Home » 2021 » June » 28

Daily Archives: June 28, 2021

ხაზარაძე ღარიბაშვილს – გამოდიხართ და საუბრობთ 10-წლიან გეგმაზე, ვერ დაგიჯერებთ, კომუნისტებიც კი 5-წლიან გეგმას ამტკიცებდნენ

მე თქვენი გამოსვლა ყურადღებით მოვისმინე. ასევე, გავეცანი მთავრობის ანგარიშს. ერთი კითხვა გამიჩნდა, ვისი ანგარიშია? ეს არის პრემიერ გახარიას ანგარიში, რომელსაც თქვენმა პარტიამ მოღალატე უწოდა და რომელმაც სამი თვის წინ დატოვა თანამდებობა და თქვა, რომ სისტემაში კორუფცია და ნეპოტიზმია?- ასე მიმართა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რიგგარეშე სესიაზე პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში არის „გაშვებული შესაძლებლობების ანგარიში“. „იზიარებთ თუ არა თქვენ იმ მდგომარეობას, რაზეც გახარიამ ...

Read More »

ვახტანგ მეგრელიშვილი ციხე-სიმაგრეების პრივატიზების იდეით გამოდის

ოპოზიციონერი დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი ციხე-სიმაგრეების პრივატიზების იდეით გამოდის. “ციხე-სიმაგრეები, რომელიც მთელ საქართველოში ინგრევა და კაციშვილი პატრონი არ ჰაყვს, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც შეიძლება ყოფილიყო ცხოვრების სიამოვნება ამ ქონების მიხედვა და გაცოცხლება, ისევე როგორც ნებისმიერი იმ სიმდიდრის, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. მისვე თქმით, დადგა დრო, საქართველოს მოქალაქებმა იცოდნენ, რომ სინამდვილეში ისინი არიან ძალიან მდიდრები. “დადგა დრო, საქართველოს ...

Read More »

ვახტანგ მეგრელიშვილი: საქართველოს მოქალაქეები სინამდვილეში ძალიან მდიდრები არიან

“დადგა დრო, საქართველოს მოქალაქებმა იცოდნენ, რომ სინამდვილეში ისინი არიან ძალიან მდიდრები“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში სესიაზე განაცხადა. “პრივატიზაციის ტემპი არასაკმარისია. შემდეგი წლიდან პრემიერი 300 მილიონის პრივატიზაციის გაკეთებას გეგმავს, რაც ძალიან სწორია. რისი საკუთრება გვაქვს აკრძალული – სია საკმაოდ გრძელია და რამდენიმეს გეტყვით, ჩვენ აკრძალული გვაქვს წიაღისეულის პრივატიზაცია, ანუ ჩვენი მოქალაქეები ვერასოდეს ვერ იქნებიან საქართველოში არსებული სიმდიდრის მესაკუთრეები, ...

Read More »

„ენერგეტიკულმა ბირჟამ არ უნდა დაუშვას რომელიმე მონაწილის პრივილეგირებული მდგომარეობა“ – გიორგი კაპანაძე

„ენერგეტიკულმა ბირჟამ არ უნდა დაუშვას რომელიმე მონაწილის პრივილეგირებული მდგომარეობა“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ  განაცხადა. მისი თქმით, მართებულადაა განსაზღვრული ენერგეტიკული ბირჟის მისია და მათ ვებგვერდზეც ოფიციალურადაა მითითებული, რომ ბირჟამ უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის ბაზარზე გამჭვირვალე და კონკურენტული გარემო და ბაზარს სწორი საფასო სიგნალები მიაწოდოს. „ბირჟის მისია სწორად და სავსებით მართებულად არის განსაზღვრული,  მაგრამ არ ვარ ...

Read More »

ქართულ-ევროპული რესტორანი „ბოტანია“ თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბრენდის განვითარებას გეგმავს

“ბოტანია” ახალი ქართულ-ევროპული რესტორანია, რომლის დამფუძნებლებიც ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, ყველასთვის ნაცნობ სარესტორნო კონცეფციას ახალ, ამბიციურ მასშტაბში განიხილავენ. “ბოტანიას” შექმნა ამ ბიზნესისაგან შორს მდგომი, საბანკო სფეროში გამოცდილების მქონე მეგობრების ერთობლივი იდეა იყო. გამოცდილების ნაკლებობას ხელი არ შეუშლია დამფუძნებლებისთვის, რომ თავიდანვე ამბიციურ იდეას შეჭიდებოდნენ, პირიქით, ამ სფეროში ახალბედობა უსარგებლო შიშისაგან ათავისუფლებდათ: “მიზნად დავისახეთ ისეთი ბრენდის შექმნა, რომლის მთავარი იდეაც ადამიანის, მისთვის ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: რეგიონში ახალ გამოწვევებს ფეხი უნდა ავუწყოთ და შესაძლებლობებად ვაქციოთ

„რეგიონში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებასა და გამოწვევებს ფეხი უნდა ავუწყოთ და შესაძლებლობებად ვაქციოთ“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ქვეყანა უსერიოზულესი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების გარდამტეხ ეტაპზე დგას. „რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: საკმარისია აღინიშნოს ყარაბაღში მომხდარი მოვლენები, მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც გამოწვეული იქნება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით და ეს პროექტები აუცილებლად დაიწყება. მე არაერთი მრავალმილიონიანი ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე ეკონომიკისთვის მთავარ რისკებად მაღალ საბიუჯეტო დეფიციტს და მაღალ სამთავრობო ვალს ასახელებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეკონომიკისთვის მთავარ რისკებად მაღალ დეფიციტსა და მაღალ სამთავრობო ვალს ასახელებს. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შეფასებისას, განაცხადა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ბიუჯეტის მესამე საბოლოო პროექტის (რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა წინა ორისგან) განხილვისას საუბრობდა ამ რისკების შესახებ. „ვამბობდი რომ ეს ფისკალურ და მონეტარულ რისკებს გამოიწვევდა. სამწუხაროდ მართალი აღმოვჩნდი. ...

Read More »

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18-ჯერ გაიზარდა

2021 წლის 1-ელი მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 1,636 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1,433 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 18-ჯერ აღემატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორცილებული ექსპორტს, რომლის ღირებულებაც 73 ათასი აშშ დოლარი იყო. აღნიშნულ პერიოდში, ...

Read More »

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 28 ივნისის საჯარო სხდომაზე იმსჯელა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის – შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი“ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირებაზე. კორექტირებული ტარიფები ძალაში შევა პირველი ივლისიდან და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შპს „გასკო +“ ოპერირებს ქალაქ სენაკში ...

Read More »

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ მედიცინის სფეროს ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვა

25 ივნისს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ რუსთაველის თეატრში მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის წვეულება გამართა. ღონისძიებაზე დააჯილდოეს ღვაწლმოსილი ექიმები, მათ შორის – ისინიც, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლაში. ლიგის ისტორიაში პირველად ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების დანერგვისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა “ავერსის” დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს. ღონისძიების შესახებ მის ორგანიზატორს, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ვიცე-პრეზიდენტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ექიმ-ალერგოლოგ მარიამ ბეზარაშვილს ვესაუბრეთ: – ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა შვიდი ...

Read More »