Home » 2021 » July » 10

Daily Archives: July 10, 2021

ყარაბაღის გაკვეთილები საქართველოს ეკონომიკური „რეიუნიფიკაციისათვის“

ზურაბ გარაყანიძე – ეკონომიკის დოქტორი, სტუ-ს და ტაშკენტის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის პროფესორი შესავალი ტერმინი „რეიუნიფიკაცია“ თანამედროვე უსაფრთხოების თეორიაში გამოიყენება სახელმწიფოს არა მარტო დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის, არამედ საზოგადოების ერთიანობის აღდგენის აღსანიშნავად. უახლეს ისტორიაში ეს პროცესი ვიეტნამში, შემდეგ გერმანიაში, ხორვატიაში, ჩინეთში (ჰონკონგი, მაკაო) და ა. შ. განხორციელდა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მაგალითია აზერბაიჯანი, სადაც გასულ წელს ყარაბაღის ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ უნდა დაიწყოს საზოგადოების ...

Read More »

ნიდერლანდებში ორი კვირის წინ გახსნილი ღამის კლუბები ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო კვლავ დახურეს

ნიდერლანდებში ორი კვირის წინ გახსნილი ღამის კლუბები ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო კვლავ დახურეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა NOS-ი წერს. გამკაცრებული შეზღუდვები 10 ივლისიდან ამოქმედდა. 9 ივლისს დღიური შემთხვევების რიცხვმა 7000-ს მიაღწია, ბოლოს ასეთი მაჩვენებელი ნიდერლანდებში მაისის დასაწყისში ფიქსირდებოდა, ივნისის ბოლოს კი ის 1000-ს ჩამოსცდა. ჯანდაცვის სამინისტროში ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრ ზრდას ინდური შტამის გავრცელებას უკავშირებენ. imedinews.ge

Read More »

,,არავითარი სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენ არ გვჭირდება, პირიქით, ხალხი უნდა წამოვიდეს სოფლიდან“

,,10-ჯერ, ნაკლებიც რომ დარჩეს სოფლად, ვიდრე დღეს არის, ბევრად მდიდრები ვიქნებით. ეს გარდაუვალი პროცესია და ჩვენ ამ პროცესს ვაფერხებთ“- ამის შესახებ ,,გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა. რაქვიაშვილი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე სახელმწიფოს ზრუნვა არასწორია. ,,სახელმწიფო არ უნდა ავითარებდეს სოფლის მეურნეობას. პირიქით, ჩვენ პრობლემა გვაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სოფელში. ეს ...

Read More »

ციხისძირში ახალი დასასვენებელი სივრცე იხსნება

ციხისძირში მდებარე ყოფილი დასასვენებელი სახლის – შუქურას სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დასასვენებელი სივრცე დაათვალიერა. შუქურას სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილის ისტორიის, არქიტექტურისა და უნიკალური ლანდშაფტის შენარჩუნებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ეტაპობრივად გაიხსნება სასტუმრო და დასასვენებელი სივრცე. პროექტში 100 თანამშრომელია დასაქმებული და კომპანია, კიდევ 100 თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს.ციხისძირის პროექტის პარალელურად, აჭარა ჯგუფი, ძველი ბათუმის ისტორიულ ნაწილში ახალი სასტუმროს პროექტზე ...

Read More »

ოლიმპიადის გამარჯვებული 1 მილიონ ლარს მიიღებს

 მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “გიყურებთ რა თქვენ, ვრწმუნდები, რომ ჩვენ ვართ მართლაც ჩემპიონების ერი, ვართ პატარა ერი, მაგრამ გყვავს ამდენი ნიჭიერი, სასახელო სპორტსმენი. ეს არის დიდი წყალობა ერთ მხრივ და მეორე მხრივ, მთელი ერი შემოგცქერით თქვენ. მჯერა, თქვენ გამოხვალთ ჩვენი დროშის ...

Read More »

საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს

საშემოსავლო გადასახადი შესაძლოა განახევრდეს, ხელფასის გაცემა კი თვეში ორჯერ მოხდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა პარლამენტს მიმართა. კერძოდ, როგორც საკანონმდებლო ინიციატივაში ვკითხულობთ, დოკუმენტი შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საჭიროა კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს. მათ შორის, საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს, რომ საშემოსავლო გადასახადი არსებული 20%-ის ნაცვლად გახდეს ...

Read More »