Home » 2021 » June » 11

Daily Archives: June 11, 2021

ვაჟა ბერიძე – პრობლემა გახარია არაა, პრობლემა ქართველი ხალხია, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა ხელისუფლებაში, მითუმეტეს, ივანიშვილის გარეშე და არც პრონაციონალური კოალიცია, სააკაშვილით, ან მის გარეშე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა. – ბატონო ვაჟა, მას შემდეგ რაც „ნაციონალების“ დეპუტაცია პარლამენტში შევიდა შიდა პოლიტიკაც და პარლამენტის კედლებში გადასული პოლიტიკური ცხოვრება გაცილებით საინტერესო გახდა. თუ ამ სურათს იმასაც დავამატებთ, რომ შემოდგომის არჩევნებამდე ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და ლევან ვასაძის გამოჩენას უხმაუროდ არ ჩაუვლია, ცხადად დავინახავთ, რომ საშინაო პოლიტიკის ძირითადი აქტორების ...

Read More »

„იანვარში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება დაუშვებელია“ – აფბა

„იანვრის თვეში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება დაუშვებელია და უკუშედეგს მოიტანს. ბირჟის მენეჯმენტის გათვლა, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე მთავრიბის დადგენილებაშია ასახული და ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებას 2022 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს, არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება და მხოლოდ ახალ პრობლემებს მოიტანს“ – ამის თაობაზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. აფბას განცხადებაში აღნიშნულია ის მიზეზები, რომელთა გამოც ორგანიზაციას დაუშვებლად მიაჩნია ბირჟის იანვარში ...

Read More »

თურნავა – ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გახსნა იმის მაგალითია, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი, რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, როგორიცაა მულტიმოდალური კარბამიდის ტერმინალი, იმის მაგალითია, რომ ჩვენ უკვე ვართ ძალიან ძლიერი რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ბათუმში ტერმინალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და პროექტის ინვესტორთა გარდა, ასევე დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-სექტორის და ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, ეკონომიკურად გადავედით პოსტპანდემიურ პერიოდში

აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკურად გადავედით პოსტპანდემიურ პერიოდში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. მისი თქმით, აპრილში 44.8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რომელიც შეეხო ეკონომიკის ყველა სექტორს, მათ შორის, მნიშვნელოვნად გაიზრდა მშენებლობა, ვაჭრობა, მრეწველობა, საფინანსო საქმიანობა, ტრანსპორტი. ასევე, აღსანიშნავია ექსპორტის 70 პროცენტიანი ზრდა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეპიდემიოლოგიურად კვლავაც პანდემიურ პერიოდში ვართ, აპრილის მონაცემებზე ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: ლარის გამყარების მთავარი ფაქტორი რეფინანსირების სესხების შემცირებაა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, ბოლო პერიოდში ლარის გამყარების უმთავრესი ფაქტორი რეფინანსირების სესხების შემცირებაა. ამის შესახებ bm.ge-ის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. “ვფიქრობ, ლარის გამყარება, ძირითადად, გამოწვეულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მყისიერი აწევით – ჯერ ნახევარი პროცენტული პუნქტით და შემდეგ ერთი პროცენტული პუნქტით, რამაც რეფინანსირების სესხები თითქმის სამჯერ შეამცირა – ეს არის მთავარი ფაქტორი, რამაც გამოიწვია ლარის მკვეთრი გამყარება ბოლო ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი

საერთაშორისო დახმარების სახით, ჯამში, მოვიზიდეთ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დონორებთან მიღწეული მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თანხების მობილიზება მოკლე დროში მოხერხდა. „მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ პანდემიას საკმაოდ მაღალი ბუფერებით შევხვდით, რამაც მნიშვნელოვნად გაგვიადვილა რეაგირება. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ქვეყანას ჰქონდა მოპოვებული ...

Read More »

ნათია თურნავა: ტურისტების ტესტირების საფასური საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა გაიღონ

„ტურისტების ტესტირების საფასური საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა გაიღონ. ჩამოსული ტურისტებისთვის, ეს მნიშვნელოვანი ხარჯი არაა. ესაა ხარჯი, რომელიც გაღებულია მათი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა. მისივე თქმით, ტურიზმის ინდუსტრიაში ზრდა 200%-ს აღემატება. „ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურა იყოს კომფორტული. მაგალითად, 72 საათში ერთხელ, ტესტირება, ძირითადად, კერძო ლაბორატორიებში ხდება. თუ დავინახავთ, რომ რომელიმე რეგიონში, თუნდაც აჭარაში, ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – პანდემიამდე ქვეყანას ჰქონდა საკმაოდ კარგი ეკონომიკური დინამიკა

პანდემიამდე ქვეყანას ჰქონდა საკმაოდ კარგი ეკონომიკური დინამიკა სწრაფი ეკონომიკური ზრდით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა პანდემიამდე, ძირითადად, შიდა ფაქტორებით იყო განპირობებული. „ჩვენ ვიზრდებოდით მაღალი ტემპით მაშინ, როცა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში იყო საკმაოდ დაბალი ეკონომიკური ზრდა. 2019 წელს, ჩვენ ორჯერ მეტი ტემპით ვიზრდებოდით, ვიდრე ჩვენი სავაჭრო პარტნიორები. ზრდა შეინიშნებოდა ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – პანდემიის გავლენა 2020-2021 წლების ბიუჯეტზე 7.2 მილიარდი ლარია

პანდემიის გავლენა 2020-2021 წლების ბიუჯეტზე – 7.2 მილიარდი ლარია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. ხუციშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა,მ თუ რა გავლენა იქონია გლობალურმა პანდემიამ ქვეყნის ბიუჯეტზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკური კლება აისახა ბიუჯეტის შემოსავლებზე, გაიზარდა ჯანდაცვის ხარჯები. „მნიშვნელოვანი ინტერვენცია მოვახდინეთ ბიზნესის მხარდასაჭერად, რომლის მიზანი იყო შეგვენარჩუნებინა კომპანიების სიცოცხლისუნარიანობა და თუნდაც შემცირებული ...

Read More »

„ვითიბის“ მობაილბანკი ანდროიდის ჩარტებს ლიდერობს

2021 წლის მაისში, „ვითიბი ბანკმა“ მომხმარებლებს, სრულიად განახლებული მობიაილბანკის აპლიკაცია შესთავაზა. „ვითიბი ბანკის“ ცნობით, მობაილბანკის განახლების მთავარი მიზანი იყო საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომსახურებების მიღების გამარტივება. ახალი მობაილბანკი შეიქმნა მომხმარებლებზე ფიქრით და მათი სურვილების და მოთხოვნების სრულად გათვალისწინებით. სწორედ ეს იყო ალბათ იმის მიზეზი, რომ ახალმა აპლიკაციებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და სულ რაღაც 20 დღეში საკმაო წარმატებასაც მიაღწია – ...

Read More »