Home » 2021 » June » 22

Daily Archives: June 22, 2021

„თეგეტა მოტორსი“  მომხმარებლებს ზაფხულის საბურავებზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს

„თეგეტა მოტორსი“  ზაფხულის საბურავებზე მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში, 30 ივნისის ჩათვლით მომხმარებელი თეგეტას ნებისმიერ სერვისცენტრში დისკის ზომის ფასდაკლებას მიიღებს. ზაფხულის სეზონზე ტემპერატურის ზრდასთან ერთად უსაფრთხო გადაადგილებისათვის მნიშვნელოვანია ავტომობილზე გვეყენოს  ზაფხულის საბურავები, ვინაიდან გაცვეთილი ან არასეზონური საბურავები სათანადო დამუხრუჭებას ვერ უზრუნველყოფს განსაკუთრებით, მაღალი ტემპერატურისას, იზრდება სამუხრუჭე მანძილი და საბურავის დაზიანების რისკი. „თეგეტას“ სპეციალური შეთავაზება „დისკის ზომის ფასდაკლება“ ვრცელდება- Hifly, ...

Read More »

კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო (სტივიდორული) მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ბაზრების მონიტორინგი დაასრულა. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს. „მონიტორინგის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016-2019 წლებს. სააგენტოს შეფასებით, 2016-2019 წლების მიხედვით, მთლიანობაში, სატერმინალო მომსახურების ბაზარზე კონკურენტული გარემოა. ზრდადია აღნიშნულ ბაზარზე მოქმედი სუბიექტების ერთობლივი ბრუნვა (77%-ით), გადამუშავებული საკონტეინერო ტვირთების რაოდენობა (68%-ით) და დასაქმებულთა რაოდენობაც (13,5%-ით). ამასთან, მომსახურების ტარიფები უცვლელი იყო. ზრდადი იყო ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “აქვა გეომ” წარმოება გააფართოვა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი ბიზნესი გაფართოვდა. ბანკთან პარტნიორობით „აქვა გეომ“, რომელიც 2011 წლიდან წყლის მოპოვება-ჩამოსხმას და რეალიზაციას ეწევა, საწარმოო ხაზი გააფართოვა. „აქვა გეო“ სასმელ წყალს „სნოს“ და „კობის“ ბრენდის ქვეშ აწარმოებს. პროდუქტის მიწოდებას კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მცირე ზომის კომპანიებთან, ასევე დიდ ქსელებთან ახორციელებს. კომპანია 2 ჭაბურღილზე და 3 წყაროზე ნატურალური მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიას ფლობს, ამჟამად კი ...

Read More »

SOCIAL IMPACT AWARD 2021-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს. პროგრამის ფარგლებში წელს რეკორდული რაოდენობის საკონკურსო განაცხადი შემოვიდა. დამოუკიდებელმა ჟიურიმ 200-მდე აპლიკაციიდან 10 ფინალისტი გუნდი შეარჩია. ათივე მათგანი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ თავიანთ იდეებზე, ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეიმუშავებენ ბაზარზე შესვლის სტრატეგიას ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძისთვის გაუგებარია, რატომ დაუჭირა ბიურომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივის დაჩქერებული წესით განხილვას მხარი, როცა პროექტი „ბიუჯეტში 250-მილიონიან სხვაობას იწვევს“

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძისთვის გაუგებარია, რატომ დაუჭირა ბიურომ „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის დაჩქერებული წესით განხილვას მხარი, რომელიც მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტში 250-მილიონიან სხვაობას იწვევს. საუბარია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინიციატივაზე, რომელიც პანდემიის გამო, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის საგადასახადო შეღავათის გაგრძელებას ითვალისწინებს. კანონპროექტი ბიუროს გუშინდელ სხდომაზე წარედგინა. ინიციატორის მხრიდან მოთხოვნილი იყო პროექტი დაჩქარებული წესით განხილვა, რასაც ბიურომ ხმათა უმრავლესობის მხარი დაუჭირა. „საკითხი გატარდა როგორც ტექნიკური. რომ ...

Read More »

„როგორც ჩანს, ყველაზე დიდხანს შეზღუდვა ღამის კლუბებზე გავრცელდება”

ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ ღამის კლუბებთან ერთად რა დახმარების შესაძლებლობები არსებობს, ეს ინდუსტრია მართლაც დაზარალებულია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა. მისივე თქმით, ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ამის მოლოდინი იყო. „ძალიან კარგად მესმის, რომ პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ შეზღუდვების მინიმალური ...

Read More »

რესტორნები და ღამის კლუბები 24 საათამდე იმუშავებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნები და ღამის კლუბები მხოლოდ 24 საათამდე იმუშავებენ. შეზღუდვა ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებსაც. რეგულაციები ეხება სასტუმროებში მოქმედ რესტორნებსაც.

Read More »

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. ამასთან, როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე. “შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად ღია სივრცეში პირბადეების ტარების რეკომენდაცია ძალაში რჩება”,- აღნიშნა ღიბრაძემ.

Read More »

საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი 1-ელი ივლისიდან გაუქმდება

საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო. გადაწყვეტილება 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო დაწესებული.

Read More »

კალაძე – ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეების განმავლობაში ყველა რაიონში, ყველა უბანში მაქსიმალურად იქნება დანერგილი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომდევნო თვეების განმავლობაში ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებას თბილისის ყველა რაიონში აანონსებს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მერიის მხრიდან მოსახლეობას რადიკალურად განსხვავებული შეთავაზება გაუკეთდება. „ზონალურ საათობრივი პარკირება სიახლეა. სამწუხაროდ, ყველა ქუჩაზე და ყველა უბანში არ ვართ შესულები. რამდენიმე კონკრეტულ არეალშია განხორციელებული საპილოტედ. დღეს უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს წარმატებული პროექტია. მომდევნო თვეების განმავლობაში ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება მაქსიმალურად ...

Read More »