Home » 2021 » June » 23

Daily Archives: June 23, 2021

თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი იწყება

24 ივნისს, თბილისის წიგნის ოცდამესამე საერთაშორისო ფესტივალი იხსნება, რომელიც 27 ივნისის ჩათვლით ფიზიკურ სივრცეში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათი ცნობით, წიგნის მოყვარულებს ფესტივალი ტრადიციულად „ექსპო-ჯორჯიას“ პავილიონებში უმასპინძლებს. მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, შარშან თბილისის წიგნის ოცდამეორე ფესტივალი პირველად ჩატარდა ონლაინ ფორმატში. წელს კი, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა, ღონისძიების ტრადიციულ ფორმატში დასაბრუნებლად, შეიმუშავა უსაფრთხოების საგანგებო პროტოკოლი და ყველა შეზღუდვის ...

Read More »

საქართველოს ბანკმა ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღნიშნა

საერთაშორისო ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ოლიმპიური დღე ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად აღნიშნა. ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე  დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,  ოლიმპიური პრიზიორები და სპორტის მოღვაწეები დაჯილდოვდნენ. ღონისძიების ფარგლებში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტმა სპორტსმენებმა  ლიცენზიანტთა სპეციალურ დაფაზე მოაწერეს ხელი. საერთაშორისო ოლიმპიური დღე ოლიმპიური გარბენითაც აღნიშნა.  გარბენი ოლიმპიურ პარკში მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა 120-მდე სასკოლო ...

Read More »

ელგრინი 2021 წლის პირველ 6 თვეში აზერბაიჯანიდან განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტს აჯამებს

ენერგეტიკული კომპანის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ელგრინი“ აჯამებს 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და საზოგადოებას შეახსნებს, თუ რა ტარიფებით განხორციელდა ეს შესყიდვები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წლის იანვარში აზერბაიჯანიდან 151.8 მლნ კვტ/სთ–ის იმპორტი  განხორციელდა. აქედან 104.3 მლნ კვტ/სთ ესკომ “ელ გრინთან” დადებული კონტრაქტის საფუძველზე შეისყიდა  და ფასები შემდეგნაირად განისაზღვრა: უქმეებზე – ...

Read More »

ენტონი ბლინკენი – გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“ არის გეოპოლიტიკური პროექტი, რაც ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“ არის გეოპოლიტიკური პროექტი, რაც ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაიკო მაასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბლინკენის თქმით, ვაშინგტონს ბერლინთან აღნიშნულ საკითხზე უთანხმოება აქვს, მაგრამ გერმანია და აშშ კვლავ ერთად იქნებიან რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სახიფათო და პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ. „დღეს ვისაუბრეთ უთანხმოების ერთ-ერთ საკითხზე, გაზსადენ „ჩრდილოეთ ...

Read More »

„საქსტატის“ ინფორმაციით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობით პირველ ადგილზეა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის ერთ-ერთ ყველაზე ღია და გამჭვირვალე საჯარო დაწესებულებად დასახელდა. „საქსტატის“ ცნობით, სპეციალური ჯილდო უწყებას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ გადაეცა. მათი ინფორმაციით, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) უკვე 10 წელია საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს ახორციელებს. „საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უმაღლესი შედეგი (100 ქულა) აჩვენა და სპეციალური სიგელით უკვე მეექვსედ დაჯილდოვდა. ანგარიში ...

Read More »

USAID–ის ახალი პროგრამა საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულობას შეამცირებს

საქართველოს რუსულ ბაზარზე ეკონომიკური დამოკიდებულობის შემცირება, ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების გამყარება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მუდმივი ოკუპაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობა – ამ მიზნებს ემსახურება USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება. პროგრამას ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)  აფინანსებს და Deloitte Consulting ახორციელებს. ამის შესახებ USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. პროგრამა ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება. ის ხელს შეუწყობს პოლიტიკურ ...

Read More »

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებს – „კონცეპტ 360“- სთავაზობს

თიბისი კონცეპტი მომხმარებელს ახალ ნაკრებს – „კონცეპტ 360“- სთავაზობს. ნაკრები განკუთვნილია, მათთვის, ვისაც ესაჭიროება კიდევ უფრო მეტი ფინანსური ინსტრუმენტი, გაუმჯობესებული შეთავაზებები და დამატებითი შესაძლებლობები. ახალი ნაკრები მოიცავს პირადი ბანკირის მომსახურებას, მაღალი კლასის ბარათებს – Visa Signature და MasterCard World Elite, ახალ Visa Signature საკრედიტო ბარათს, სამოგზაურო დაზღვევას, თიბისი კაპიტალის საბროკერო მომსახურებას და ბევრ სხვა შესაძლებლობასა და უფრო მეტ მოქნილობას. თიბისის ...

Read More »

ადგილობრივი წინააღმდეგობები – რატომ ვერ იწყებს Tesla $7 მილიარდინი”გიგაქარხანის” მშენებლობას გერმანიაში

მომდევნო ხუთშაბათი, 1 ივლისი, კომპანია ტესლასთვის სადღესასწაულო დღე უნდა ყოფილიყო – გრენჰაიდეში, ბერლინთან ახლოს, კომპანიას “გიგაფაბრიკა” უნდა გაეხსნა. თუმცა, გარემოსდამცველების წინააღმდეგობის, ბიუროკრატიისა და პროექტის ბიუჯეტის კორექტირების მიზეზების გამო, ამ დრომდე უცნობია, თუ როდის იხილავს მზის სინათლეს პირველი “ტესლას” ევროპული ქარხნის ელექტრომობილი. Tesla-მ (TSLA.O) უკვე გადადო ქარხნის გახსნის თარიღი 2021 წლის ბოლოსთვის. მიუხედავად ამისა, ბრანდენბურგის გარემოსდაცვითმა სააგენტომ, სადაც 5,8 მილიარდი ევროს ...

Read More »

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე განსაკუთრებული კურსია

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ფულადი გზავნილების კონვერტაცია განსაკუთრებული კურსით შესთავაზა. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს ბანკის ფილიალებში და მობილბანკით  მიღებულ ფულად გზავნილზე სპეციალური ვალუტის კურსი ამოქმედდა, შესაბამისად, გამოგზავნილი თანხის კონვერტაციას მომხმარებელი ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებული, მაღალი  კურსით შეძლებს. აღსანიშნავია, რომ შეთავაზების გამოყენებისას მნიშვნელობა არ აქვს რომელ ვალუტაში იღებთ ფულად გზავნილს. „საქართველოს ბანკი მომხმარებლების სხვადასხვა შეთავაზებებით ...

Read More »

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემები წესრიგდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივზე მიმდინარეობს. ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან ჯამში 5,1 კმ სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება. სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე ...

Read More »