Home » 2021 » June » 02

Daily Archives: June 2, 2021

ბაჩანა ჯინჭარაძე – ლარის “ქამბექში” გამკაცრებული მონეტალური პოლიტიკის წვლილიცაა

“ლარი “აქამბექებს” და ამ პროცესში გამკაცრებული მონეტალური პოლიტიკის წვლილიცაა”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე აცხადებს. “გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური პარამეტრების პარალალურად, ეროვნული ვალუტის გამყარებაში გამკაცრებულ მონეტალურ პოლიტიკასაც შეაქვს წვლილი. ეროვნულმა ბანკმა 28 მარტს განაკვეთი +1 პროცენტით, 8.5-დან 9.5-მდე შეცვალა. მართალია, სებ-ი ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი, დეკლალირებულია როგორც ინფლაციის მოთოკვის საშუალება, მაგრამ იმპორტამოკიდებულ და მაღალდოლარიზებული ქვეყნის ...

Read More »

„გარიგება სებ-ის ახალ შენობასთან დაკავშირებით, არის კორუფციული ნიშნების შემცველი,  მოჩვენებითი და თვალთმაქცური “, – „ახალგაზრდა ადვოკატები“

„გარიგება სებ-ის ახალ შენობასთან დაკავშირებით, არის კორუფციული ნიშნების შემცველი,  მოჩვენებითი და თვალთმაქცური “, – „ახალგაზრდა ადვოკატები“ „თვლით, თუ არა, რომ გარიგება ეროვნულ ბანკსა და რომან ფიფიას „სითი ცენტრს“ შორის, ეროვნული ბანკის ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო მიწის შეძენის შესახებ, არის  ფორმალური იურიდიული საფუძვლების შექმნით, წინასწარი განზრახვით, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება”-, ამ კითხვით არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვლმა საქართველოს ეროვნული ...

Read More »

„რასაკვირველია, ჰესების აშენებით ზიანი გარდაუვალია, მაგრამ სარგებელი განუზომლად დიდია“

იმის ახსნა, თუ საით მიდის ქვეყანა ეკონომიკურად, მათ შორის, ენერგეტიკულად, ვფიქრობ, უნდა იყოს ძალიან მარტივად შესაძლებელი. შესაძლოა ეს დაგვიანდა კიდეც, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ზურაბ ნოღაიდლეი აცხადებს. მისი თქმით, საქართველომ აუცილებლად უნდა დაისახოს მიზნად ეკონომიკის განვითარების იმ პარამეტრების მიღწევა, რაც სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას მოიტანს. „ამ პროცესში ყველაზე დიდი როლი ...

Read More »

კობა გვენეტაძე – როდესაც გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციაზე იწყებს მოქმედებას, ამას უფრო დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რასაც ვაკეთებთ კიდეც

როდესაც გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციაზე იწყებს მოქმედებას, ამას უფრო დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რასაც ვაკეთებთ კიდეც, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს გააგრძელებს. „როდესაც გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციაზე იწყებს მოქმედებას, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება. მე მისაუბრია კიდეც, რომ შესაძლებელია იყოს პერიოდი, როდესაც გაუფასურდება გაცვლითი კურსი. მაგალითად, მოგეხსენებათ, ...

Read More »

მედია – Nord Stream 2-ის ობიექტები მომავალ კვირაში სატესტო რეჟიმში მუშაობას დაიწყებენ

ლენინგრადის რეგიონში Nord Stream 2-ის ობიექტები მომავალ კვირაში სატესტო რეჟიმში მუშაობას დაიწყებენ, -ამის შესახებ რუსულ მედიას ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ განუცხადა. „გუშინ ლენინგრადის რეგიონის კინგისეპის რაიონში იმ რუსული ობიექტების შემოწმება ჩატარდა, რომლებიც მომავალი კვირიდან სატესტო რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას, რათა გერმანიისთვის გაზის გაშვების პროცესი მომზადდეს”, – აღნიშნა დროზდენკომ. შეგახსენებთ, დასავლეთში შიშობენ, რომ შესაძლოა, რუსეთმა Nord Stream 2-ის გაზსადენი, რომლითაც ევროპას რუსული ...

Read More »

„ფასების ზრდა, ინფლაცია, ლარის კურსი – ამ საკითხებს სისტემატურად ვაყენებთ, საჭიროა, დროული რეაქცია და პრევენცია“

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მანდატიდან გამომდინარე ის არის პასუხისმგებელი ინფლაციაზე, ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე. როგორც კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში წარადგინა ბანკის პრეზიდენტმა, ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. „ფასების სტაბილურობა, ფასების ზრდა, ინფლაცია, ლარის კურსი. ამ საკითხებს სისტემატურად ვაყენებთ, საჭიროა დროული რეაქცია და პრევენცია. განსაკუთრებით ლარის კურსთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ...

Read More »

კობა გვენეტაძე: პოპულისტური მეთოდით კურსის დაჭერა მეტ ადამიანს დააკარგვინებდა სამსახურს

“პოპულისტური მეთოდით კურსის დაჭერა მეტ ადამიანს დააკარგვინებდა სამსახურს,” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძე პარლამენტში, საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტში ქვეყნის ცენტრალური ბანკის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. კობა გვენეტაძის თქმით, პანდემიამდე გაუფასურება რუსეთის ფედერაციის მიერ 2019 წლის ივნისში შეჩერებულმა ფრენებმა გამოიწვია, რამაც ტურისტების ნაკადის შემცირების მოლოდინი გააჩინა, 2018 წელს კი გაუფასურების მიზეზი კი თურქული ლირას მკვეთრი გაუფასურება იყო. “რაც შეეხება 2020 წელს, ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: ვისი მუშაობის შედეგია 2020 წლის 2.4%-იანი ინფლაცია – სებ-ის, საქსტატის თუ მთავრობის?

ვისი მუშაობის შედეგია 2020 წლის 2.4%-იანი ინფლაცია – სებ-ის, საქსტატის თუ მთავრობის? – ამ კითხვით მიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, რომელმაც დეპუტატების წინაშე 2020 წლის წლიური ანგარიში წარადგინა. „ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას და მიზანს ფასების სტაბილურობა წარმოადგენს. ანუ, ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი ინფლაციაზე (მთავრობას კი პასუხისმგებლობა ეკისრება ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებაზე და ა.შ.). საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ...

Read More »

„არავის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ჩემთვის პასუხი ნათელია – ლარის კურსი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა“

ლარის კურსი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა, – ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მიერ სებ-ის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას გააკეთა. „ვისი პასუხისმგებლობაა ლარის კურსი, მთავრობის თუ ეროვნული ბანკის? არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ჩემთვის პასუხი ნათელია – ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. მან ამის დასტურად საქართველოს კონსტიტუცია და ეროვნული ბანკის ორგანულ ...

Read More »

თქვენ კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივა მოკალით – ხაზარაძე გვენეტაძეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სხდომაზე გამართულ დებატებში პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კობა გვენეტაძეს კაპიტალის ბაზრის შესახებ დაუსვა კითხვა. “3 საკითხს გამოვყოფ მხოლოდ კითხვებში. პირველია ლარის კურსი, რომელიც ბატონი კობა გვენეტაძის პრეზიდენტობის დროს 40%-ზე მეტად გაუფასურდა. აქვე დავაზუსტებ, სებ-ი აცხადებს, რომ ლარის კურსი მის კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ ...

Read More »