Home » 2021 » June » 07

Daily Archives: June 7, 2021

დავით სონღულაშვილი ირინა მილორავას – თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება

„ქალბატონო ირინა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება“, – ასე მიმართა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა „ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალურ დირექტორს, ირინა მილორავას საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც სექტორში ბაზრის რეფორმის  თაობაზე  მოხსენება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა წარმოადგინა. ირინა მილორავას განცხადებით, მიუხედავად მოსმენაზე გამოთქმული პესიმისტური შეფასებებისა, თავად ძალიან ოპტიმისტურად აფასებს  პროცესს ჰგონია, რომ საქმე ძალიან  წინ არის წასული. ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი ბირჟის 1 იანვარს ამოქმედებაზე  – „ან იქნება, ან არა“

„იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ 6 თვეში უნდა იყოს, მაგრამ ან იქნება, ან არა“, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა კითხვას, თუ რატომ სახელდება ბირჟის ამოქმედების გადადების ვადად მაინცა და მაინც 6 თვე და არა, მაგალითად, 1 წელი. თვალაბეიშვილის  განცხადებით, გარანტიას ვერავის მისცემს, რომ ბირჟა აუცილებლად 1 იანვარს, ან მანამდე, სრულად ამოქმედდება. „თუ ტესტირების პროცესში დავინახეთ ისეთი ხარვეზები და ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკული ბირჟა შეიძლება 1-ელ იანვრამდეც ამოქმედდეს, შეიძლება მოგვიანებითაც

„ენერგეტიკული ბირჟა“ შეიძლება ამოქმედდეს 1 იანვრამდეც, შეიძლება მოგვიანებითაც. როდესაც დავინახავთ, რომ მეტ-ნაკლებად, გვაქვს კარგი შანსი, რომ გახსნის შემდეგ ბირჟა იფუნქციონირებს, იმუშავებს გამართულად, მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ ამას. 1 იანვრამდე პერიოდი ავიღეთ, მაგრამ შესაძლოა სექტემბერშიც იყოს ეს, შესაძლოა, იანვარში იყოს ეს, შეიძლება მოგვიანებითაც. ვნახავთ. შევხედავთ და ვნახავთ“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ...

Read More »

აშშ-ის საელჩო: საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს

რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორობაზე დაფუძნებით საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, სოციალურ ქსელში წერს. საელჩოს თქმით, შეერთებული შტატები მოწადინებულია, დაეხმაროს პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცესს. „ამ კვირაში პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუზიარებს, იმიტომ, რომ არცერთი ჩვენგანი არაა დაცული, სანამ ყველანი არ ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადება ხარვეზებმა განაპირობა

„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ სრულფასოვნად ამოქმედების 6 თვით გადადება ენგურჰესის რეაბილიტაციის პროცესმა, ტესტირებების გაგრძელების საჭიროებამ, და სხვადასხვა მოდულების სინქრონიზაციაში არსებულმა ხარვეზებმა განაპირობა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გამართული  მოსმენისას განაცხადა. სპეციალური მოსმენა სექტორში ბაზრის რეფორმის  თაობაზე  მიმდინარეობს. თვალაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედების გადადება ენგურჰესის რემონტის გამო აპრილის ტესტებში მისი ვერჩართულობამ განაპირობა. ...

Read More »

„თიბისის” პროექტი – სტარტაპ დეკრეტი იწყება

„თიბისი” თანამშრომლებს უპრეცედენტო შესაძლებლობას სთავაზობს, მონაწილეობა მიიღონ ინოვაციურ პროექტში – სტარტაპ დეკრეტი და 6 – თვიანი, სრულად ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი ბიზნესიდეის განვითარებას მოახმარონ. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობის მსურველი „თიბისელებისთვის“ რეგისტრაცია უკვე დაიწყო. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სტარტაპ დეკრეტის ფარგლებში, „თიბისელები“ საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი ტურის შემდეგ კი, ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს სექტემბერში ...

Read More »

McDonald’s-ს რეკლამისთვის ფერადკანიანი მფლობელების მედიასაშუალებების იგნორირებაში სდებენ ბრალს

სწრაფი კვების რესტორნების ქსელ McDonald’s-ის წინააღმდეგ ლოს-ანჯელესის უმაღლეს საოლქო სასამართლოში სარჩელი შევიდა. მედია-ბიზნესმენ ბაირონ ალენის კუთვნილი ორი კომპანია McDonald’s-ისგან, სულ ცოტა, 10 მლნ დოლარს მოითხოვს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სასამართლოში სარჩელი გუშინ შევიდა, რომელშიც კომპანიას რასობრივ დისკრიმინაციაში სდებენ ბრალს, თითქოს McDonald’s ფერადკანიანი მფლობელების მედიასაშუალებებს რეკლამას არასკმარისად უკვეთავს. სარჩელში წერია, რომ McDonald’s-მა რეკლამებზე თანხის განაწილების დროს „თავისი რასობრივი შუღლისა და სტერეოტიპების გამო ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – ლარის კურსზე გავლენა ეკონომიკაში მიმდინარე დადებითმა ტენდენციამ იქონია

ლარის კურსზე გავლენა ეკონომიკაში მიმდინარე დადებითმა ტენდენციამ იქონია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენასთან ერთად, მომდევნო პერიოდი ეროვნული ვალუტისთვის უფრო სტაბილური, დიდი მერყეობების გარეშე იქნება. „ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ლარის კურსზე. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პირველ კვარტალში, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული პროგნოზებისგან განსხვავებით, ...

Read More »

ნათია თურნავა – „ნამახვანჰესზე“: ინვესტორი მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას

„ჩვენ პერმანენტული კონტაქტი გვაქვს ასეთ მსხვილ ინვესტორებთან. „ენკას” ხელმძღვანელებს ხშირად ვეკონტაქტებით. პირადად მე მაქვს ხშირი კონტაქტი. რა თქმა უნდა, საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა არის მედიაციის პროცესი ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში დაიწყება. ინვესტორი სრულიად მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას. მით უფრო, რომ უკვე წავიდნენ მნიშვნელოვან კომპრომისზე – ვგულისხმობ კაშხლის მშენებლობის ვადის გადაწევას, ხეობის განვითარებისთვის დამატებითი ...

Read More »

ლარის გამყარება ინფლაციაზეც იმოქმედებს, ფასები დაწევას დაიწყებს – გიორგი ცუცქირიძე

“ლარის კურსის დასტაბილურება შეუქცევადია, ის კიდევ უფრო გამყარდება”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ცუცქირიძის თქმით, ლარის კურსი 3.00 – 3, 10 -ის ფარგლებში იქნება. ეკონომისტმა ლარის გამყარების მიზეზებზე ისაუბრა. „ლარის კურსის გამყარება მოსალოდნელი იყო. ეს დაკავშირებულია იმ პროცესებთან, რომელიც ეკონომიკაში მიმდინარეობს. აქამდე პრობლემა იყო ის, რომ პანდემიურ ეკონომიკის პირობებში, გასულ წელს აპრილსა და მაისში ძალიან სერიოზული ვარდნა ...

Read More »