Home » 2021 » June » 25

Daily Archives: June 25, 2021

მრავალშვილიანი ოჯახები, ასევე ოჯახები, რომელთაც შეეძინებათ შვილი იპოთეკური სესხის სუბსიდირებით ისარგებლებენ

„ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით” , – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ არ ვიფარგლებით მხოლოდ ბიზნესის პირდაპირი მხარდაჭერით და ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. კერძოდ, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა

პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით, გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების ხელფასიც, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 57 ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა, 5-ის მშენებლობა კი მიმდინარეობს. „დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემის პრიორიტეტია პანდემიის მართვა. დავაჩქარეთ სახელმწიფო სტაციონარული დაწესებულებების ...

Read More »

თინა ხიდაშელი: უდიდეს ბოროტებას აკეთებს პარლამენტი ამ დღეებში სამშენებლო ამნისტიით

„უდიდეს ბოროტებას აკეთებს პარლამენტი ამ დღეებში სამშენებლო ამნისტიით“,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „უდიდეს ბოროტებას აკეთებს პარლამენტი ამ დღეებში სამშენებლო ამნისტიით. გასაგებია, რომ ოცნებას ფული წინასწარ აღებული აქვს, გასაგებია ისიც რომ მათი ვალი აქვთ. სწორედ ეს არის ბატონებო კორუფცია! სწორედ ეს არის ხეირი ქვეყნის და უჰაეროდ, სიმწვანის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ...

Read More »

ლევან ვეფხვაძე – ტურიზმის სექტორიდან კადრების გადინება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომელიც სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების გადინება და შედეგად მათი სხვადასხვა ინდუსტრიებში გადანაწილება დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომიტეტის ფარგლებში ასევე განიხილეს ტურისტული მოსაკრებელის საკითხი, ე.წ. „ტურისტული გადასახადი“, რომელიც თავის თავში მოიცავს, ქალაქის, საკურორტო, ეკოლოგიურ თუ სხვა ტურისტულ გადასახადებს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ფართოდ არის აპრობირებული. ასოციაციის წევრი ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი – ახლო მომავალში დამატებით შევისყიდით „ჯაველინებს“ – სამხედროების დაფასების პოლიტიკის ფარგლებში გაიზარდა ხელფასები

სამხედროების დაფასების პოლიტიკის ფარგლებში გაიზარდა ხელფასები, გაძლიერდა სამხედროების კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, პირველად ჩვენი ჯარის ისტორიაში თავდაცვის ძალებს გადაეცა საქართველოში წარმოებული 40-მდე ჯავშანმანქანა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. „გრძელდება რეფორმები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და ტოტალური თავდაცვის განსამტკიცებლად. ნატო-სთან თავსებადობის გაზრდის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ...

Read More »

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – იაპონური კომპანიების ინტერესი საქართველოში იზრდება და ასევე ზრდადია მათი ინვესტიციები საქართველოში

23 ივნისს იაპონიის მთავრობამ ოფიციალურად შეატყობინა საქართველოს მთავრობას, რომ „იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა პროცედურები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი 2021 წლის 29 იანვარს მოეწერა და 2021 წლის 23 ივლისს ამოქმედდება. შეთანხმებაში განსაზღვრულია იაპონიას და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის ...

Read More »

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი 46 807 300 ლარით გაიზარდა

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი 46 807 300 ლარით გაიზარდა და 205 მილიონამდე ლარს შეადგენს. ფინანსური დოკუმენტი ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა. აღნიშნულ ბიუჯეტს საკრებულოს ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ დაუჭირა მხარი. მათი განცხადებით, ბათუმის ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ იზრდება და თანხებს ხმების მოსაპოვებლად იყენებენ. თავის მხრივ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ქალაქის ბიუჯეტი ინფრსტრუქტურულ პროექტებს, რეკრეაციულ ზონებს, ბაღების მშენებლობას და ასევე ავტობუსების შეძენას ...

Read More »

ელისაშვილი: მადლობა ირაკლი ზარქუას, რომელიც ჩემდა გასაკვირად ჩვენზე პრინციპული და „მიმწოლი“ იყო „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით

მადლობა ირაკლი ზარქუას, რომელიც ჩემდა გასაკვირად ჩვენზე პრინციპული და „მიმწოლი“ იყო „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. „ლიბერთი ბანკმა“ თქვა, რომ არა უბრალოდ სესხებს დააკლებს, არამედ ერთი წლით ადრე მზად არის გაწყვიტოს ის კონტრაქტი, რითაც წვალობდნენ პენსიონერები და უზარმაზარ, 36 პროცენტში იღებდნენ სესხებს. ისინი ...

Read More »

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა ტვირთში მავნე ორგანიზმები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ,,სარფი“ და ,,ფოთის პორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორცილებისას იმპორტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტები გამოვლინდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „კერძოდ: საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, შემოტანილი იქნა სხვადასხვა სახის ხილ-ბოსტნეული. ფიტოსანიტარის მიერ, ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის განხორციელებისას, 1952 კილოგრამ პომიდორს აღმოაჩნდა ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – დავწიოთ საშემოსავლო გადასახადი, ბიუჯეტი გაიზრდება, ბიზნესი განვითარდება

დავწიოთ საშემოსავლო გადასახადი, ბიუჯეტი გაიზრდება, ბიზნესი განვითარდება! – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ წარდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბიზნესს სერიოზული ეკონომიკური რეფორმა სჭირდება. მამუკა ხაზარაძემ გიორგი ვაშაძეს შესთავაზა, რომ აღნიშნულ საკითხზე ერთობლივად იმუშაონ. „აქ გაიჟღერა, რომ კარგად იმართა პანდემია და ნასესხები ფული კარგად ...

Read More »