Home » 2021 » July » 02

Daily Archives: July 2, 2021

“თამბაქოს რეგულაცია უნდა გავრცელდეს გახურებად თამბაქოზე, ამ საკითხზე უკან დახევა არ იქნება”

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე წინააღმდეგია, რომ თამბაქოს ახალ ნაწარმს, რეალიზაციის დროს, ლიბერალიზაცია შეეხოს. როგორც მან “ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, თამბაქოს ახალი ნაწარმის რეალიზაციის გამარტივებაზე საკანონმდებლო წინადადება კონკრეტული ბიზნესის ინტერესებს ემსახურება. “ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება ახალი არ არის. ორწელიწად ნახევრის განმავლობაში, რაც “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ეფექტური კანონი ძალაში შევიდა, მას შემდეგ ცდილობენ, დაარღვიონ ამ კანონის ძირითადი არსი და ამას მიზანმიმართულად აკეთებენ. პირველად ეს ...

Read More »

ვითიბი ბანკი ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას და მათი წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის ახალ შესაძლებლობებსა და  პირობებს ქმნის, რათა მომავალში , ქართული ბიზნესი კიდევ უფრო გაძლიერდეს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მომხმარებლებზე ფიქრით და მათი სურვილების და მოთხოვნების სრულად გათვალისწინებით, ბანკმა გადაწყვიტა, მოკლე ვიდეო ისტორიების მეშვეობით,საზოგადოებას მოუყვეს თუ როგორ იქმნებოდა წარმატებული ქართული ბიზნეს დარგები, რათა უფრო ...

Read More »

„თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ – საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქცია ლიბერთისგან

ლიბერთი ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე საზაფხულო აქცია დაიწყო. “თქვენს გზავნილზე საჩუქარია” საზაფხულოკამპანიის ფარგლებში, ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით ყველაზემეტჯერ მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, საჩუქრად 10 000 ლარს მიიღებს. მთავარი პრიზის გარდა, კამპანიის ფარგლებში დაწესებულია სხვა საჩუქრებიც: 100 ლარის მოგების შანსი – ყოველდღე 100 „ჭკვიანი“ საათი ბრენდირებული საჩუქრები ყოველი მე-10 მომხმარებლისთვის საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ...

Read More »

1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 3 მლნ 635 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 4,171 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 3 მლნ 635 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 4,171 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში და უკრაინაში. 2020 წელს, ამავე პერიოდში, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 308 ტონას, ხოლო ღირებულება – 188 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და ...

Read More »

EBRD-მა თიბისი, ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა – EBRD, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მეშვიდედ მიიღო. თიბისი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა. აღნიშნული დაჯილდოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვაჭრობის დაფინანსების მნიშვნელობას, რომელმაც პანდემიის პირობებში, გადამწყვეტი როლი შეასრულა რეგიონული ვაჭრობის შენარჩუნებაში. პროგრამამ 2020 წელს რეკორდულ წლიურ მოცულობას ...

Read More »

ზაზა თაბაგარი – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესს ამარტივებს

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესის გამარტივების მიზნით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, განხორციელდა ცვლილებები, რომელიც 2021 წლის ივლისიდან ამოქმედდება. კონკრეტულად რას გულისხმობს ცვლილებები, რამ განაპირობა მისი საჭიროება და როგორია მოლოდინი მის შედეგებთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზაზა თაბაგარი ესაუბრა. ბატონო ზაზა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, შემოსავლების სამსახური გეგმავს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ადმინისტირირების პროცესის გაუმჯობესებას. კონკრეტულად რა იგულისხმება ...

Read More »

“თიბისი” კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

“თიბისი” კაპიტალმა მაკრო-სექტორული მიმოხილვის წარდგენას უმასპინძლა. “თიბისის“ ცნობით, შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. მათი ინფორმაციით, ასევე წარმოდგენილი იყო 2021-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით. „მიმოხილვის შემდეგ, საჯარო და კერძო სექტორის წარმომაგდენლების მონაწილეობით, პანელური დისკუსია ჩატარდა. ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ პუბლიკაციის წარდგენისთვის ონლაინ რეჟიმში ედევნებინათ თვალი. „თიბისი“ კაპიტალის ...

Read More »

წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ დასახელდა

29 ივნისს მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესრეიტინგის 21-ე საზეიმო ცერემონიალი გარდენ-ჰოლში ჩატარდა. ტრადიციულად, გალა საღამოზე წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდნენ. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ დასახელდა. ამავდროულად „სოკარმა“ გაიმარჯვა ნომინაციებში: გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია. აღსანიშნავია, რომ „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ 2006 წელს დაარსდა და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ...

Read More »

„თიბისი“ – პროგრამა სტარტაპერის მონაწილე „სამბრელა“ მობილურ თამაშებს მთელი მსოფლიოსთვის ქმნის

პროგრამა სტარტაპერის მონაწილე „სამბრელა“ მობილურ თამაშებს მთელი მსოფლიოსთვის ქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, “სამბრელა” 2019 წელს დაფუძნებული თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სტარტაპია. სტარტაპის მთავარი მიმართულება მობილური თამაშების განვითარებაა. კომპანიას ოთხი, განსხვავებული პროფესიული გამოცდილების დამფუძნებელი ჰყავს, რომლებიც სტარტაპის სხვადასხვა მიმართულებას უძღვებიან. „სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ დიდებულიძე ხაზს უსვამს „სამბრელას“ მიერ შექმნილი თამაშების სპეციფიკას, რომელიც სტარტაპის შექმნისთანავე განისაზღვრა. „კომპანიის დაფუძნების ...

Read More »

საქსტატი – ივნისში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 47.1%-ით, ზეთი გაძვირდა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 9.9 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, ივნისში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 47.1 პროცენტით ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა. 16.6 პროცენტით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული, 13.7 პროცენტით არის ფასები მომატებული ტკბილეულზე. ტკბილეული 11.1 პროცენტით, ხოლო რძე, ყველი და კვერცხი 10.6 პროცენტით გაძვირდა. პურსა და პურპროდუქტებზე ფასებმა ...

Read More »