Home » 2021 » July » 01

Daily Archives: July 1, 2021

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. საქართველოში ვირტუალურ ფორმატში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორკვირიანმა მისიამ, რომელიც სსფ-ის IV მუხლის დებულების მიხედვით,   კონსულტაციების ფორმით ხორციელდება. შეხვედრის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება. აღნიშნულ ფორმატში მისიის წევრები შეხვდნენ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს.  შეხვედრას, ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები, საბიუჯეტო და ...

Read More »

კობა გვენეტაძემ საერთაშორისო ფორუმზე ფინანსური ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

1-ელ ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC), საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ფორუმს დაესწრო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელიც ასტანის ფინანსური დღეების ნაწილია, COVID-19-ის პანდემიისა და ფინანსური ინკლუზიურობის საკითხების განხილვას დაეთმო. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, პანელური დისკუსიის ფარგლებში, ფინანსური ინკლუზიურობის ხელშესაწყობად ინოვაციური გადაწყვეტილებების, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და ...

Read More »

ხორცის წარმოების ზრდა 5 წელიწადშიც შესაძლებელია და მას 10 წელი არ სჭირდება – ბექა გონაშვილი

ხორცის წარმოების ზრდა 5 წელიწადშიც შესაძლებელია და მას 10 წელი არ სჭირდება – ამის შესახებ ფერმერმა ბექა გონაშვილმა პროგრამის – „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, სწორი პოლიტიკით შესაძლებელია, რომ ხორცის წარმოების ზრდა უმოკლეს დროში მოხდეს. „მე მიმაჩნია, რომ ხორცის წარმოების გაორმაგება შესაძლებელია არა 10 წელიწადში, არამედ 5 წელიწადშიც, რადგან ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, რომ სხვადასხვა ...

Read More »

ჩვენ არ მივიღებთ გაკვეთილებს მათგან, ვინც ფიქრობს, უფლება აქვთ დაგვარიგოს – სი ძინპინი

“ჩინეთი სხვა ქვეყნებზე ზეწოლას არ ახორციელებს”, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან 100 წლის გასვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას სი ძინპინმა ჩინეთში კომუნისტური პარტიის მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა. „მხოლოდ სოციალიზმს შეუძლია ჩინეთის გადარჩენა და მხოლოდ სოციალიზმით შეძლებს ჩინეთი განვითარებას მომავალში. ჩვენ არავის მივცემთ ჩინეთზე ზეწოლის უფლებას. ჩვენ არ მივიღებთ გაკვეთილებს, მათგან, ...

Read More »

„საქსტატი“ – 2020 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას 25 საწარმო ახორციელებდა

2020 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას 25 საწარმო ახორციელებდა, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 229.2 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, სტატისტიკის 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.57 მილიონი ადამიანი (68.9 %), რაც 2.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. „2020 ...

Read More »

ეკონომიკა პოლიტიკით დატვირთული არ უნდა იყოს – დავით სონღულაშვილი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ “ეკონომიკა პოლიტიკით დატვირთული არ უნდა იყოს”. როგორც მან “საქმიან დილაში” საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთიანი ხედვა უნდა არსებობდეს. “ქვეყნის ეკონომიკის ზრდა თითოეული ჩვენგანის ინტერესშია. ხედვა უნდა არსებობდეს იმისა, ქვეყანა რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს და სხვა ქვეყნებთან მიმართებით კონკურენტუნარიანი როგორ უნდა გახდეს. დღეს ეკონომიკური ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ...

Read More »

სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება დღეიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარამდე იზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დღეიდან, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე იზრდება. დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. გარდა ამისა, იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. აღნიშნული გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე: საავტომობილო საწვავის ბაზარზე, იმპორტის დონეზე, ეკონომიკური აგენტების რიცხვი გაზრდილია

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე მონიტორინგების ფარგლებში მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე, იმპორტის დონეზე, ეკონომიკური აგენტების რიცხვი გაზრდილია. 2020 წლის მონაცემებით, ბაზარზე 50-მდე იმპორტიორი კომპანიაა და ბაზარი დაბალკონცენტრირებულია. საცალო ბაზარზე მზარდია მცირე ქსელების რიცხვი. “2020 წლის მონაცემებით, საცალო ბაზარზე მოქმედი ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი შეადგენს 56.5%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 43.5%-ის ფარგლებშია. ერთი და ...

Read More »

სემეკი-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, ივლისში მომხმარებლები ელექტროენერგიის ორ ქვითარს მიიღებენ

სემეკი-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის სალომე ჯანელიძის განცხადებით, ივლისის თვეში მომხმარებლები ელექტროენერგიის ორ ქვითარს მიიღებენ. როგორც მან „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა, მომხმარებლები ერთ ქვითარს მიიღებენ კომპანია „თელასისგან“ 1 ივლისამდე დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის, ხოლო მეორეს – „თელმიკოსგან“, 1-ელი ივლისის შემდეგ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს. მისივე თქმით, ივნისის დავალიანება მომხმარებლებმა „თელასს“ უნდა გადაუხადონ, ხოლო უკვე ივლისის თვის დავალიანება დაფაროს „თელმიკოსთან“. „ყველა მომხმარებელს უნდა ესმოდეს, რომ მათ ...

Read More »

ევროპის საინვესტიციო ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის საქართველოს 106.7 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკავშირის ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს, რომლითაც ავტომაგისტრალი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე გაგრძელდება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ინვესტიცია გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას იმ საავტომობილო გზის 388 კმ სიგრძის მონაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან საგზაო არტერიას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მათივე ცნობით, ევროკავშირის ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ძირითადი დარგებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ზომების მხარდასაჭერად უკვე დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია ...

Read More »