Home » 2021 » June » 24

Daily Archives: June 24, 2021

მაკრონი – კონტინენტზე სტაბილურობის დასაცავად ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგი უნდა განაახლოს

კონტინენტზე სტაბილურობის დასაცავად ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგი უნდა განაახლოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს სამიტის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, საკუთარი ინტერესების დასაცავად ევროკავშირი რუსეთთან დიალოგს საჭიროებს, რაც ევროპის კონტინენტის სტაბილურობისთვის აუცილებელია. მაკრონის განცხადებით, არ არის საჭირო რეაქციულ ლოგიკაში დარჩენა, როცა საქმე რუსეთს ეხება. მან იმედი გამოთქვა, რომ რეალური ევროპული ერთიანობითა და კოორდინაციით, რუსეთთან დიალოგი შედგება. 1tv.ge

Read More »

ირაკლი ზარქუა – საპენსიო მომსახურებაზე ტენდერი მიმდინარე წლის ბოლომდე განახლებული პირობებით ჩაინიშნება

საპენსიო თემაზე საპარლამენტო ჯგუფი მუშაობს, მათ შორის ოპოზიციის მონაწილეობით. რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დღესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც შევთანხმდით, რომ ხელშეკრულება, რომელიც აკავშირებდა „ლიბერთი ბანკს“ საპენსიო მომსახურეობასთან და რომლის ხანგრძლივობა იყო 2022 წლამდე, ასე არ გაგრძელდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, „ლიბერთი ბანკის“ განცხადება მისასალმებელია. როგორც კი გამოცხადდება მიმდინარე წელს ახალი ტენდერი განახლებული პირობებით და ...

Read More »

ვითიბიში ლარის ანაბრის გახსნა უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვასთან

 ვითიბი, მომხმარებელს, ლარში გახსნილ ანაბრებზე საუკეთესო პირობებს სთვაზობს. დღეიდან,  ნებისმიერი მსურველი, რომელიც ვითიბიში გახსნის ანაბარს ლარში,  ყველაზე მაღალ – 12.75% წლიურ სარგებელს (12.03% ეფექტური) მიიღებს, ხოლო, ვადიანი ანაბრის დარღვევის შემთხვევაში, მიიღებს ყველაზე მაღალ, წლიურ 9%-ს, რითიც დააზღვევს ლარის შესაძლო გაუფასურებით გამოწვეულ სავალუტო რისკს. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს, მათ საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ და მათი  საბანკო მომსახურება ...

Read More »

კანონპროექტი ჰუმანურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს – ცუცქირიძე პრემიერის ინიციატივაზე

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. „პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით პირველი და მეორე მკაცრი შეზღუდვებისას, ბევრმა დაკარგა სამუშაო, ბიზნესის ნაწილმაც ფაქტობრივი გაჩერებით, არანაკლები დანაკლისი ნახა, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარებების და ეკონომიკის მხარდამჭერი პაკეტებისა. დღეს, როდესაც ეკონომიკა იმაზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან, ვიდრე მოსალოდნელი იყო, არანაკლებ მნიშვნელობას იძენს ...

Read More »

BAG – მთავრობის გადაწყვეტილება, covid-ჯარიმების ჩამოწერაზე, იყო დროული და იგი სრულად პასუხობს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს

„საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება covid-ჯარიმების ჩამოწერასთან დაკავშირებით იყო დროული და იგი სრულად პასუხობს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს“, – ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ კოვიდპანდემიის მიმდინარეობისას ჩართული იყო ბიზნეს სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერის პროცესში. „კოვიდ პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, დაზარალდა ეკონომიკის უკლებლივ ყველა სექტორი და ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახა ...

