Home » 2021 » July » 08

Daily Archives: July 8, 2021

თურქეთის სახელმწიფო ბანკების რეზერვი ამოწურულია – რას გეგმავს მთავრობა?

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, თურქეთის მთავრობა სახელმწიფო ბანკებში კაპიტალის ხელახალ ინექციას გეგმავს. ამასთან, ბანკებს კონკრეტული გეგმაც სჭირდებთ, რათა უიმედო დავალიანების პრობლემა მოაგვარონ, რადგან კრედიტორებმა კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში ანკარისადმი მხარდაჭერის შემდეგ თავიანთი რესურსები ამოწურეს. „მაშინ, როცა კერძო კომპანიები უფრო კონსერვატიულები აღმოჩნდნენ, სახელმწიფო ბანკებმა გასულ წელს, თითქმის, გააორმაგეს კრედიტების გაცემა, რითიც 720 მლრდ დოლარის ეკონომიკურ ბრუნვას მხარი დაუჭირეს და ვარდნა შეაჩერეს,“ – წერს Reuters. ...

Read More »

სესხები თვითდასაქმებულებისთვის ვითიბისგან 

სესხები თვითდასაქმებულებისთვის ვითიბისგან – დღეიდან, ვითიბი, რეპეტიტორებს, ხელოსნებს, მძღოლებს, ძიძებსა და სხვა თვითდასაქმებულებს, რომელთაც ხელფასი არ უფისქირდებათ ბანკში, შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სპეციალურად მათ საჭიროებებზე მორგებული საკრედიტო პროდუქტები გამარტივებული პირობებით. თუ მომხმარებელი შემოსავლის დადასტურებას შეძლებს, მას სესხის აღების შესაძლებლობა იმავე წარმატებით შეუძლია, როგორც ამას ოფიციალურად დასაქმებული მსესხებლები ახერხებენ, თუ ისინი თავით  ყოველთვიურ შემოსავალს  ვითიბი ბანკის Visa Debit ბარათზე დააფიქსირებენ. ვიზა დებიტის ...

Read More »

თურნავა: ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 3,9 მლრდ ევროს დახმარება ძალიან დიდი ინვესტიციაა, რომელიც სტრატეგიულ დარგებს მოხმარდება

ევროკავშირმა საქართველოს დახმარების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – 3.9 მლრდ ევროს ოდენობის დახმარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ მთლიანი პაკეტის, რაც აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ქვეყნებისთვის არის გამოყოფილი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ოლივერ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ქვეყნებისთვის დახმარების პაკეტზე კომენტირებისას განაცხადა. აღნიშნული დახმარების პაკეტის შესახებ თბილისში, ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ...

Read More »

თურქეთი ყარაბაღში სოფლის მეურნეობის სექტორს ხელს შეუწყობს

თურქეთი ყარაბაღში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ ABC.AZ-ი წერს. მათი ცნობით, ორი ქვეყანა მოამზადებს სამოქმედო გეგმას და პროტოკოლს ყარაბაღში სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტს ხელი ამ წლის ბოლოს მოეწერება.

Read More »

გარე რეკლამების განთავსებაზე აუქციონის საწყისი ღირებულება 32 მლნ ლარია

ორი დღის წინ გამოცხადდა აუქციონი თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე. დაინტერესებულ პირებს 30 დღის განმავლობაში შეუძლიათ იმუშაონ ამ საკითხზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ კომპანიებს აუქციონში მონაწილეობისკენ მოუწოდა. მისი ინფორმაციით, საწყისი ღირებულება 32 მილიონი ლარია. „მე მოვუწოდებ მათ, რომ დაინტერესდნენ და მიიღონ მონაწილეობა. ჩვენც მზად ვართ, თუ არის მნიშვნელოვანი ...

Read More »

აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გაკეთდება

აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა. 1750 მეტრი სიგრძის ზიპლაინი ჩირუხის მთაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გაკეთდება, რაც შუახევში ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრს შექმნის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ზიპლაინის ზედა სადგური ჩირუხის იალებში 2400 მეტრზე, ხოლო ქვედა სადგური 2060 მეტრზე განთავსდება. არწივის ფორმის, 10 მეტრიანი ზედა სადგურიდან ზიპლაინით დაშვების გარდა ვიზიტორებს ჩირუხის ...

Read More »

უნგრეთმა ანტი-ლგბტ კანონის გაუქმებაზე უარი თქვა

უნგრეთის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ევროკომისიის მოწოდება ქვეყანაში მიღებული ახალი ანტი-ლგბტ კანონის გაუქმების შესახებ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. „ბრიუსელს სურს, რომ ჩვენ ლგბტ-აქტივისტები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში შევუშვათ, ჩვენ კი ამის გაკეთება არ გვსურს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა. ევროკავშირმა უკვე დაიწყო გამოძიება უნგრეთის წინააღმდეგ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ბრალდებით. სავარაუდოდ, უნგრეთის კონსერვატიული მოკავშირე – პოლონეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის მხრიდან მაქსიმალურ სასჯელს, რომელიც ბუდაპეშტისთვის ხმის უფლების დროებით ჩამორთმევას ითვალისწინებს. 15 ...

Read More »

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციისთვის 33,700 მლნ ლარი გამოიყოფა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ყველა თაობისთვის ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, არის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დეკორატიული ოთახების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრებისა და შენობის ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები. გარდა ამისა, დაგეგმილია საინჟინრო ქსელების მოწესრიგება, საყრდენი კედლის გამაგრება და საძირკვლის ...

Read More »

SOLO-ს მხარდაჭერით მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

SOLO-ს მხარდაჭერით მესტია საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მაათივე ცნობით, ეს იქნება პირველი მთის თემატიკის საერთაშორისო ფესტივალი მთიან საქართველოსა და კავკასიაში. ფესტივალი 15-19 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალი ერთმანეთში 2 საკონკურსო სექციას გააერთიანებს. ესაა: მოკლემეტრაჟიანი ფილმები და მთის თემატიკის ფილმები. საკონკურსო სექციების გარდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ფესტივალს სპეციალური სექცია ექნება. ასევე, ფესტივალზე ცალკე იქნება წარმოდგენილი კინოსტუდია „ქართულ ფილმი“, რომელიც ...

Read More »

ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრს ქმნის – ახალი ვალდებულება ბანკებს

ეროვნული ბანკი, საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი განხორციელებისა და სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ სავალდებულო ანგარიშგების მარტივად წარდგენის ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოებას საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ წესის პროექტს წარუდგენს. საკრედიტო რეესტრი მსოფლიო ბანკის სამუშაო ჯგუფთან კონსულტაციების საფუძველზე   შეიქმნა და ის მონაცემთა ბაზაა, რომელიც სესხის გამცემი ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის შესახებ მონაცემებს მოიცავს. ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად შემდეგი მონაცემები წარედგინება: მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები მომხმარებლის ...

Read More »