Home » 2021 » June » 10

Daily Archives: June 10, 2021

„კომიტეტი ღიაა ნებისმიერი ინიციატივისთვის, რომელიც ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს”

პოსტკოვიდურ პერიოდში შრომის კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმსჯელეს „ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის” (EPAC) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა მიმართა, რომელმაც ახალი შრომის კოდექსით შემოთავაზებულ სიახლეებზე ისაუბრა. „დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ღიაა ნებისმიერი ინიციატივისთვის, რომლითაც შესაძლებელი ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ბიზნესის ...

Read More »

კობა გვენეტაძემ პანდემიის ზეგავლენის შერბილების ღონისძიებებზე სამეცნიერო კონფერენციაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული ბანკისა და პოლონეთის ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას 30 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. წლევანდელი კონფერენციის თემა – პოლიტიკის ჩარჩო მუდმივად ცვალებადი სამყაროსთვის იყო. ცენტრალური ბანკის ეკონომისტებმა, მეცნიერებმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა პოლიტიკის შემუშავების ტრადიციული სტრატეგიების ეფექტიანობისა და ინსტრუმენტების შესახებ იმსჯელეს. მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული ...

Read More »

პრემიერი – საქართველოს დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, 483 მილიონი ევრო მიეცემა

დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს, დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, მიეცემა 483 მილიონი ევრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან, ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, ...

Read More »

„ეროვნული ბანკის ქმედებამ რომან ფიფიას „სითი ცენტრს“ 2 მლნ დოლარის კრედიტის აღებაში შეუწყო ხელი“ – „ახალგაზრდა ადვოკატები“

„ეროვნული ბანკის ქმედებამ რომან ფიფიას „სითი ცენტრს“ 2 მლნ დოლარის კრედიტის აღებაში შეუწყო ხელი“ – „ახალგაზრდა ადვოკატები“ „მსგავსი ტიპის გარიგებას, როცა ეროვნული ბანკი უკვე საკუთარ ბალანსზე აღებული უძრავი ქონების გირაოდ გამოყენების საშუალებას აძლევს ქონების წინა მეპატრონეს, პრეცედენტი არ გააჩნია. ეროვნული ბანკის ახალ შენობასთან დაკაშირებული საქმე, კერძოდ –  ბანკსა და რომან ფიფიას „სითი ცენტრს“ შორის, ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო მიწის შეძენის ...

Read More »

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award-ის ჯილდო  წელსაც მიიღო

“საქართველოს ბანკმა” Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2021 –ის ჯილდო მიიღო. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოს საუკეთესო კასტოდიან ბანკად უკვე მეათედ დაასახელა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა. Global Finance-ის სარედაქციო კოლეგია საბაზრო კვლევებსა და საექსპერტო წყაროებს გაეცნო, ბანკებისა და თავად მომხმარებლების მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია შეისწავლა და მასზე ...

Read More »

სოფელ ტვიშში „რიონის ხეობის მცველებსა“ და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

სოფელ ტვიშში „რიონის ხეობის მცველებსა“ და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები კომპანია „ენკას“ წარმომადგენლებს სამშენებლო ტერიტორისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ. „კომპანია უკვე ვეღარ მუშაობს ბოლო რამდენიმე დღეა, იქიდან გამომდინარე, რომ საწვავი აღარ აქვს. ხეობაში ყველა შესასვლელი გადაკეტილი გვაქვს. დღეს ტვიშის მხრიდან, ანუ სადაც ჩვენი ადამიანური ნაკლები რესურსია განაწილებული დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალების შემოსვლა მოხდა. დაპირისპირება იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ დაპირისპირების ...

Read More »

2020 წელს, ევროკავშირში დასაქმებულთა 12 მილიონზე მეტმა ადამიანმა (6%) სამუშაო რეგიონი შეიცვალა

“ეუროსტატის” მონაცემებით, 2020 წელს ევროკავშირში 15-64 წლის ასაკის 192 მილიონ დასაქმებულთა შორის, 12 მილიონზე მეტი ადამიანი (დასაქმებულთა 6%) გადავიდა სამუშაოდ, ქვეყნის შიგნით, ერთი რეგიონიდან მეორეში, რაც ოდნავ მეტია 2019 წელთან შედარებით. რეგიონალური გადაადგილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2020 წელს დაფიქსირდა ბელგიაში, სადაც დასაქმებულთა 21% სამუშაოდ სხვა რეგიონში გადავიდა. აღნიშნული პრაქტიკა გავრცელებული იყო ნიდერლანდებში (13%), ასევე ლიტვაში, გერმანიაში, ავსტრიაში (11%) და დანიაში ...

Read More »

ნასესხები თანხების აუთვისებლობის გამო საქართველო 9.6 მლნ ლარით დაჯარიმდა

ეკონომიკური ვარდნის ფონზე სახელმწიფოს 2020 წელს დაგეგმილზე 5.1 მლრდ ლარით მეტის სესხება მოუწია, შედეგად ქვეყნის საგრეო ვალმა მშპ-სთან მიმართებაში 2002 წლის შემდეგ პირველად სახიფათო 60%-იან ზღვარს გადააჭარბა. პრობლემები შეიქმნა ნასესხები თანხების ათვისებაშიც. გეგმის ჩამორჩენისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო საქართველოს დამატებით 9.6 მლნ ლარის გადახდა მოუწია. ვალის ზომას მხოლოდ ნასესხები თანხის მოცულობა არ განსაზღვრავს. საქართველოს საგარეო ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში ძირითადად დოლარში ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანი დაინიშნა. კომპანიის ინფორმაციით, საკადრო ცვლილება, კომპანიის ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, სტრუქტურული გარდაქმნის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება. ივანე მაჭავარიანი 2018 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 31 მარტამდე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო. ახალი დირექტორი, კომპანიაში საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

Read More »

“300 ათასი ლარი ჯეკპოტი მოვიგე კაზინოში და არ მაძლევენ”

“300 ათასი ლარი ჯეკპოტი მოვიგე კაზინოში და არ მაძლევენ”, – ამის შესახებ “ინფო რუსთავთან” საუბრისას ელშან ბაირამოვი აცხადებს. მისი თქმით, 27 აპრილს რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში მდებარე სლოტ კლუბ “777” თამაშის დროს ჯეკპოტი 300 000 ლარი მოიგო, თუმცა დაწესებულების თანამშრომლებმა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლების დახმარებით მოგება გაუნულეს და სლოტ-კლუბიდან გამოაგდეს. იხილეთ ვიდეო ბმულზე: palitravideo.ge

Read More »