Home » 2021 » June » 04

Daily Archives: June 4, 2021

აფბა – ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობისგან მკაფიო ახსნა-განმარტებებს საპარლამენტო მოსმენაზე ველით

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ დადებითად აფასებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, ელექტროენერგეტიკის სექტორში ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ საპარლამენტო მოსმენის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამადროულად, აფბა მოუწოდებს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობას, საპარლამენტო მოსმენაზე, გააკეთოს მკაფიო ახსნა-განმარტება, რეალურად რამ განაპირობა ბირჟის ამოქმედების გადავადება 6 თვით, რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ამ პერიოდის განმავლობაში და რეალურად მიღწევადია თუ არა 2022 წლის 1 ...

Read More »

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს

6-8 ივლისს თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: ჯაზის გიგანტი ბრენფორდ მარსალისი, 5 გრემის ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი და იამაიკელი ჯაზის ლეგენდა მონტი ალექსანდერ,  ტრიოსთან ერთად. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი. რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალის პირველ კონცერტს, 6 ივლისს სწორედ მუზეუმის ეზო უმასპინძლებს, რომლის დროსაც მსმენელის ...

Read More »

ლარი დოლართან 7 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 11 თეთრით

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0791 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0791 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1524 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0733 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7276 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8425 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.1149 ლარი შეადგინა. ...

Read More »

6-8 ივლისს თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს

ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს, რომელიც 6-8 ივლისს გაიმართება. ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: ჯაზის გიგანტი ბრენფორდ მარსალისი, 5 გრემის ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი და იამაიკელი ჯაზის ლეგენდა მონტი ალექსანდერ, ტრიოსთან ერთად. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი. რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალის პირველ კონცერტს, 6 ივლისს სწორედ ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “იფქლის” ახალი საწარმო გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „იფქლის“ ახალი საწარმო გაიხსნა  საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას კვლავ აქტიურად  განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით კომპანია „იფქლმა“ გაფართოვება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, სულ ცოტა ხნის წინ კი ქუთაისის ახლადგახსნილმა საწარმომ ფუნქციონირება დაიწყო. ბანკის მიერ გამოყოფილი 4 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია მთლიანად მოხმარდა ქუთაისში ევროპული ტიპის ახალი საწარმოს აშენებას, რომელიც  140 ადამიანს ასაქმებს. ახალ საწარმოში ცხობის პროცესი სრულად ავტომატიზირებულია ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: რეცესიისა და პანდემიის მიუხედავად, სადაზღვევო სექტორი მოგებაზე გავიდა

„სადაზღვევო სექტორის 2020 წლის ფინანსური მაჩვენებლები პოზიტიურია, რეცესიისა და პანდემიის მიუხედავად, სადაზღვევო სექტორი მოგებაზე გავიდა – 47.6 მილიონი ლარით. ასევე გაიზარდა მოზიდული სადაზღვევო პრემია 6.8%-ით და 667,3 მილიონი ლარი შეადგინა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ დავით ონოფრიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე 2021 წლის პირველი კვარტლის შედეგებს. განხილული იქნა, თუ რა ...

Read More »

კობა გვენეტაძე მოლდოვის ცენტრალური ბანკის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

4 ივნისს, მოლდოვის ეროვნულმა ბანკმა, დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მოლდოვის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – პოსტპანდემიური ეკონომიკური გაჯანსაღება: რეალობა და პერსპექტივა – გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. საერთაშორისო კონფერენციაზე კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც, პოსტპანდემიურ პერიოდში, ცენტრალური ბანკები აღმოჩნდნენ. კობა გვენეტაძემ მიმოიხილა ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, COVID-19-ით ...

Read More »

15 ივნისიდან ავტოიმპორტიორი კომპანიებისთვის ახალი შეღავათი ამოქმედება

15 ივნისიდან ამოქმედდება ავტომობილების საბაჟო საწყობების საქმიანობის შემსუბუქებული სანებართვო პირობები და აღრიცხვის გამარტივებული პროცედურები. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ გლობალური პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, 2021 წლის 15 ივნისიდან მსუბუქდება სატრანსპორტო საშუალებების განთავსებისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობების საქმიანობის ...

Read More »

“საწვავის ფასი 3 ლარს ასცდა და ეს გავლენას ყველაფრის ფასზე ახდენს – ყველას ურტყამს უმძიმესი დარტყმით”

“ყვავს კაკალი გააგდებინეო”, შემდეგი ვადამდელი არჩევნების შიშით, იმ მდგომარეობაში უნდა ჩავაგდოთ ხელისუფლება, რომ ვაიძულოთ ნაბიჯი გადადგას”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ გორში, ჟურნალისტებთან განცხადა, სადაც “ევროპული საქართველო” საწვავზე გაზრდილი ფასის გამო საპროტესტო აქციას მართავს. ბოკერიას თქმით, საწვავის ფასი 3 ლარს ასცდა, რაც გავლენას ყველაფრის ფასზე ახდენს, “ყველას ურტყამს უმძიმესი დარტყმით”. “ჩვენს გუნდთან და მის აქტიურ წევრებთან ერთად ...

Read More »

ბიზნესსექტორში დასაქმებულთა ხელფასების მსყიდველუნარიანობა ინფლაციის გათვალისწინებით 32 ლარით შემცირდა

ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიურმა ნომინალურმა ხელფასმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1284 ლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 57 ლარით მეტია, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით რეალურად 32 ლარით ნაკლები. საქსტატის ინფლაციის კალუკულატორის მიხედვით შარშანდელი 1227 ლარი მსყიდველობითუნარიანობით წლევანდელ 1316 ლარს უთანაბრდება. საწარმოთა ზომის მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი საშუალო ბიზნესში ფიქსირდება – 1475 ლარი, შემდეგ მსხვილი ბიზნესში – 1342 ლარი, მცირე ...

Read More »