Home » 2021 » June » 14

Daily Archives: June 14, 2021

ეკონომიკური შეზღუდვების ფასი

პაატა ბაირახტარი - საბანკო რეგულაციების გადახედვაზე საუბარი ნაადრევია

აფბას ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის ფეისბუქ პოსტი: ერთი წლის წინ გამოვაქვეყნე ეს პუბლიკაცია, სადაც ავხსენი, თუ რატომ არ შეიძლებოდა ეკონომიკის ჩაკეტვა და რა დამანგრეველ შედეგებს მოიტანდა ეს ყველაფერი. ნუ მაშინ მთავრობისა და „მუშკეტერების“ რადიკალური ნაბიჯები პოპულარობით სარგებლობდა და ეკონომიკური ეფექტისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მოდი ვნახოთ ერთი წლის შემდეგ რა შედეგები მოგვიტანა, როგორც ეკონომიკური, ისე ეპიდემიოლოგიური მიმართულებით ამ ყველაფერმა. მხოლოდ პირველი „ლოქდაუნის“ ...

Read More »

„ფაქტ-მეტრის“ ვერდიქტით, თეა გოდოლაძის განცხადება ლარსი ჰესთან დაკავშირებით, არის მცდარი

„ფაქტ-მეტრის“ ვერდიქტით, თეა გოდოლაძის განცხადება ლარსი ჰესთან დაკავშირებით, არის მცდარი „ბოლო წლებში აშენდა ლარსი ჰესი, რომელიც აღარ მუშაობს ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ დასკვნით, თეა გოდოლაძის განცხადება არის მცდარი“, – ამის შესახებ „ფაქტ-მეტრის“ მიერ გამოქვეყნებილ ვერდიქტშია საუბარი. „ფაქტ-მეტრის“ არის  ვებ-რესურსი, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო პირების განცხადებებსა და პოზიციებს სწავლობს და ფაქტობრივ გარემოებებთან მათი შესაბამისობის ხარისხს სატანადო ვერდიქტს ანიჭებს. ვერდიქტების გრადაცია შემდეგნაირია: სიმართლე; მეტწილად სიმართლე; ...

Read More »

თურქეთის ელჩი – ვიღაცებს მიზანში აქვთ ამოღებული საქართველო-თურქეთის ურთიერთობა – ვფიქრობ, ანალოგიური საფრთხე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასაც ემუქრება

ჩვენ თვალს ვადევნებთ პროპაგანდას, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველო-თურქეთის ურთიერთობის საბოტაჟს ისახავს მიზნად. ბატონი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტი, უპირველესად, თურქეთისადმი საქართველოს დამოკიდებულებას ასახავს, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ელჩი განმარტავს, თურქეთის საქართველოსადმი დამოკიდებულება მათ შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის. „კავკასიაში სხვა ქვეყნების პოლიტიკა შეიძლება მართლაც ამგვარი იყოს, თუმცა თურქეთისა – არა. რეგიონში ჩვენი პოლიტიკა ...

Read More »

2021 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ პირთა ოდენობა 1 მილიონ 159 ათას მონაწილეს შეადგენს

ვინ არიან საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრები

საპენსიო სააგენტოს ცნობით, 2021 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ პირთა ოდენობა ­1 მილიონ 159 ათას მონაწილეს შეადგენს. მათი ინფორმაციით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.51 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 166 მილიონი ლარია. როგორც საპენსიო სააგენტოში აღნიშნავენ, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 873-მა ადამიანმა. მათივე განმარტებით, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 10 000 ...

Read More »

მატარებლის მგზავრები „საბას“ ბიბლიოთეკით სარგებლობას შეძლებენ

აქ.ახლა ელექტრონული წიგნის პლატფორმა „საბა“ და ბილეთების ონლაინ პლატფორმა TKT.GE 15 ივნისიდან მგზავრებს არა მარტო საქართველოში, არამედ ლიტერატურულ სამყაროში უსასრულო მოგზაურობასაც ჰპირდებიან. ხვალიდან ნებისმიერი მგზავრი, რომელიც TKT.GE-ზე მატარებლის ბილეთს შეიძენს ნებისმიერი მიმართულებით, „საბას“ ბიბლიოთეკის ერთთვიან პაკეტს მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ მას 6 500-ზე მეტ ელექტრონულ და ხმოვან წიგნთან ულიმიტო წვდომა ექნება. ხშირად მგზავრობა მოსაწყენ, დამღლელ და გაწელილ პროცესად გვეჩვენება, თუმცა ხვალიდან ...

Read More »

2021 წლის I კვარტალში, ადგილობრივ ვიზიტორთა რაოდენობა 23.4%-ით გაიზარდა

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლისა და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 094.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 234.6 ათასი ვიზიტი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 23.4 პროცენტით მეტია 2020 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემზე. „ამასთან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების ...

Read More »

ნათია თურნავა: არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკა აზარტული თამაშების სფეროს ხარჯზე გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რის ხარჯზე ფიქსირდება საქართველოში ეკონომიკური ზრდა, განაცხადა, რომ მაჩვენებლის მატება არ უკავშირდება აზარტულ თამაშებს. „არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკა აზარტული თამაშების სფეროს ხარჯზე გაიზარდა. ჩვენ, პრაქტიკულად, ყველა დარგში გვაქვს ზრდა, გარდა – მომპოვებელი ინდუსტრიისა. ამ დარგში, დაახლოებით, იგივე დონეა შენარჩუნებული. სხვა, გადამამუშავებელ, სოფლის მეურნეობის, მომსახურების სფეროს, სასტუმროების, ტურიზმის ...

Read More »

„ბილაინი“ – საერთაშორისო ჯგუფი VEON, „ბილანის“ ქსელის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს

15 ივნისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საერთაშორისო ჯგუფ VEON-ის წევრი – „ბილაინი“ და საერთაშორისო კორპორაცია „ნოკია“, „ბილაინის“ ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე პრესკონფერენციას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ბილაინი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ქსელის განახლება მოიცავს როგორც არსებული მომსახურების გაუმჯობესებას, ისე სამზადისს მომავალში 5G მომსახურების დანერგვისთვის. „ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს ჯგუფ VEON-ის გენერალური დირექტორი – კაან თერზიოღლუ და NOKIA-ის ვიცე-პრეზიდენტი, ცენტრალური ევროპისა ...

Read More »

თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“ – საქართველოს სჭირდება ეს პროექტი და ელექტროენერგია

ერთი რამ ნათელია – საქართველოს სჭირდება ელექტროენერგია და სჭირდება ეს პროექტი, – ასე გამოეხმაურა თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა­ჯერენ იაზგანი “კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში “ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხს. როგორც თურქეთის ელჩი განმარტავს, ისინი ხვდებიან, რომ ვიღაცას არ უნდა საქართველოში ელექტროსადგურების აშენება. “მე არ ვარ თურქული ფირმების ადვოკატი, თუმცა ერთი რამ ცხადია – ხელშეკრულების ხელმოწერიდან დაიწყო პროტესტი და 5-7 ადამიანი აპროტესტებდა მშენებლობას. არჩევნების პერიოდში, როდესაც ...

Read More »

საქსტატი – იანვარ-მაისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.2 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 019.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.2 პროცენტით მეტია. საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 538.1 მლნ აშშ დოლარი იყო, ანუ 24.4 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 3 481.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 15.7 პროცენტით მეტი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 ...

Read More »