რეალიზაციით მიირო, რასაც გაზსადენის იჯარისა (43 მლნ) და ნავთობის ტრანსპორტირების (26 მლნ) გზით მიღებული შემოსავლებიც დაემატა. სს საქართველოს  ნავთობისა და გაზის კორპორაცია 2006 წლის 21 მარტს დაარსდა. მისი აქციების ...

Read More »

რომელი ვაქცინით ავიცრა – ჩინურით, თუ “ფაიზერს” დაველოდო? – ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ამერიკაში მოღვაწეს ქართველი ნევროლოგი დავით მრელაშვილი ვაქცინაციის პროცესზე სტატუსს აქვეყნებს. თემა, რომელიც ყველას გვაინტერესებს, უნდა დაველოდოთ „ფაიზერს“, თუ უნდა ავიცრად ჩინური ვაქცინებით, ნევროლოგი ვრცელ განმარტებას აკეთებს. დავით მრელაშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: შეკითხვა: რომელი ვაქცინით ავიცრა – ჩინურით, თუ ფაიზერს დაველოდო. ვისაც უბრალო შეჯამება აინტერესებს მათთვის მარტივად ვიტყვი: ***სინოვაკით აცრა (რაც უკვე საქართველოში შესაძლებელია) დღეს, გაცილებით (!) უკეთ დაგიცავთ სიკვდილისგან წლის ...

Read More »

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 52 750 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.970 პროცენტით, მაქსიმალური 9.120 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.008 პროცენტით განისაზღვრა.

Read More »

საფრანგეთმა Google 500 მილიონი ევროთი დააჯარიმა

საფრანგეთის ანტიმონოპოლურმა მარეგულირებელმა Google 500 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ”მარეგულირებელმა კომპანია 2020 წლის აპრილში გამოცემული რამდენიმე ბრძანების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ჯარიმა განპირობებულია იმით, რომ “კორპორაციამ სათანადო მოლაპარაკება არ გამართა პრესის გამომცემლებთან მოსაზღვრე უფლებების გამოყენების, მათი კონტენტის გამოყენებისთვის რედაქტორებისთვის ანაზღაურების შესახებ”. გასული წლის აპრილში ევროკავშირმა დაამტკიცა დირექტივა, რომელიც ინტერნეტში ნამუშევრების განთავსებისას საავტორო უფლებების შესახებ კანონების ...

Read More »

მინისტრის მოადგილე – წელს ხორბლის და ქერის მოსავალი გაცილებით მაღალი ხარისხის იქნება, ვიდრე წინა წლებში იყო

წელს ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 150 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი გვექნება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, წელს ხორბლისა და ქერის მოსავალი გაცილებით მაღალი ხარისხის იქნება. „ქერის მოსავალი უკვე დაბინავებული გვაქვს. ვფიქრობთ, წელს ხორბლის მოსავლის რაოდენობაც მეტი იქნება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 150 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი გვექნება. ერთი რამ შემიძლია თამამად ...

Read More »