Home » 2021 » June » 26

Daily Archives: June 26, 2021

პრემიერი: KTW ჯგუფს ჩამოერთვა მიწა და ₾1.8 მლნ-ით დაჯარიმდა

ანა წითლიძის კითქვას კონტრაქტის შესრულებასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრი პასუხობს, რომ KTW ჯგუფს ჩამოერთვა მიწა და და დაჯარიმდა 1.8 მლნ ლარით. “ამ ეტაპზე სახელმწიფოსა და KTW-ს შორის მიმდინარეობს დავა დამატებითი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.”–აღნიშნავს, ღარიბაშვილი. შეგახსენებთ, “კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთი-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანია 2001 წელს დაფუძნდა, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – წამლებზე გაზრდილ ფასს დროული რეაგირება სჭირდება

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იზიარებს საქსტატის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც წამლების ფასები 10%-ით არის გაზრდილი. “წამლების პრობლემაა, მე სრულად ვიზიარებ და ეს საკითხი შესასწავლია. ამას სჭირდება ძალიან დროული რეაგირება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა აღნიშნა, რომ კონკურენციის სააგენტო ამ თემით უკვე დაინტერესებულია და პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. “ჩვენ გვქონდა საუბარი ამის თაობაზე. ვიცი, რომ კონკურენციის სააგენტო აღნიშნული თემით დაინტერესებულია. გპირდებით, ამ პროცესს ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – გაიცა 150 მლნ ლარზე მეტი აგროკრედიტი და აგროლიზინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გაიცა 150 მლნ ლარზე მეტი აგროკრედიტი და აგროლიზინგი, რომლითაც მოსახლეობამ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა. ამასთან, როგორც დავითაშვილმა განაცხადა, ყოველ წელს, 2000 ახალი ტექნიკა რეგისტრირდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „მოსახლეობისთვის ნათელი უნდა იყოს, თუ რა ხდება დღეს მექანიზაციისა და სასოფლო-სამეურნეო უზრუნველყოფის კუთხით და რა ხდებოდა ჩვენს ხელისუფლებამდე, 2012 ...

Read More »

ჯანმო-ს ხელმძღვანელი – მდიდარი ქვეყნები ცრიან ახალგაზრდებს, ღარიბ ქვეყნებში კი ვაქცინების დოზები არ აქვთ – მოგვეცით ვაქცინები, მსოფლიო მარცხდება

მდიდარი ქვეყნები ცრიან ახალგაზრდებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არ არიან, ხოლო ღარიბ ქვეყნებში ვაქცინების დოზები არ აქვთ, ჩვენი მსოფლიო მარცხდება, როგორც გლობალური საზოგადოება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსიფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. მისი თქმით, „დელტა“ ვარიანტი მთელს მსოფლიოში ვრცელდება და განსაკუთრებით საშიში მდგომარეობაა სამხრეთ აფრიკაში, სადაც დაინფიცირების შემთხვევები გასული კვირის განმავლობაში წინა კვირასთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ახლა მიწოდების ...

Read More »

„ნამახვანჰესის” პროექტი განხორციელდება მხოლოდ უმაღლესი გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სტანდარტების შესატყვისად – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით, „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მიმდინარე მედიაციის პროცესი ცივილიზებულად მიდის. როგორც თურნავა აღნიშნავს, მხარეებს შორის დეესკლაციისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა. „დადასტურდა, რომ მედიაციის პროცესი ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს მთავრობამ მიიღო. მედიაცია საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის გარემოში, ცივილიზებულად მიდის. დეესკლაციისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა. იცით, რომ ჩვენც შევამცირეთ პოლიციის ...

Read More »