Home » 2021 » June » 24 (page 2)

Daily Archives: June 24, 2021

გენადი არველაძე – თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდას შეუწყობს ხელს

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის მე-12 შეხვედრა ჩატარდა, რომლის დროსაც გაიმართა მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, თურქეთის დელეგაციას კი – ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკების ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-თურქეთს ...

Read More »

2021 წლის I კვარტალში სამშენებლო მასალებზე ფასები 15.9%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექს,ი წინა კვარტალთან შედარებით, 1.6 პროცენტით შემცირდა. საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.7-პროცენტიანი კლებით, რამაც -6.05 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 8.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო ...

Read More »

აფბა მზადაა ენერგეტიკული ბირჟის პრობლემები პრემიერ მინისტრს გააცნოს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე, მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული ბირჟის საკითხის გარშემო პრობლემები არ არის აღქმული სათანადოდ  და ხელისუფლების მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს. ამის შესახებ კაპანაძემ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედების პრობლემა ის გამოწვევაა, რომელთან მართებულად გამკლავებაზეც დიდწილად დგას საქართველოს ენერგეტიკის, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების პერსპექტივა. „ბაზრის ახალი მოდელის წარმატების მისაღწევად ...

Read More »

საქართველოს ბანკსა და USAID-ს შორის უერთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკსა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროგრამის ფარგლებში გაფორმდა. პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. უფრო კონკრეტულად კი, პროგრამა კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან  მიიღონ ინდივიდუალური კონსულტაციები ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, ახალი გაყიდვების არხების განსაზღვრა და სხვ. “საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ...

Read More »

გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე გრანტი გამოუყო

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას ,,ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, რომლის საფუძველზეც ქვეყანა 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტს მიიღებს. ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე სტუმრებს მიმართეს და საქართველო-გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ...

Read More »

ნათია თურნავა: საწარმო „ნეოგლასი“ თანდათან ანაცვლებს იმპორტულ პროდუქციას ბაზარზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისში, მინისა და პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების მწარმოებელ საწარმო „ნეოგლასს“ ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საწარმო, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ფუნქციონირებს. მათივე ცნობით, კომპანიამ სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა, რომლის მეშვეობითაც, საწარმოსთვის სრულიად ახალი, მაღალტექნოლოგიური დანადგარები შეიძინა. ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით კი ...

Read More »

საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ პირველ Pitch Day-ს მართავს

საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ პირველ Pitch Day-ს მართავს. პირველი Pitch Day – სტარტაპების პრეზენტაციების დღე, დღეს გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ეწვევიან ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას ანგელოზ ინვესტორთა ქსელების წევრები. „ვიზიტის მიზანია საქართველოში ანგელოზი ინვესტორების კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესების და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით. საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ სტარტაპ ბიურომ და კედარი ...

Read More »

ფიზიკური და იურიდიური პირები, რომლებიც შეზღუდვების გამო დაჯარიმდნენ, ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პრევენციის გამო შემოღებული შეზღუდვების – იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო დაჯარიმდნენ, ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისსხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის, ...

Read More »