Home » 2021 » July » 09

Daily Archives: July 9, 2021

ნათია თურნავა – გვაქვს კონკრეტული ფინანსური ბერკეტები და პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ციფრული ტრანსფორმაციისკენ

ციფრულ ტრანსფორმაციას დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს სამომავლო გეგმებში, რომლის მიხედვით, ძალიან ბევრ სფეროში ისევე, როგორც ზოგადად ქვეყანაში უნდა მოხდეს ციფრული ტრანსფორმაცია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ციფრული ტრანსფორმაციის” საქართველოს კონსორციუმის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს ციფრულ ტრანსფორმაციაში ძალიან აქტიურ დახმარებას უწევენ დონორები, რომელთა ხელშეწყობით ქვეყანაში არაერთი მსხვილი პროექტი ხორციელდება, მათ შორის „ლოგ ინ ჯორჯია”, ...

Read More »

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაცია: წამლებზე ფასის შემცირების რესურსი ყოველთვის არის

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის განმარტებით, ეროვნული ვალუტის გამყარება მედიკამენტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობას იძლევა. როგორც ირაკლი მარგველაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, წამლები საშუალოდ 10-15%-ით გაიაფდება. „ფასების შემცირების რესურსი ყოველთვის არის. ჯერ დავიწყოთ იმით რომ ეროვნული ვალუტა მყარდება. ერთ თვეზე მეტია ეს ტენდენცია გრძელდება, საბედნიეროდ. ეს კი კომპანიებს, რომლებიც ცოტა გრძელვადიანად უყურებენ პროცესებს, საშუალებას აძლევს, ენდონ ამ პროცესებს, არსებულ კურსს და დაიწყონ ფასების დაწევა. ...

Read More »

ვითიბისა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ვითიბისა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის მიცემას სტაჟირების პროგრამის საშუალებით და მათთვის ფინანსური სექტორის უკეთ გაცნობას. თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას ვითიბი ბანკში გაივლიან. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან. შერჩეული კანდიდატები ჩაერთვებიან 3 თვიან სტაჟირების პროგრამაში მათი პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით. „ვითიბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განათლებასთან დაკავშირებული ...

Read More »

„საკვები პროდუქტების ფასების შემცირება ძალიან კარგი სიახლეა, რადგან დღეს საქართველოში ინფლაციის ზრდაში ლომის წილი სწორედ საკვები პროდუქტების ფასების ზრდას მიუძღვის“

საკვები პროდუქტების ფასების შემცირება ძალიან კარგი სიახლეა, რადგან დღეს საქართველოში ინფლაციის ზრდაში ლომის წილი სწორედ საკვები პროდუქტების ფასების ზრდას მიუძღვის, – ამის შესახებ ევროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ზეთზე, მარცვლეულსა და რძეზე ფასები ბოლო 12 თვეში პირველად შემცირდა. „გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ...

Read More »

ლუკაშენკოს ბრძანებულებით, ბელარუსში უცხოური ვალუტის კონფისკაცია დასაშვები გახდა

ბელარუსში, 9 ივლისს, ძალაში შევიდა პრეზიდენტ ლუკაშენკოს ბრძანებულება, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს დააწესოს “დრაკონული” შეზღუდვები სავალუტო ოპერაციებზე. “ეკონომიკური უსაფრთხოების” კონცეფციის ფარგლებში, ქვეყნის ცენტრალურ ბანკს უფლება აქვს დააწესოს უცხოური ვალუტის შეძენაზე სრული აკრძალვა, დაადგინოს სავალუტო ოპერაციების მაქსიმალური მოცულობები, რაოდენობა და დრო ან მოითხოვოს ნებართვა ამ ოპერაციების განხორციელებისათვის. გარდა ამისა, ბელარუსის ცენტრალურ ბანკს შეეძლება იურიდიული პირების ანგარიშებიდან უცხოური ვალუტის დე ფაქტო ჩამორთმევა ...

