Home » 2021 » June » 15

Daily Archives: June 15, 2021

“პროტესტის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, არ მოახდინონ სამშენებლო უბანზე მისასვლელი გზების ბლოკირება, მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება”

“პროტესტის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, არ მოახდინონ სამშენებლო უბანზე მისასვლელი გზების ბლოკირება, მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება” — დირკ ბუშლე ევროპის ენერგეტიკული საბჭო დირკ ბუშლეს მიერ გამართული მედიაციის პირველ რაუნდს აჯამებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ხეობაში ვითარების განმუხტვა, რაც ხელისუფლების მხრიდან ბარიერების მოხსნასა და გუშაგების მხრიდან ბლოკირებაზე უარის თქმაში უნდა გამოიხატოს. გთავაზობთ დოკუმენტის სრულ თარგმანს:   “ამ შაბათს, ქალაქგარეთ, სამოქალაქო საზოგადოებასა ...

Read More »

პირველ არხზე ახალი მეგაპროექტი „SHARK საქართველო“ იწყება

ახალი სატელევიზიო სეზონიდან საქართველოს პირველ არხზე ახალი მეგაპროექტი „SHARK საქართველო“ იწყება. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ ბიზნესში ქართული ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ცნობილი გადაცემის ქართული ანალოგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ინოვაციური ბიზნესიდეების რეალობად ქცევა და დაფინანსების მიღება ან უკვე არსებული ბიზნესის განვითარება სურს. პროექტის „SHARK საქართველო“ მონაწილეების შესაძლებლობებს ხუთი ბიზნესმენი შეაფასებს და გადაწყვეტს, ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა CENTRAL BANKING-ის ორი ჯილდო მიიღო

საქართველოს ეროვნულ ბანკს ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის საზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ორი ჯილდო გადაეცა – წლის საუკეთესო რისკმენეჯერისა და ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკის ნომინაციებში. გამჭვირვალობის ნომინაცია სამ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავდა – განათლება, გამჭვირვალობა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას და კომუნიკაცია მრავალფეროვანი საკომუნიკაციო პლატფორმების მეშვეობით. გამჭვირვალობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც პანდემიის პერიოდშიც შენარჩუნდა. ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასთან ...

Read More »

გიორგი კაკაურიძე: არასდროს არ მითქვამს და არ ვიტყვი, რომ სადღაც, რაღაც ხარჯის ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ, საერთო ჯამში  ბიუროკრატიული ხარჯები საკმაოდ შემცირებულია

არასდროს არ მითქვამს და არ ვიტყვი, რომ სადღაც, რაღაც ხარჯის ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ, ზოგადად თუ შეჯამებულად შევხედავთ ბიუროკრატიულ ხარჯებს, დამიჯერეთ, რომ საკმაოდ შემცირებულია,  – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ლელოს“ სხდომახე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, წლებია ერთი და იგივე ბიუჯეტი აქვს ამა თუ იმ სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯებისთვის. „არასდროს არ მითქვამს და არ ვიტყვი, რომ ...

Read More »

მარიტა მუსელიანი აპირებს, რომ ხელი შეუშალოს “ენკას” სამუშაო პროცესს

რიონის ხეობის აქტივისტების ერთ-ერთი ლიდერის, მარიტა მუსელიანის განცხადებით, აქტივისტები არ აპირებენ საჯარო პირობის დადებას იმის შესახებ, რომ “კომპანიას ხელს არ შეუშლიან”, პირიქით, ისინი გააგრძელებენ იმ პროტესტს, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ახორციელებდნენ. ამასთან, მუსელიანმა განმარტა, რომ აქტივისტებს 7-თვიანი პროტესტის ფარგლებში კომპანიის ტექნიკა არ დაუზიანებიათ და ამას არც მომავალში გეგმავენ. “ნათია თურნავას განცხადების შესახებ მითხრეს,  რომ თურმე ჩვენგან პირობა სჭირდება, რომ კომპანიას ...

Read More »

გიორგი კაკაურიძე – ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა ყოველთვის მზად იყო, ვაქცინაში ნებისმიერი ფასი გადაგვეხადა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ზოგადად მთავრობა ყოველთვის მზად იყო, ვაქცინაში ნებისმიერი ფასი გადაგვეხადა. ვერ ხერხდებოდა უფრო მეტი ვაქცინის შესყიდვა, ვიდრე დღეს მოვახერხეთ, – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქციის „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ სხდომაზე გააკეთა. ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გიორგი კაკაურიძეს შეკითხვა საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დაუსვეს. „დღეს ვართ ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა ...

Read More »

მაისში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა, რამაც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 205.6 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. 2021 წლის აპრილში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 202.8 ლარი იყო, აპრილში კი, ეს მაჩვენებელი ორი ლარითა და 80 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 205.6 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აპრილთან შედარებით, მაისში 2.5 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 182.1 ლარს შეადგენს. მიმდინარე წლიდან, ...

Read More »

„იკეა“ თანამშრომლების თვალთვალის გამო მილიონი ევროთი დააჯარიმეს

საფრანგეთში „იკეა“ თანამშრომლების თვალთვალის გამო მილიონი ევროთი დააჯარიმეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავეჯის მაღაზია თანამშრომლების პირადი მონაცემების უკანონო შენახვაში დამნაშავე ცნეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, „იკეა“ რამდენიმე წლის განმავლობაში უთვალთვალებდა თანამშრომლებს, მათ საბანკო ანგარიშებს ამოწმებდა და ზოგიერთ შემთხვევაში „ყალბ თანამშრომლებს“ სხვა პერსონალზე ანგარიშების მომზადებას ავალებდა. საფრანგეთის პროკურატურა „იკეასთვის“ სასჯელის სახით 2 მილიონი ევროს ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. საფრანგეთში კომპანია „იკეას“ ...

Read More »

გიორგი კაკაურიძე: „ოქროს სიის” გაუქმება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო

„ოქროს სიის” გაუქმება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ლელოს” სხდომაზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ. როგორც მან აღნიშნა, არცერთ ქვეყანაში არ არსებობს იმპორტზე ისეთი შეღავათები, როგორი შეღავათებიც საქართველოში იყო. „ბევრს შეიძლება, კიდევ არ მოეწონოს ეს განცხადება, მაგრამ „ოქროს სიის” გაუქმება იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს იმპორტზე ისეთი ...

Read More »

1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასმა 8 ლარით დაიწია და 60 ლარის ფარგლებში მერყეობს

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის თავისუფალი ბაზრის ფასმა 8 ლარით დაიწია და ახლა 60 ლარის ფარგლებში მერყეობს. მისი თქმით, ფქვილზე სუბსიდირების მოხსნა აისახება თუ არა პურის ფასზე, ეს არა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, არამედ პურის მწარმოებელთა ასოციაციის კომპეტენციაა. „1-ელ ივლისს მთავრდება სუბსიდირების პროგრამის ვადა. სუბსიდირების პროგრამა იყო რამდენიმე ეტაპიანი და მისი ...

Read More »