ენკა: კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის – “ნამახვანჰესის” გაჩერებას სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია “ენკამ” ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის – “ნამახვანჰესის” გაჩერებას, საინვესტიციო ვალდეულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ.
Read More »Daily Archives: June 12, 2021
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმის პორტის ტერიტორიაზე მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა. პროექტი სატრანზიტო ტერმინალსა და სასაწყობე ობიექტებს აერთიანებს, რაც ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების მიღებას, შენახვასა და ევროპულ ბაზართან დაკავშირებას მოხმარდება. პროექტი ამერიკული ტრეიდული კორპორაცია „Trammo“-სა და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია „Wondernet Express Investment Group“ -ის ხელმძღვანელობით ხორციელდება. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებთან, მისი დიზაინი კი ნებისმიერ კლიმატურ პირობებზეა მორგებული. ...
Read More »