Home » 2021 » June » 30

Daily Archives: June 30, 2021

1 ივლისიდან თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია იცვლება

1 ივლისიდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას განახორციელებს – თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია – „თელმიკო“. აღნიშნული კომპანია აბონენტებს „თელასის“ ნაცვლად მოემსახურება. „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად ხდება „თელმიკოს“ აბონენტი. ელექტრომიმწოდებელი კომპანიის ცვლილება განპირობებულია, ენერგო სექტორის მასშტაბური რეფორმით, რომლის ფარგლებშიც, საქართველო, ენერგეტიკული ბაზრის ევროპულ მოდელზე გადადის. აღნიშნული ცვლილება  მოსახლეობას არანაირ სირთულეს არ შეუქმნის. მოსახლეობამ, მხოლოდ ის  უნდა გაითვალისწინოს, რომ ივლისის თვეში მომხმარებელი მიიღებს 2 ...

Read More »

“ავერსის” მორიგი წარმატება “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნესრეიტინგის 21-ე დაჯილდოებაზე

“ავერსი” როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძლიერი კომპანია, ნაციონალური ბიზნესრეიტინგების მუდმივი მონაწილე და გამარჯვებულია. ორი წლის წინ მას „ჯორჯიან თაიმსის“ და “გორბის” ბიზნესრეიტინგის მთავარი  პრიზი – ბიზნესის ეროვნული ჯილდო – გადაეცა. მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” მიერ ორგანიზებული ბიზნესრეიტინგის XXI საზეიმო დაჯილდოება 29 ივნისს გაიმართა “გარდენ ჰოლში”. ღონისძიებაზე 2020-2021 წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები დაასახელეს. ბიზნესმენებს შორის საუკეთესოები თავად ბიზნესმენებმა აირჩიეს, წლის ...

Read More »

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით 23.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით -23.9 მლრდ. აშშ დოლარი (-81.6 მლრდ. ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -150.5 პროცენტია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.0 მლრდ. აშშ დოლარით გაუმჯობესდა. „2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.2 მლრდ. აშშ დოლარია (38.1 მლრდ. ლარი), რაც წინა ...

Read More »

ნათია თურნავა – ეკონომიკის აღდგენის პროცესი აღმავალი ტემპით მიმდინარეობს

მარტიდან მოყოლებული ეკონომიკის აღდგენის პროცესი აღმავალი ტემპით მიმდინარეობს და ამას მოწმობს მაისის მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელმაც 25,8% შეადგინა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის მიერ მაისის ეკონომიკური ზრდის მონაცემების გამოქვეყნების შეფასებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ბოლო თვეებია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მართლაც უპრეცედენტო ორნიშნა ზრდა გვიფიქსრდება. „ამ ზრდის ძირითადი მამოძრავებელი პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიაში არსებული პოზიტიური დინამიკაა. თუმცა, ძირითადი მაინც ტურიზმი, ...

Read More »

“თიბისი” ბიზნესის და “გაუს” სტარტაპ კურსის გამარჯვებულები ცნობილია

“თიბისი” ბიზნესის ორგანიზებით, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სტარტაპის განვითარების კურსი დასრულდა და გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. „თიბისის“ ცნობით, გამარჯვებული გუნდის წევრები – ილია დანელია, ელდარ ჯიქია, დავით ბუჩუკური GAU-ს ბიზნესის სკოლის I კურსის სტუდენტები არიან. მათი ინფორმაციით, ისინი მათთვის სასურველი მიმართულებით „თიბისიში“ 6 თვიან სტაჟირებას გაივლიან. „8 კვირიანი სასწავლო კურსი სტარტაპის განვითარების საწყის ფაზას შეეხებოდა – იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე. კურსის ...

Read More »

„ვითიბი ბანკსა“ და შვეიცარიულ ფონდ BPN შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა

„ვითიბი ბანკსა“ და შვეიცარიულ ფონდ BPN-ს შორის, პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ბიზნეს კურსების დაფინანსებას ითვალისწინებს. კერძოდ, ბიზნეს ადმინისტრირების და დაგეგმარების შესწავლას. კურსის ხანგრძლივობა 3 წელია და იგი სრულად დაფინანსდება „ვითიბი ბანკის“ და BPN -ის მიერ,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს. მათივე ცნობით, „ვითიბი“, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას. ინფორმაციაში ...

Read More »

1-ელი ივლისიდან საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 30 ივნისს, მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების 43-ე ვირტუალურ მინისტერიალში. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ალბანეთის თავმჯდომარეობის დროს, კორონავირუსის პერიოდში ალბანეთის ორგანიზებით გამართული ღონისძიებები. მინისტრმა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს გააცნო საქართველოში ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზომები და ეკონომიკური ზრდის გააქტიურების კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგები. დავით ზალკალიანმა კოლეგებს გაუზიარა ქართული ...

Read More »

„დედაენის ბაღის“ განახლებული სივრცე მომავალს თანამედროვე ხედვის კონცეფციით ხვდება

170-წლიანი ისტორიის მქონე მშრალი ხიდი და დედაენის ბაღი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, სრულიად ახალი ხედვის კონცეფციითა მოწყობილი და განსაკუთრებულად მშვიდ და კომფორტულ დასვენებას სთავაზობს ნებისმიერი ასაკის ვიზიტორს. 170 წლის წინ, 1851 წელს დასრულდა დღევანდელი მშრალი ხიდის მშენებლობა, რომელმაც ახლანდელი ათონელის ქუჩა ზაარბრიუკენის მოედანს დააკავშირა და ეს ტერიტორია დედაქალაქის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი გახდა. ბაღის ძველი იერსახის შენარჩუნების ...

Read More »

„საქართველოს რკინიგზა“ რეისებს ამატებს და განრიგს ცვლის

1-ელი ივლისიდან, კომენდანტის საათის გაუქმებისთანავე, საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ რეისს ყოველდღიურად შეასრულებს. კერძოდ, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დღეში სამი რეისი იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „კომენდანტის საათის“ გაუქმების გამო, განრიგი სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებზეც იცვლება. აქვე შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი ...

Read More »

1-22 ივლისს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

1-22 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან ...

Read More »