ჩინეთი NIKE-ს, H&M-ს და ZARA-ს ბავშვებისთვის საშიშ ბრენდებად მოიხსენიებს და 81 მავნე ნივთის სიას აქვეყნებს

0
9

ჩინეთი რამდენიმე დასავლურ ბრენდს პროდუქტში ბავშვებისთვის მავნე ქიმიკატების და მასალების გამოყენებაში ადანაშაულებს.

ქვეყნის ოფიციალურმა ვებსაიტმა  გამოაქვეყნა 81 ნივთის სია, რომელიც შესაძლოა საფთხისშემცველი იყოს ბავშვებისთვის. უმეტესად ეს პროდუქტები ეკუთვნის NIKE-ს, H&M-ს და ZARA-ს.

განცხადება ჩინეთის გენერალურმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა, სადაც ნახსენებია ისეთი საბავშვო ნივთები, როგორიცაა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, კბილის ჯაგრისები და საბავშვო ბოთლები, რომლებზეც დაკვირვება 2020 წლის ივნისიდან მიმდინარეობდა.

H&M-ის შესახებ კი ვრცელდება შემდეგი ინფორმაცია:

“ბრენდი იყენებს საღებავებს და სხვადასხვა საშიშ ქიმიკატებს, რომლებიც შესაძლოა ტანმა შეიწოვოს კიდეც კანის ან პირის მეშვეობით, ეს ყველაფერი კი ჯანმრთელობისთვის ექსტრემალურად საშიშია.”

H&M-სZara-ს და Nike-ს ჯერ ბრალდებებისთვის არ უპასუხიათ.

rustavi2.ge