Home » 2021 » June » 18

Daily Archives: June 18, 2021

თეა გოდოლაძე ახალი, თანამედროვე სეისმური ქსელის მონაცემების საჯარო მისაწვდომობას შეზღუდავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს და თანდართულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას ამცნობს, რომ ცენტრმა 14 ახალი სადგურის აპარატურა მიიღო აშშ-დან. იქვე გოდოლაძე ამბობს, რომ საავტორო უფლებები აქვს და შემდგომში თავად მისი პროექტის პარტნიორები განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა მართონ ეს ქსელი. თეა გოდოლაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ; „მოკლედ, ეს ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდეს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ბევრი წარმატებული თანამშრომლობის ისტორიაა. საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის, მსოფლიო ბანკს გამოყოფილი აქვს 2,7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი. ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე სტრატეგიული ...

Read More »

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების სამზადისი დაიწყო ჟიურის წევრების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებისთვის  სამზადისი უკვე დაიწყო. ჟიურის წევრები 2021 წლის ნომინაციებზე და წლის ტენდენციებზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბნენ. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების  ჟიურის 13 წევრი და დამოუკიდებელი აუდიტორი დაესწრო. Welcome to Georgia!-ს ჟიურის წევრები დარგის წამყვანი სპეციალისტები და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. სწორედ მათი შეფასებების საფუძველზე და BDO საქართველოს ჩართულობით ვლინდებიან ნომინაციების გამარჯვებულები. შეხვედრის ...

Read More »

“აფბას” ანალიტიკოსი: ეროვნულმა ბანკმა აპრილის რეფინანსირების მოცულობასა და კურსის კავშირზე საუბრისას ინტერვენციების ფაქტორი დააიგნორა

“ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ ამ პასუხში ვკითხულობთ, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობით ლარის კურსის მერყეობების ახსნა არასწორია, ცენტრალურ ბანკში მაგალითად აპრილის თვის მონაცემები მოჰყავთ, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის 31 მარტს (რაც 1-ლი აპრილის ოფიციალურ კურსში აისახა) საშუალო საბაზრო გაცვლითი კურსი დაახლოებით 3.45 იყო, თუმცა 31 მარტს დაახლოებით მილიარდ 200 მილიონის რეფინანსირების სესხი იყო გაცემული. შემდეგ 1-ლი აპრილიდან რეფინანსირების სესხებმა ზრდა ...

Read More »

დავით ფერაძე – საქართველოს რკინიგზა წელიწადში 20 მილიონ დოლარს დაზოგავს

საქართველოს ისტორიაში პირველად, სატრანსპორტო კომპანიამ, კერძოდ საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაცია გამოუშვა, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ განაცხადა. როგორც დავით ფერაძემ აღნიშნა, რეფინანსირების შედეგად, საპროცენტო სარგებელი 7,75%-ის ნაცვლად 4.00%-ში განხორციელდება. „კომპანია დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, წელიწადში 20 მილიონ დოლარს გადაიხდის. დაზოგილი თანხა კი რა თქმა უნდა, კომპანიის განვითარებას მოხმარდება. კიდევ ...

Read More »

ნათია თურნავა – „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს, აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე

„ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ევროპელი მედიატორის ჩართულობით ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს, სახელმწიფომ გადადგა პირველი ნაბიჯი, ახლა საპროტესტო მოძრაობის ლიდერებისგან ველოდებით დადებით ​კონტრნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით შეხვედრა დღეს ონლაინფორმატში გაიმართება. „ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს ევროპელი მედიატორის ჩართულობით. რამდენიმე დღის წინ გაიმართა პირველი შეხვედრა ამ მედიაციის ფარგლებში. დღეს ...

Read More »

აფბას პრეზიდენტი: ბირჟის ხელმძღვანელობა მზად არ არის 1 იანვარს „ენერგეტიკული ბირჟის“ ამოქმედებისთვის

„არამარტო მე ვფიქრობ, რომ 1 იანვისთვის „ენერგეტიკული ბირჟის“ ამოქმედება ვერ მოესწრება, არამედ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმაც, საპარლამენტო მოსმენის დროს განაცხადა, რომ 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟა „ან იქნება, ან არა“. შესაბამისად, უკეთესი იქნება, თუ ბირჟის ხელმძღვანელობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგება ამ საკითხს და მინიმუმ 2021 წლის 1 ივლისამდე გადაავადებს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებას“, – ამის შესახებ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ...

Read More »

BAG დასაქმების ბარომეტრი უმჯობესდება – კომპანიები დასაქმებულთა შემცირებას აღარ გეგმავენ

BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები აფიქსირებენ მომდევნო სამი თვის განმავლობაში დასაქმების სავარაუდო ცვლილების მოლოდინს. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც სწორედ ამ მოლოდინებს აჯამებს, მიმდინარე კვარტალში გაუმჯობესდა და 27.4 ქულა შეადგინა. „აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება არამარტო გასულ, 2021 წლის პირველ კვარტალში და 2020 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს, არამედ ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: უვნებელი სურსათი რესტორნებსა და კვების ობიექტებში მათ რეპუტაციაზე აისახება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო კვეტენაძემ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვის საკითხები სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „HACCP-ის სისტემა წარმოადგენს მომხმარებლის დაცვის ყველაზე კარგ საშუალებას სურსათის წარმოების და მიწოდების ბიზნესში. მისი დანერგვა ხელს შეუწყობს სარესტორნო სექტორის კონკურენტუნარიანობის, საიმედოობის ...

Read More »

რეფინანსირების სესხების მოცულობით ლარის კურსის მერყეობების ახსნა არასწორია – სებ-ის პასუხი ირაკლი კოვზანაძეს

ლარის ბოლოდროინდელი გამყარების არაერთი ახსნა გაჟღერდა. ლარის კურსის გაჯანსაღებას ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნითა და ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებითაც ხსნიდნენ. იყო მოსაზრება, რომ ლარის თითქმის 31–პუნქტიანი გამყარება ეკონომიკური გუნდის სწორმა მუშაობამ გამოიწვია. თუმცა, მთავარ არგუმენტად განიხილებოდა რეფინანსირების სესხების შემცირება, რომელიც ბოლო 2 თვის განმავლობაში თითქმის 3-ჯერ შემცირდა და წინა კვირას 980 მლნ დოლარამდეც ჩამოვიდა. ლარის გამყარების პარალელურად, მნიშვნელოვნად უფასურდებოდა თურქული ლირა. თუმცა მოსაზრებას, ...

Read More »