Home » 2021 » June » 03

Daily Archives: June 3, 2021

“ობიექტივი“ ეთერში ძალადობის კადრების ჩვენებისთვის 2500 ლარით დაჯარიმდა

კომუნიკაციების კომისიამ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი გადაცემის განთავსების გამო 2500 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქმე ეხება მაუწყებლის ეთერში 23 აპრილს გასულ გადაცემა „სტუდია N8“-ს, რომელშიც ნაჩვენები იყო ადამიანების წამების და გაუპატიურების კადრები. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული გადაცემა ეთერში 23:00-23:05 დროის პერიოდში გავიდა, ტელეკომპანიამ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი და ძალადობის ...

Read More »

ჩინეთი NIKE-ს, H&M-ს და ZARA-ს ბავშვებისთვის საშიშ ბრენდებად მოიხსენიებს და 81 მავნე ნივთის სიას აქვეყნებს

ჩინეთი რამდენიმე დასავლურ ბრენდს პროდუქტში ბავშვებისთვის მავნე ქიმიკატების და მასალების გამოყენებაში ადანაშაულებს. ქვეყნის ოფიციალურმა ვებსაიტმა  გამოაქვეყნა 81 ნივთის სია, რომელიც შესაძლოა საფთხისშემცველი იყოს ბავშვებისთვის. უმეტესად ეს პროდუქტები ეკუთვნის NIKE-ს, H&M-ს და ZARA-ს. განცხადება ჩინეთის გენერალურმა ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა, სადაც ნახსენებია ისეთი საბავშვო ნივთები, როგორიცაა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, კბილის ჯაგრისები და საბავშვო ბოთლები, რომლებზეც დაკვირვება 2020 წლის ივნისიდან მიმდინარეობდა. H&M-ის შესახებ კი ვრცელდება შემდეგი ინფორმაცია: “ბრენდი იყენებს საღებავებს და სხვადასხვა საშიშ ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი: Nord Stream 2-ის გაზსადენი ემსახურება ავსტრიის ეკონომიკურ ინტერესებს

“ვენა მიესალმება ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, უარყოს შემდგომი სანქციები კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთიდან ევროპაში Nord Stream 2 გაზსადენის პროექტის განხორციელებაში”, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა.  კანცლერის განცხადებით, რომელიც პარასკევს ვიდეო ბმულის საშუალებით სიტყვით გამოვა პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე, რუსული გაზის პროექტი ემთხვევა ვენის ეკონომიკურ ინტერესებს. “ძალიან მოხარული ვარ, რომ შეერთებული შტატები სანქციებით აღარ ემუქრება Nord Stream 2-ის ...

Read More »

მოვუწოდებ ყველას, იქნებიან ეს ლიდერები, კომპანიის თანამშრომლები თუ ნებისმიერი ადამიანი, არ დავუშვათ დაძაბულობა – “ენკას” დირექტორი

კომპანია “ენკას” დირექტორი, მერაბ ლომინაძე ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და მიმდინარე პროტესტის შესახებ საუბრობს.  როგორც მერაბ ლომინაძე ამბობს, ხეობაში შეინიშნება გარკვეული დაძაბულობა და მისი თქმით, შეკრებილი ადამიანები ხშირ შემთხვევაში პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ. “მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის წარმოუდგენელია როდესაც მანქანებს აჩერებენ, ჩხრეკენ, ამოწმებენ და მოქალაქეებს არ ეძლევათ გადაადგილების საშუალება. ჩემთვის გასაგები იქნებოდა თუ ეს მიზანმიმართულად იქნებოდა რომელიმე კომპანიის, კერძოდ ჩვენს კომპანიაზე ...

Read More »

ლადო პაპავა – აუცილებელია შევცვალოთ ეკონომიკისადმი მიდგომა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა. – ბატონო ლადო, როგორც კი ლარის დევალვაცია ოდნავ შეჩერდა, რეკორდული გაუფასურება თითქმის 20 თეთრით შემცირდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა – „ეროვნული ბანკის ქმედებები დროული და ადეკვატური იყო, როგორც პანდემიამდე, ასევე პანდემიის დროს“. ამავე პერიოდში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა თქვენ არა ერთხელ გაგიკრიტიკებიათ. ახლა ეროვნული ბანკი კი აცხადებს, რომ ლარის გამყარება ...