Read More »

ალეკო ელისაშვილი: გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს ბანკი კრედიტის დაფარვას არ მოსთხოვს

გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს არ მოსთხოვს ბანკი კრედიტის დაფარვას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. „გარდაცვლილი პენსიონერის ოჯახს არ მოსთხოვს ბანკი კრედიტის დაფარვას და თუ ვინმეს მოსთხოვენ, დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ვიქნებით შუამავალი „ლიბერთი ბანკთან“. მეორე – თუ ჰყავთ ისეთი თავდები პენსიონერებს, რომელთაც აქვთ დასაბუთებული შემოსავალი, ბანკი მზად არის არა 36% პროცენტში, არამედ გაცილებით ნაკლებ პროცენტში მისცეს სამომხმარებლო სესხი. ...

Read More »

ირაკლი რუხაძე: ჩავედით საპენსიო სესხის პროცენტის ისეთ ნიშნულზე, რომლის შემდეგაც არანაირი აზრი აღარ აქვს პენსიების დარიგებას

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ ახლა ბანკს დაწეული აქვს საპენსიო სესხის პროცენტი ისეთ ნიშნულამდე, რომლის შემდეგაც არანაირი აზრი აღარ აქვს პენსიების დარიგებას. „არჩევნების წინ მიზანმიმართულად მიდის ჩვენი ბანკის და ჩემი პირადი დისკრედიტაციის მცდელობა. ეს ყველაფერი ემყარება ან უბრალოდ სიცრუეს, ან იმას, რომ ადამიანებს ფაქტებით არ ესმით. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მახინჯი კონტრაქტი, რომელიც დაიდო 2011 წელს. ეს ...

Read More »

ლიბერთის გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი: ტექნიკური შესაძლებლობა თუ იქნება, მზად ვართ დღესვე გაწყდეს ეს კონტრაქტი, მაგრამ ამას დრო სჭირდება

პენსიების დარიგების თაობაზე ახალი ტენდერის საკითხზე პარლამენტში სამუშაო კომისია შეიქმნება, რომელშიც ჩართული იქნებიან პარტია „მოქალაქეები“, უმრავლესობის წევრები, ფინანსთა და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები და „ლიბერთი ბანკი“. ტენდერში გამარჯვებული ბანკი ხანდაზმულებს უკეთეს სასესხო პირობებს შესთავაზებს. შეხვედრა დღეს საკანონმდებლო ორგანოში „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან გაიმართა. „ჩვენ დათმობებზე კი არ წავედით, უკვე დიდი ხანია ვლაპარაკობთ იმას, რომ არსებული კონტრაქტის ფარგლებში, თავის დროზე, ჩვენი ...

Read More »

“ლიბერთი ბანკი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საპენსიო სერვისების გაუმჯობესებაზე დისკუსია, წინასაარჩევნო პოლიტიკური ველიდან საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ ფორმატში უნდა გადავიდეს. ამ მგრძნობიარე თემით მანიპულირება და ბანკის დისკრედიტაციაზე მიმართული ინფორმაციის გავრცელება სრულიად მიუღებელია ჩვენთვის და დამაზიანებელია პროცესისთვის. სრული სურათისთვის, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია საზოგადოებას შევახსენოთ ამ თემის პრეისტორია, თუ როგორ მოვედით დღემდე. 2018 წლიდან ლიბერთი ბანკს ყავს ახალი აქციონერები და მენეჯმენტი, რომლებსაც შეხება არ ქონიათ საპენსიო მომსახურების მოქმედ კონტრაქტთან – ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ბალავარი ჯგუფი“ რეგიონებში კიდევ 3 სკოლას ააშენებს

„საქართველოს ბანკი“სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის ფარგლებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „ბალავარი ჯგუფი“ აქტიურად აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო პროექტების განხორციელებას, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ახლახან ჯგუფმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქუთლიარის, შულავერისა და კასუმლოს საჯარო სკოლების მშენებლობა დაასრულა. „მალე კომპანია კიდევ 3 ლოკაციაზე, კერძოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისსა და ყიზილაჯლოში, და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩიში დაასრულებს სკოლების ...

Read More »