Read More »

რუსული კოსმოსური ბუქსირი “ზევსი”, შესაძლოა, ლაზერული იარაღით აღიჭურვოს

რუსული კოსმოსური ბუქსირი “ზევსი”, შესაძლოა, ლაზერული იარაღით აღიჭურვოს, რომელსაც შესაძლებლობა ექნება მოწინააღმდეგის თანამგზავრები გამორთოს. ამის შესახე იუწყება RIA Novosti, “არსენალის საპროექტო ბიუროს” მასალებზე დაყრდნობით. ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ 2018-2019 წლებში ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევითი სამუშაოები, რომლის მიზანი იყო გაერკვია ბუქსირის შესაძლებლობა ელექტრომაგნიტური გამოსხივების დახმარებით გავლენა მოახდინოს რადიო-ელექტრონულ მართვის სისტემებზე, დაზვერვაზე, კომუნიკაციებსა და ნავიგაციაზე. მაისში სააგენტომ, ისლანდიური სამეცნიერო ცენტრის, “კელდიშის” მასალებზე დაყრდნობით, გაავრცელა ...

Read More »

საქართველოს რკინიგზის ოპერატორებმა ეფექტური მომსახურების ტრენინგი გაიარეს

საქართველოს რკინიგზის ფილიალ “მგზავრთა გადაყვანის” თანამშრომლებმა ერთთვიანი ტრენინგი გაიარეს. ქოლ ცენტრის ოპერატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112“-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს სასწავლო დაწესებულების ტრენერებმა გადაამზადეს. ეფექტური მომსახურება და კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები – ტრენინგი ამ საკითხებს დაეთმო. რკინიგზის თანამშრომლები მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს და კონფლიქტური სიტუაციების მართვის პრინციპებს გაეცნენ. სწავლების დასრულების შემდეგ, მათ სერტიფიკატები გადაეცათ.

Read More »

ლონდონში, „თიბისის“ მხარდაჭერით, საცხობების ქსელი „ანტრე“ გაიხსნა

საცხობების ქსელი „ანტრე“, „თიბისის“ მხარდაჭერით, ლონდონშია. ქსელის პირველი კაფე ბრიტანეთში, ნოთინგ ჰილ გეითის #138 -ში გაიხსნა. როგორც „თიბისის“ ინფორმაციაში აღნიშნული „ანტრე ლონდონი“ ქსელის საეთაშორისო გაფართოების ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ, მესამე ქალაქში გრძელდება. მათი ინფორმაციით, „ანტრეს“ ჯგუფმა ლონდონის პროექტის განვითარებაში 1.3 მილიონი ფუნტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრიტანულ ბაზარზე “ანტრეში” ევროპულ კერძებთან ერთად, უნიკალური ქართული სუფრის ელემენტებია ...

Read More »

ლიდერ კრედიტი მიკროსაფინანსო ბაზარს მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტი“, რომლის ძირითადი მიმართულება ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედიტებაა, ბაზარს მრავლფეროვან ფინანსურ პროდუქტს სთავაზობს. „ლიდერ კრედიტი“ ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედიტების გზით, მომხმარებელს შეუზღუდავ შესაძლებლობას აძლევს, მიაღწიოს წარმატებას პირადი თუ ბიზნეს განვითარების ნებისმიერ საფეხურზე. კომპანია თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და მარნეულში 26 ფილიალით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს სთავაზობს, როგორც ბიზნეს სესხებს, ისე სალომბარდე პროდუქტს, აგრო სესხებს, სამომხმარებლო და ...

Read More »

კომპანია „თაფლი ლეჩხუმიდან“ სოციალურ მეწარმეობას ავითარებს

Impact Hub Tbilisi-ს მიერ ორგანიზებული პროექტი Social Impact Award სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. Social Impact Award -ის მეშვეობით თიბისი ბიზნესი მხარს უჭერს ახალგაზრდებს, დამწყებ მეწარმეებს და ხელს უწყობს მათ გაძლიერებას რეგიონებში. Impact Hub Tbilisi-მა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე ...

Read More »