Home » 2021 » June » 23 (page 2)

Daily Archives: June 23, 2021

რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა 9.5%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 23 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 9.5%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის განმარტებით ნიშანდობლივია, რომ ინფლაციური პროცესების გააქტიურება გლობალურად შეინიშნება, თუმცა ეს პანდემიის თანმდევ დროებით მოვლენად მიიჩნევა. საქართველოში მაისის წლიურმა ინფლაციამ 7.7% შეადგინა. მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე გაზრდილი ფასებისა და გაცვლითი კურსის წინა პერიოდებში გაუფასურების ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელზე იმპორტული საქონლისა და სურსათის ფასების გავლენა ...

Read More »

იაპონიის მთავრობა კომპანიებს 4-დღიანი სამუშაო კვირის დაწესების რეკომენდაციას აძლევს

იაპონიის მთავრობის წლიური ეკონომიკური პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებები მოიცავს ახალ რეკომენდაციებს კომპანიების მიმართ, საშუალება მისცენ თანამშრომლებს, კვირაში 5 დღის ნაცვლად 4 დღე იმუშაონ, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იაპონიის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ, კომპანიები დაარწმუნონ, რომ მოქნილი სამუშაო საათები, დისტანციური სამუშაო რეჟიმი და ბევრი სხვა ღონისძიება სარგებლის მომტანი იქნება, თუკი ჯანმრთელობის კრიზისის დასრულების შემდეგაც ძალაში დარჩება. იაპონიის მთავრობის რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ...

Read More »

გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში ბრუნდება და დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

საქართველოს 10 მოქალაქე, რომელიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობდა, ხვალ სამშობლოში დაბრუნდება. როგორც ერთ-ერთმა დასაქმებულმა ჯაბა ჩაჩანიძემ განაცხადა, მათ დამსაქმებელი შეეცვალათ, რის შემდეგაც შრომითი ანაზღაურება შეუმცირეს და არასათანადო პირობებში იმყოფებიან. მისი თქმით, ახალ დამსაქმებელთან მათ ერთი ყუთი მარწყვის მოკრეფის შემთხვევაში 2.50 ევროს უხდიან და ხშირად უწევთ ზეგანაკვეთურად, შესვენების გარეშე მუშაობა. ჯაბა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ გერმანიაში დროებით დასაქმებული ქართველები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ...

Read More »

„ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი: ონში ჰესების მშენებლობა რაჭისთვის რეალური გამოცოცხლების შანსია

ონში ჰესების მშენებლობა რაჭისთვის რეალური გამოცოცხლების შესაძლებლობაა, მგონია, რომ რაჭველებს ამის გაგება არ უჭირთ, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამჟამად კომპანია სანებართვო პროცედურების მესამე, ბოლო ეტაპს გადის. “ონის მოსახლეობა მომხრეა რეგიონში ჰესი აშენდეს, პროტესტი კი რეალური ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც ფიზიკურად სამუშაოები იწყება. ჩვენი მხრივ ვცდილობთ მოსახლეობის დარწმუნებას, რომ პროექტის ...

Read More »

სანდრო რაქვიაშვილი: იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასები საჯარო უნდა გახდეს

“იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასები საჯარო უნდა გახდეს”, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება გირჩის წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა „გირჩი TV”-ში გამოსვლისა განაცხადა. მისი თქმით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასები უნდა იყოს საჯარო, რადგან შეგვეძლოს ადეკვატურად შევადაროთ, რა უფრო მომგებიანია – დენის იმპორტი, თუ ადგილობრივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. „იმის დასადგენად, ესა თუ ის ენერგეტიკული პროექტი მომგებიანია, თუ არა, საჭიროა ვიცოდეთ, რა ღირს იმპორტირებული ელექტროენერგია. ...

Read More »

პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, ბიუჯეტიდან მისაღებ დაფინანსებას კარგავს

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, ბიუჯეტიდან მისაღებ დაფინანსებას კარგავს. ასეთი პარტია ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებს. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით 79-ხმით, 22-ის წინააღმდეგი დაამტკიცეს. აღსანიშნავია, რომ კანონში შესატანი ნორმა საბოლოო მოსმენით შეცვლილი ფორმულირებით მიიღეს. ის ასეთი სახით დაამტკიცეს: – “პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას, ...

Read More »