Home » 2021 » July

Monthly Archives: July 2021

სომხეთის მთავრობამ, ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, 500 ჰექტარი მიწა BOO ხელშეკრულების პრინციპით გადასცა განახლებადი რესურსების არაბულ კომპანიას

სომხეთის მთავრობამ, ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, 500 ჰექტარი მიწა BOO ხელშეკრულების პრინციპით გადასცა განახლებადი რესურსების არაბულ კომპანიას, რომელიც სომხეთის ცენტრალურ ნაწილში, თალინისა და დაშტადემის სოფლებში 200 მგვტ სიმძლავრის პირველ მზის ელექტრო სადგურს ააშენებს. არაბული კომპანია Masdar-ი სომხეთში, 174 მლნ$-ის ინვესტიციას განახორციელებს და 2025 წლის ბოლომდე, დაასრულებს აღნიშნულ პროექტს. სომხეთის მთავრობისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეთანხმების საფუძველზე, პროექტის 85% წილის მფლობელი იქნება ...

Read More »

ღარიბაშვილი სტუდენტებს – ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას

ჩვენ, ყველანი ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, რჩება, იღებს გამოცდილებას, მაგრამ ჩვენ, ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ახალგაზრდა წავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია. „ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და ...

Read More »

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების – „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით. კერძოდ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დასახელებული ტელეარხების მოთხოვნაა 1-ლი აგვისტოდან ...

Read More »

სები: ივნისში ლარი დოლარის მიმართ 6.5%-ით, ხოლო ევროს მიმართ 7.2%-ით გამყარდა

ივნისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.3813-დან 3.1616-მდე, ანუ 6.5 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 4.1070-დან 3.8111-მდე, ანუ 7.2 პროცენტით გამყარდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.1603 და 3.7608 შეადგინა, შესაბამისად. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „ივნისში ლარი დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.2688, ხოლო მინიმალურმა ...

Read More »

„თუ რუსეთის და ბელარუსის უსაფრთხოებისთვის საჭირო იქნება, აქ რუსეთის მთელი შეიარაღებული ძალები შემოვლენ”

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დღეს ამის საჭიროება არ დგას, თუმცა უსაფრთხოებისთვის აუცილებლობის შემთხვევაში, ბელარუსში რუსეთის ყველა შეიარაღებული ძალა ყველა ტიპის იარაღით შევა. როგორც ბელარუსული სახელისუფლებო არხი БЕЛТА იუწყება, ამის შესახებ ლუკაშენკომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტუალური საკითხების თაობაზე შეხვედრაზე განაცხადა. მისი განმარტებით, დასავლეთში ძალიან არიან შეშფოთებულები რუსეთ-ბელარუსის წვრთნებით, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი. „სულ მინიმუმ, ამის მოსმენა სასაცილოა. რამდენი წვრთნა ჩაატარეს მათ ჩვენს საზღვრებთან? ისინი ...

Read More »

თეა გოდოლაძე მისაბაძ მაგალითად რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს ასახელებს

„სომხეთის ქსელი დახურულია, აზერბაიჯანის ქსელი დახურულია, რუსეთის ქსელი დახურულია. თურქეთის ქსელი დახურულია“, – ამის შესახებ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ საინფორმაციო სააგენტო „აიპრესთან“ საუბრისას აღნიშნა. საუბარში, რომლის სრული აუდიოჩანაწერიც „აიპრესმა“ დღეს გამოაქვეყნა, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არის საქართველოში სეისმური მონაცემების გარკვეული ნაწილი ხელმიუწვდომელი, გოდოლაძე პასუხობს, რომ ამგვარი პრაქტიკა არსებობს რუსეთში, ...

Read More »

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Middle East Airlines შემოდის

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Middle East Airlines შემოდის / Middle East Airlines to enter Georgian Aviation Market მიმდინარე წელს, საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კიდევ ერთი ახალი  ავიაკომპანია იწყებს. ლიბანური ავიაგადამყვანი Middle East Airlines (MEA) მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ბეირუთი – თბილისი – ბეირუთის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის ...

Read More »

„ქართულმა ოცნებამ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები დაასახელა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები დაასახელა. რუსთავი – ნინო ლაცაბიძე გარდაბანი – დავით კარგარეთელი მარნეული – კენან ომაროვი ბოლნისი – დავით შერაზადიშვილი დმანისი – კობა მურადაშვილი წალკა – ილია საბაძე თეთრიწყარო – გიორგი წიკლაური თელავი – ლევან ანდრიაშვილი ახმეტა – ალექსი ფიცხელაური ყვარელი – გივი ზაუტაშვილი ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი გურჯაანი – ზურაბ უტიაშვილი საგარეჯო – ...

Read More »

პაატა ბაირახტარი: არსებობს საგარეო დახმარებების შეჩერების რისკი

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ რაც მოხდა, არის უპრეცედენტო მიდგომა ევროპის და ზოგადად, დასავლეთის მიმართ. მისი განმარტებით, დიპლომატიურ ენაზე ეს არის უპრეცენდენტო უპატივცემულობა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში ამას ექნება კონკრეტული შედეგები, თუმცა, საინვესტიციო მიმართულებით რამდენად ხელშესახები იქნება, ძნელი სათქმელია, რადგან ქვეყნის საინვესტიციო გარემო ისედაც მძიმეა. „თუ შევხედავთ ბოლო  5 წელს, ...

Read More »

ოთარ ანგურიძე: საქართველოს ეკონომიკა, მიუხედავად პანდემიური ფონის გაუარესებისა და პოლიტიკური სპეკულაციებისა, უმჯობესდება

“უკვე სამი თვეა საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად ეტყობა გაუმჯობესება, რასაც ეკონომიკური ზრდის შეფასება მაჩვენებლებიც ამყარებს. ივნისის თვეში რეალური ზრდა 18.7% დაფიქსირდა. ხოლო პირველი 6 თვის ზრდის ტემპმა 12.7% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-ივნისის ზრდის ტემპი მოსალოდნელზე მაღალია. სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 7.7%-ს შეადგენს. განსაკუთრებით ხაზგასმას იმსახურებს ის ფაქტი, რომ 2021 წლის ივნისის თვის მაჩვენებელი არა მხოლოდ 2020 წლის ანალოგიურ ...

Read More »