Home » 2021 » June » 29 (page 2)

Daily Archives: June 29, 2021

1 ივლისიდან Wizz Air-ის ბაზა ქუთაისში ბრუნდება

1 ივლისიდან Wizz Air-ის ბაზა ქუთაისში ბრუნდება. ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 6 მიმართულებით შეასრულებს: მილანი პრაღა ათენი სალონიკი ლარნაკა მემინგენი პირველ ეტაპზე, ეპიდსიტუაციიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან კი ...

Read More »

„ვითიბი ბანკი“ აგრო ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს

„ვითიბი ბანკი” ინტენსიურად ავითარებს თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებთან და კომპანიებთან, რითიც ხელს უწყობს ფერმერული მეურნეობების ზრდასა და განვითარებას. ამის შესახებ ნათქვამია „ვითიბი ბანკის“ ინფორმაციაში. მათი ინფორმაციით, „ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში შპს „ჩერი.ჯე“-მ გორის სოფელ მეჯვრისხევში 10 ჰა ინტენსიური ტიპის ბლის ბაღი გააშენა, ბაღში იტალიური ჯიშის ნერგები გაშენდა. როგორც ბანკში აღნიშნავენ, წლის ბოლომდე მოხდება ბაღში ...

Read More »

სურსათის სააგენტო – ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციაში მცენარეული პროდუქტის იმპორტზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს

ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციაში მცენარეული პროდუქტის იმპორტზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. სეს-ის განმარტებით, დღეის მონაცემებით, საქართველოდან შეუფერხებლად ხორციელდება ატმის, ვაშლატამასა და ლურჯი მოცვის ექსპორტი. „აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციაში პესტიციდების გამოყენების რეგლამენტის დაცვისა და პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა. ახალი რეგულაცია მოქმედებს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში. იმპორტირებული ...

Read More »

სამუშაო დღე 8 საათზე უნდა დაიწყოს და 16 საათზე დამთავრდეს — შოთა ბურჯანაძე

“რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი” შოთა ბურჯანაძე გამოდის ინიციატივით, სამუშაო დღე ქვეყნის მასშტაბით 8 საათზე დაიწყოს და 16 საათზე დამთავრდეს. ამის შესახებ ბურჯანაძემ მედიაცენტრ “მთავარში” დღეს, 28 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ თუ სამუშაო დღე 18:00/19:00 საათის ნაცვლად 16:00 საათზე დასრულდება, ადამიანებს მეტი დრო ექნებათ საკუთარი თავისთვის და ეკონომიკაშიც მეტი თანხა ჩაბრუნდება: “უმნიშვნელოვანესია, რომ 8 საათზე იწყებოდეს ყველა ის სამსახური, ...

Read More »

მარიამ ქვრივიშვილი: ვმუშაობთ, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან

ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ ავიაკომპანია „ვიზეართან“. ჩვენ ხელს შევუწყობთ ავიაკომპანიას, რათა გააძლიეროს წარმომადგენლობა ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში და გვქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან. ამით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ისევე როგორც ტურისტები უფრო კომფორტულად შეძლებენ, იმოგზაურონ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანია „ვიზეარის“ კომერციულ დირექტორთან ჯორჯ მიხალოპულოსთან და ამავე კომპანიის აეროპორტების განვითარების მენეჯერთან ...

Read More »

ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაასრულებს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტი, რომლის ღირებულება 6.5 მილიონი ლარია, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს სტადიონის ხელოვნურსაფარიანი მოედნის, ორი ათას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, სპორტული განათების, დამხმარე ნაგებობების, სარწყავი სისტემის, საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობასა და სხვა აუცილებელი სამუშაოების ...

Read More »

თემურ ჭყონია: ანტიკორუფციული სააგენტო საჭიროა, “ქართულ ჯიგრულ პონტში” რომ არაფერი გაკეთდეს

„ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა თუნდაც იმიტომაა საჭირო, რომ ქართულ ჯიგრულ პონტში არაფერი გაკეთდეს“, – ასე აფასებს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია ფრაქცია „ლელოს“ ინიციატივას ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ. ბიზნესმენი აცხადებს, რომ კორუფციის პრობლემა მეტ-ნაკლებად ყველა სახელმწიფოშია და გამონაკლისი არც საქართველოა. მისი თქმით, კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის წევრებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ ინიციატორებს, რადგან ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა საზოგადოებრივი გადაწყვეტილებაა. “ნუ მივაქცევთ ...

Read More »

გამოცემა fDi Magazine საქართველოში ტურიზმის განვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს

საქართველო ფსონს ტურიზმის მდგრად განვითარებაზე დებს, – ამ სათაურით აქვეყნებს ეკონომიკური გამოცემა Financial Times-ის ჟურნალი fDi Magazine ვრცელ სტატიას. გამოცემა მკითველს საქართველოს ეკონომიკის შესახებ ვრცელ მიმოხილვას სთავაზობს, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა ტურიზმია. „ტურიზმი საქართველოში რთული გასაყიდი არ არის. მართალია, ეს ქვეყანა მცირე ზომისაა, მაგრამ ის ამაყობს იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ადგილებით, შავი ზღვის სანაპიროთი, ჯადოსნური კავკასიონის მთებით, მრავალფეროვანი ბუნებით, რვაათასწლოვანი ღვინის დამზადების ტრადიციითა ...

Read More »