Home » 2021 » June » 05

Daily Archives: June 5, 2021

ირინა მილორავა: ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 6 თვით გადაიდო

7 ივნისს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატები ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ. როგორც თანამომხსენებელმა, „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალურმა დირექტორმა, ირინა მილორავამ „აიპრესთან“ საუბარში განაცხადა, ის შეეცდება მაქსიმალურად დეტალურად ისაუბროს ბირჟის მიერ დაფუძნებიდან დღემდე განხორციელებულ აქტივობებზე. „პრაქტიკულად ჩვენ საქმიანობა დავიწყეთ 2020 წლიდან. სავარაუდოდ, იქნება შეკითხვები, იქნება დისკუსია და რა თქმა უნდა, ...

Read More »

„შეერთებული შტატები, თავდაჯერებული, მყარი ნაბიჯით პირდაპირ საბჭოთა კავშირის გზას მიუყვება“

შეერთებული შტატები, თავდაჯერებული, მყარი ნაბიჯით პირდაპირ საბჭოთა კავშირის გზას მიუყვება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ”თქვენ იცით, რა პრობლემაა? მე გეტყვით, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქე. რა არის იმპერიების პრობლემა – ისინი ფიქრობენ, რომ ისინი იმდენად ძლიერები არიან, რომ შეუძლიათ, საკუთარ თავს მცირე შეცდომების დაშვების უფლება მისცენ, მაგრამ პრობლემები ...

Read More »

„კარგია რომ ენგურის აშენება მოესწრო, ხუდონზეც რომ იგივე მომხდარიყო, სხვა ქვეყნებისკენ არ ვიქნებოდით ხელგაშვერილი ენერგეტიკულად“

„კარგია, რომ ენგურის აშენება მოესწრო, ხუდონზეც რომ იგივე მომხდარიყო, სხვა ქვეყნებისკენ არ ვიქნებოდით ხელგაშვერილი ენერგეტიკულად“, – ამის შესახებ „ენგურჰესის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ განაცხადა. მისივე თქმით, საბჭოთა პერიოდში სხვა საფასო პოლიტიკა მოქმედებდა და შესაბამისად, ჰესის აშენება დაჯდა „ძალიან იაფი“. „თავის დროზე, ენგურჰესის აშენება დაჯდა 980 მლნ საბჭოთა მანეთი, ამას თუ დღეს დოლარის კურსზე გადავიყვანთ გამოვა 1,5 მლრდ აშშ დოლარი. ეს ...

Read More »

ერდოღანი – შავ ზღვაში დამატებით 135 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი გაზი აღმოვაჩინეთ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში აღმოჩენილია დამატებით 135 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი გაზი. თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ერდოღანმა ზონგულდაქის პროვინციაში ფილიოსის პორტის გახსნაზე ისაუბრა. როგორც ერდოღანი აცხადებს, თურქეთის მიერ შავ ზღვაში მთლიანად აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მოცულობამ 540 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.

Read More »

წამყვანი ეკონომიკების ქვეყნებმა ტრანსნაციონალური კომპანიების დაბერგვის ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, წამყვანი ეკონომიკის G7-ის ქვეყნების ჯგუფმა მიაღწია “ისტორიულ” შეთანხმებას, რომელიც ტრანსნაციონალური კომპანიების დაბეგვრის შესახებაა. ამის შესახებ გამოცემა “ბიბისი” წერს. ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე ლონდონში შეთანხმდნენ, რომ დაიცვან კორპორატიული გადასახადის მინიმალური 15%-ანი პრინციპი. როგორც გამოცემა წერს, “დაზარალებულ” კომპანიებს შორის შეიძლება იყოს ისეთი ტექნიკური გიგანტები მოხვდნენ, როგორიცაა Amazon და Google. ამ ნაბიჯმა შეიძლება მილიარდობით დოლარი მოუტანოს მთავრობებს ...

Read More »

საჯარო მოხელეები, რომლებმაც პანდემიურ 2020 წელს ყველაზე მეტი პრემია აიღეს

პანდემიურ 2020 წელს საჯარო უწყებებმა პრემია/დანამატის სახით 21,5 მლნ ლარი გასცეს. ამის შესახებ, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. IDFI-ს ცნობით, კვლევის ობიექტი – 100 საჯარო დაწესებულებიდან, კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ 77-მა უწყებამ უზრუნველყო. კვლევის მიხედვით, 77 უწყებიდან, საშტატო თანამშრომლებზე ფულადი ჯილდო (პრემია) ან სახელფასო დანამატი, სულ 21,5 მილიონი ლარი, გაიცა 44 საჯარო დაწესებულებაში. მათ შორის, ...

Read More »

ნიკოლოზ გაგუა: შემდგომი წლები, ჩვენს საგარეო ვალს გამოკვეთილი კლების დინამიკა ექნება

მნიშვნელოვნად შემამცირებელი ეფექტი ექნება ვალუტის გამყარებას საქართველოს მთავრობის ვალზე, რომელმაც 2020 წლის ბოლოს 60%-ს მიაღწია და ვვარაუდობთ, რომ 1-2 წელიწადში 50%იან ნიშნულთან უნდა მივიდეს და შესაძლოა, ჩამოსცდეს კიდეც, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ „ქრონიკაში“ განაცხადა. „2019 წლის ბოლოს, ანუ პანდემიამდე, ჩვენი ვალის მაჩვენებელი დაახლოებით 40% იყო. ეს არის საკმაოდ დაბალ მაჩვენებლად ითვლება. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მაჩვენებელი ...

Read More »

ეკა ლალიაშვილი: ავტომობილების ტექინსპექტირების რეფორმა ძალიან შესუსტებულია

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის განცხადებით, ავტომობილების ტექინსპექტირების რეფორმა ძალიან შესუსტებულია, რის გამოც მნიშვნელოვანია კონტროლი კვლავ ამოქმედდეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკა ლალიაშვილმა განუცხადა, ტექინსპექტირების კონტროლი რომ კვლავ გასააქტიურებელია, ამას სტატისტიკაც მიუთითებს. უფრო კონკრეტულად – 2019 წელს ჯამში დაწერილია 230 749 ჯარიმა, 2020 წელს კი, ჯამში დაწერილია 152 568 ჯარიმა. „ტექინსპექტირების საკითხი 2019 წლიდან დაიწყო, თუმცა დღეს, კვლავ გაუმართავ ტრანსპორტთან ...

Read More »