ავსტრიის კანცლერი: Nord Stream 2-ის გაზსადენი ემსახურება ავსტრიის ეკონომიკურ ინტერესებს

0
14

“ვენა მიესალმება ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, უარყოს შემდგომი სანქციები კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთიდან ევროპაში Nord Stream 2 გაზსადენის პროექტის განხორციელებაში”, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა. 

კანცლერის განცხადებით, რომელიც პარასკევს ვიდეო ბმულის საშუალებით სიტყვით გამოვა პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე, რუსული გაზის პროექტი ემთხვევა ვენის ეკონომიკურ ინტერესებს.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ შეერთებული შტატები სანქციებით აღარ ემუქრება Nord Stream 2-ის პროექტში მონაწილე კომპანიებს. ჩვენ, გერმანიის მსგავსად, კვლავაც ვუჭერთ მხარს Nord Stream 2-ს, რადგან ეს ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებში შედის”, – განმარტა კურცმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ Nord Stream 2 ხელს შეუწყობს ევროპაში ენერგომომარაგების მარშრუტების დივერსიფიკაციას, რაც ხელს უწყობს “ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას”.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ისთვის სანქციების დაწესება აშშ-ის ევროპასთან ურთიერთობებისთვის კონტრპროდუქტიული იქნებოდა.

სანდრო პირველი