Home » 2021 » July » 12

Daily Archives: July 12, 2021

აზარტული და მომგებიანი თამაშების ბიზნესზე კონტროლი მკაცრდება

სათამაშო ბიზნესზე სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური კონტროლის მექანიზმების შემუშავებას, სექტორში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას შეუწყობს ხელს, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებათა პროექტი, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ პარლამენტში ცვლილებებზე ისაუბრა და მოსალოდნელ დადებით შედეგებზე ყურადღება გაამახვილა. „პრაქტიკამ აჩვენა, რომ ...

Read More »

მიხეილ დუნდუა: თუ აზარტული თამაშების კომპანია ამ ვალდებულების გამო ქვეყნიდან წავა, მართლა წასასვლელი ყოფილა

პარლამენტი დაჩქარებული წესით განხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც აზარტული თამაშების სექტორის რეგულირებას ამკაცრებს. კერძოდ, ცვლილება შეეხება საქართველოდან უცხოეთში აზარტული თამაშების სერვისების მიწოდებას, რომელიც ამჟამად რეგულირების მიღმა ექცევა. თუკი ამჟამად მსგავსი სერვისის მიმწოდებელი კომპანიები ნებართვის აღებას არ საჭიროებენ და არც შესაბამის სალიცენზიო გადასახადს იხდიან, კანონის ცვლილების შემდეგ ისინიც დაიბეგრებიან. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა აცხადებს, ახალი კანონის ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: იმაზე ამორალური და ფარისევლური არაფერია, როცა ხედავ, როგორ ცდილობენ პოლიტიკური ცხოველები ახლად გაციებულ ცხედრებზე ხელის მოთბობას

ამ ქვეყანაში ვერასდროს ვერცერთი სცენარით ვერ განხორციელდება ქვეყნიდან გაგდებული სააკაშვილის მითითებებით და ადგილზე გვარამიას დირიჟორობით დაგეგმილი რევოლუცია. არ გაგივათ ეს რევანში – გამორიცხულია, – წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, პარლამენტის შენობაზე მიტანილმა შტურმმა ნათლად აჩვენა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიული და ჟურნალისტური ხაზი სრულად წაშლილია. როგორც გვიდიანი აღნიშნავს, იმაზე ამორალური და ფარისევლური არაფერია, როცა ხედავ, როგორ ცდილობენ პოლიტიკური ...

Read More »

წულუკიანი: ნუ აშინებთ ქართველებს უცხოელებით, ამით ძალიან დიდ საქმეს უკეთებთ რუსეთს

„თქვენ ყოველთვის აშინებთ ქართველებს უცხოელებით. ამით ძალიან დიდ საქმეს უკეთებთ რუსეთს და თამაშობთ რუსულ თამაშს“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ძალიან გთხოვთ, მე არ ვიცი თქვენ რომელ არხს წარმოადგენთ, მაგრამ ჩემი ქვეყნის ჟურნალისტი ბრძანდებით, შეწყვიტეთ ჩემი და ჩემნაირი საქართველოს სხვა მოქალაქეების, ...

Read More »

ღარიბაშვილი – ჩვენ ახლა მთავარი დღის წესრიგი გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარება, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა

ჩვენ ახლა მთავარი დღის წესრიგი გვაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება. „პოზიტიური დინამიკა გვაქვს და მოგეხსენებათ, რომ ძალიან მაღალი ზრდა გვქონდა ეკონომიკაში – 45%, 25% მაისის თვეში, პირველ 5 თვეში ჩვენ გვქონდა 11%-იანი ზრდა. ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან განახლებით ...

Read More »

„ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმეს“

ყველამ კარგად იცის, ვინ იხდის ამ სახის პრო-კრემლის დეზინფორმაციისთვის და ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმეს, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ლევან ვასაძის კომენტართან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობაში აშშ-სა და სხვა ქვეყნების ელჩები დაადანაშაულა. „ვფიქრობ, ქართველები საკმაოდ ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ იცოდნენ, ვინ დგას ...

Read More »

კელი დეგნანი: კენკროვანი კულტურები საქართველოს სოფლის მეურნეობაში იმედის მომცემი სექტორია

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ საქართველოში კენკროვანი კულტურები იმედის მომცემი სექტორია. მისივე თქმით, USAID და ამერიკის საელჩო მხარს უჭერს მწარმოებლებს ახალი საშუალებების დანერგვასა და ხარისხის გაზრდაში. „კენკროვანი კულტურები საქართველოს სოფლის მეურნეობაში ძალიან იმედის მომცემი სექტორია. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საექსპორტო ღირებულებამ 4 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ზრდის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. USAID და ამერიკის საელჩო მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის განვითარებას, მხარს უჭერს ...

Read More »

რიკოთის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ყოველ დღე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო ...

Read More »

საწვავი გაძვირდა – ნავთობიმპორტიორთა კავშირი მცოცავი აქციზის შემოღების ინიციატივით გამოდის

საწვავი ისევ გაძვირდა – არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საშუალოდ 10, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე კი 7 თეთრით. ფასის მატების პარალელურად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ინიციატივით გამოდის. გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ ვითარების დასტაბილურება ეგრეთწოდებული მცოცავი აქციზის გადასახადის შემოღებით არის შესაძლებელი. „სამწუხაროდ ფასები კიდევ გაიზარდა და არც სამომავლო პროგნოზებია მაინცდამაინც პოზიტიური. ყველაზე კარგი სცენარითაც კი ფასების კლება არ განიხილება და კარგი იქნება თუ არსებული ნიშნული მაინც ...

Read More »

პრემიერი – როცა მოსახლეობის 95% წინააღმდეგია პროპაგანდისტული აღლუმის ჩატარების, ამას უნდა დავემორჩილოთ

ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ჩვენი ჯარის აღლუმია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რითაც 5-6 ივლისის მოვლენებს და ლგბტ პრაიდის გარშემო განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, მოსახლეობის 95% დემონსტრაციულად, პროპაგანდისტული აღლუმის ჩატარების წინააღმდეგია, ხოლო ხელისუფლება მათ გადაწყვეტილებას ემორჩილება. „ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ...

Read More »