Read More »

სესხის გამცემი სუბიექტების საოპერაციო რისკების შესამცირებლად დაგეგმილი ცვლილებები კანონქვემდებარე აქტებში

სესხის გამცემი სუბიექტების საოპერაციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებები განხორციელდება. ორწლიანმა ზედამხედველობის პროცესმა კომპანიების მხრიდან საოპერაციო რისკის მართვის მიმართულებით გარკვეული ხარვეზები გამოავლინა, რამაც აუცილებელი გახადა საერთო სტანდარტების შემუშავება. აღნიშნული ხელს შეუწყობს სესხის გამცემი სუბიექტებისთვის საოპერაციო რისკების შემცირებას, სექტორის უწყვეტ ფუნქციონირებას და კომპანიათა რეპუტაციის ამაღლებას ბაზარზე. სესხის გამცემი სუბიექტებისთვის, საოპერაციო რისკებთან დაკავშირებული სტანდარტებისა და მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით, გადაწყდა მარეგულირებელ ...

Read More »

სოციალისტური საბაზრო ეკონომიკა ჩინეთში, ვიეტნამსა და ლაოსში: არის თუ არა განვითარების სამაგალითო მოდელი?

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩინეთი, ვიეტნამი და ლაოსი ეკონომიკური ზრდის კუთხით მოწინავე სახელმწიფოთა რიგებში იმყოფებიან. ანუ, გლობალური კაპიტალისტური სისტემის სამი წამყვანი ზრდადი ეკონომიკა მოდის ავტორიტარულ სახელმწიფოებზე, რომლებიც იმართებიან კომუნისტური პარტიების მიერ და ოფიციალურად ეყრდნობიან სოციალისტური განვითარების დღის წესრიგს. უცნაურია, მაგრამ განვითარების ინდიკატორების მთელ რიგში ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებლების მიუხედავად, რაიმე მნიშვნელოვანი ინტერესი მათდამი მაინც არ იყო გამოვლენილი. ბევრს მიაჩნია, რომ ბოლო ათწლეულების ...

Read More »

ბილაინსა და BTU-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრ, ბილაინსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში ბილაინის თანამშრომლები BTU-ს სტუდენტებს გაუზიარებენ სამუშაო გამოცდილებას, ციფრული და ტექნოლოგიური მიმართულებით. ბილაინი აქტიურად ჩაერთვება უნივერსიტეტის პანელ დისკუსიებში, ასევე კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებზე სემინარებისა და ტრენინგების ფორმატში. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ძირითადი მიმართულება მობილური თამაშები იქნება.  ამ სფეროში ბილაინმა მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა. ბილაინის მობილური ...

Read More »

“ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები “გვიმტკიცებენ” ფულის მასას არა აქვს გავლენა გაცვლით კურსსა და ინფლაციაზეო – უკაცრავად, მაგრამ თაღლითობა ჰქვია ამას”

“ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები “გვიმტკიცებენ” ფულის მასას არა აქვს გავლენა გაცვლით კურსსა და ინფლაციაზეო – უკაცრავად, მაგრამ თაღლითობა ჰქვია ამას”, – ამის შესახებ ყოფილი ვიცეპრემიერი, ფინანსისტი თემურ ბასილია აცხადებს. ბასილიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “რატომ მყარდება ლარი ბოლო პერიოდში? ამ პერიოდში არ მომხდარა რაიმე ცვლილება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რასაც ლარის ასეთი გამყარება უნდა გამოეწვია. პირიქით კი, თუ თურქულ ...

Read More »

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ 4 საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო პროექტს – ლისის, დადიანისა და ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიებზე ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერა, რაც 13 მლნ ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით გამოიყო. „მიმდინარე პროექტები 10,000 და 5,000 კვ.მ. 4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს. ჯამში აშენდება 44 ბინა. პროექტი ...

Read More »