Home » 2021 » June » 21

Daily Archives: June 21, 2021

EBRD-ის ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება – “ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის” გაიმართება

22 ივნისს, 11:30 საათზე,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მისი მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF)  ორგანიზებით  ონლაინ ღონისძიება  – “ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის” გაიმართება. შეხვედრა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების ანალიზსა და იმის განხილვას, თუ რა გავლენა აქვთ მათ ქალ და მამაკაც მეწარმეთა საქმიანობაზე, ასევე,  როგორ უმკლავდება ამ გამოწვევას  მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი. ფორუმში მონაწილეობას საქართველოს სამთავრობო, ფინანსური და ბიზნესსექტორის, მათ შორის, თიბისის წარმომადგენლები მიიღებენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორიას თავიანთ ...

Read More »

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, იტალიური დიზაინის დღეები გაიმართება

საქართველოში იტალიის საელჩოსა და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 21-22 ივნისს,  იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი “Advancing on the Italian Design Days in Georgia” ღონისძიება გაიმართება. პროექტის ფარგლებში, იტალიის არქიტექტორთა ეროვნული საბჭო (CNAPPC) მონაწილეობას მიიღებს ვორქშოფში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ურთიერთობების დამყარებას არქიტექტურისა და დიზაინის დარგში მომუშავე იტალიურ და ქართულ კომპანიებს, ექსპერტებსა და ასოციაციებს შორის. იტალიის არქიტექტორთა ეროვნული საბჭოს მხარდაჭერით გამოიფინება ყოველწლიური ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Global Impact FinTech (GIFT) სამიტი გაიმართება

საქართველოს ბანკი ფინტექ ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის, StartUp Grind-ისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, 24 ივნისს 10 საათზე Global Impact FinTech (GIFT) სამიტი გაიმართება. ღონისძიება GIFT-ის,  Fintech-ის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ფორუმის აღმოსავლეთ ევროპაში შემოსვლას ეძღვნება. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება. მას 20 სხვადასხვა ქვეყნიდან 30-მდე საერთაშორისო დონის სპიკერი გაუძღვება. სამიტზე ისეთი თემები ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, მზიურის პარკში  „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პირველი წიგნის ფლიმარკეტი გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ წიგნები – გაეჩუქებინათ, გაეყიდათ, ან გაეცვალათ ძველი და აღმოეჩინათ ახალი. ფლიმარკეტის თემა წიგნები და მუსიკა იყო, შესაბამისად, წიგნების გარდა მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეძინათ ან გადაეცვალათ ვინილის ფირფიტებიც. განწყობის შესაქმნელად კი მცირე სცენაზე, სტუმრებს რამდენიმე მუსიკის მოყვარულმა საკუთარი ვინილის ...

Read More »

არჩილ კაიკაციშვილი: „თუ პროკურატურა ეროვნული ბანკის ახალი შენობის საქმით რეალურად დაინტერესდება, სავარაუდო კორუფციის ნიშნებს იქ ნამდვილად აღმოაჩენს“

არჩილ კაიკაციშვილი: როლანდ ბლადაძის სადავო ქონებაზე ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კვლევა სახელად  – „საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი შენობის ინიციატივა – გადაწყვეტილებები და ფარული გარიგებები“, რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად იკვეთება, რომ საქართველოს ცენტრალური ბანკის საქმიანობის ისტორიაში, ადგილი აქვს უპრეცედენტო შემთხვევას – ფორმალური იურიდიული საფუძვლების შექმნით, წინასწარი განზრახვით, ისეთი მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დადებას, რამაც გამოიწვია ცენტრალური ბანკის მხრიდან კერძო კომპანიის/ბიზნესმენის (შპს „სითი ცენტრი“) სასარგებლოდ ხელშეწყობა, რაც გამოიხატა ...

Read More »

„ბირჟის მონაწილეები აცხადებენ, რომ 1 იანვარს გარიგებებში სრულფასოვანი ჩართვა გაუჭირდებათ“

“მიუხედავად  ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობის განცხადებებისა, რომ ბირჟა უკვე მუშაობს სატესტო რეჟიმში და მისი მონაწილეებიც აქტიურად არიან ჩართულნი გარიგებებში, მინდა გითხრათ, რომ  რეალურად არათუ ახლა, არამედ ექვსი თვის შემდეგაც გაუჭირდებათ  ბირჟის მონაწილეებს სავაჭრო გარიგებებში სრულფასოვნად ჩართვა“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა. აფბას ხელმძღვანელის თქმით, დღეისათვის ბირჟაზე სატესტო  გარიგებებში მხოლოდ 56 ...

Read More »