Home » 2021 » June » 01

Daily Archives: June 1, 2021

ზურაბ ნოღაიდელი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რატომ შენდება ესა თუ ის მსხვილი ენერგეტიკული ობიექტი

„საქართველოში უნდა აშენდეს ყველაფერი, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ყველა არსებული წესის დაცვით“,  – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. ნოღაიდელს მიაჩნია, რომ უნდა აშენდეს ყველაფერი, იქნება ეს ორსართულიანი შენობა, ღელეზე გადებული ხიდი, შიდა მოხმარების გზა, თუ მაგისტრალი, მცირე ჰიდროელექტროსადგური, თუ მსხვილი ჰიდროელექტროსადგური, მაგალითად, ისეთი, როგორიც ნამახვანის მასშტაბის ობიექტია. „აქ მთავარი არის ის, რომ ნებისმიერი ...

Read More »

„თიბისი“ ბიზნესის მხარდაჭერით „კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ წარმოებას გააფართოვებს

„კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ „თიბისი“ ბიზნესის მხარდაჭერით წარმოებას გააფართოვებს. “კახური ტრადიციული ჩურჩხელა” სამი წლის წინ დაფუძნებული მცირე საწარმოა, რომელიც წლიდან-წლამდე გასაკვირი სისწრაფით ვითარდება. ამ წარმატების მიზეზი არანაკლებ გასაკვირია, რადგანაც კომპანია წარმოებისას უმარტივეს პრინციპს ეყრდნობა, რომელიც არავისთვის საიდუმლოს, სიახლესა თუ აღმოჩენას არ წარმოადგენს. კომპანია ცდილობს, მის მიერ დამზადებული ჩურჩხელა ზედმიწევნით მისდევდეს წარმოების კახურ ტრადიციას, იყოს 100 პროცენტით ნატურალური და, შესაბამისად, ხარისხიანი. ერთი ...

Read More »

დავით ნარმანია: “თელასს” სოლიდურად დავაჯარიმებთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია თელასს დააჯარიმებს, – მიზეზი შეწყვეტილი ელექტროენერგიის დროული აღდგენის მაჩვენებლის გაუარესებაა. სემეკის თავმჯდომარემ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული” განმარტა, რომ დავალების შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არის დასჯადი. „ინვესტიციის მოცულობა, რომელსაც კომპანიები ქსელის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებენ, ტარიფზე გარკვეულწილ ზეწოლას ახდენს. სემეკის შესაბამისი დეპარტამენტები სწავლობენ ინვესტიციების მოცულობას და კომპანიებს ბრმად არ ვაკეთებინებთ ინვესტიციას. ერთია რომ ისინი წარმოადგენენ ...

Read More »

საქართველოს ბანკისა და MasterCard-ის შეთავაზება ბიზნესს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად სიახლეების შეთავაზებას აგრძელებს. ამჯერად ბანკი ბიზნესებს MasterCard-თან ერთად ციფრულ ბიზნესბარათზე cashback-ს სთავაზობს. რაც გულისხმობს იმას, რომ სამი თვის განმავლობაში ციფრული ბიზნესბარათით განხორციელებულ გადახდებზე ბიზნესი გადახდილი თანხის 10%-ს ქეშბექის სახით, ციფრულ ბარათზევე დაიბრუნებს. დაანგარიშება მოხდება თვის ბოლოს. ანაზღაურება კი განხორციელდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში. შეთავაზება დღეიდან დაიწყო და ის 31 აგვისტოს დასრულდება. სამი თვის განმავლობაში ბიზნესს ექნება ...

Read More »

ეკონომიკის ასეთი ზრდა კოვიდ გამოცანაა – ირაკლი კოვზანაძე

„ეკონომიკის ასეთი ზრდა კოვიდ გამოცანაა“ – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ რადიო „პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. კოვზანაძის თქმით, ამ მასშტაბის ზრდა უპრეცედენტოა და ერთგვარი კოვიდ გამოცანაა, რასაც ბევრი ანალიზი დასჭირდება. ,,ასეთი უპრეცენდენტო ზრდა არასოდეს გვქონია და ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. იმედი მაქვს, რომ ეს ზრდა გაგრძელდება, ცხადია ასეთი მასშტაბი ვერ ექნება, თუმცა ტენდენციის სახეს იმედია, შეინარჩუნებს. ეს ...

Read More »

მზის სადგურის და ჰესის პირველი ჰიბრიდული სისტემა

მზის სადგურის და ჰესის პირველი ჰიბრიდული სისტემა ჰიდროელექტროსადგურებს, რომლებიც ელ. ენერგიის გამომუშავებისთვის იყენებენ წყლის ენერგიას, გლობალურ ენერგობალანსში უდიდესი როლი აქვს, თუმცა ახალი კვლევები გვიჩვენებს, რომ ამ ტიპის სადგურებს გაცილებით მეტი შეუძლიათ. აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს ხელშეწყობით, განახლებადი ენერგიების კვლევის ლაბორატორიაში შეფასდა მსოფლიოში არსებული ჰესების პოტენციალი, რომელთა წყალსაცავებზეც შესაძლებელია მცურავი მზის სადგურების განთავსება. სისტემის გარკვეული მოდერნიზაციის შემდეგ შესაძლებელია მზის სადგურმა ჰესთან შეთანხმებულად ...

Read More »

2020 წელს ტელეკომ ოპერატორების შემოსავლები 32 მილიონით შემცირდა

კომუნიკაციების კომისიის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ტელეკომ ოპერატორების მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი 1,153 მლნ ლარი იყო, 2019 წელს კი ჯამური შემოსავლები 1,185 მლნ ლარს შეადგენდა. 2020 წელს ტელეკომ ოპერატორებმა გასულ წელთან შედარებით 32 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღეს. 2020 წელს საცალო მომსახურეობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 961 მლნ ლარი შეადგინა. საცალო შემოსავლებში როგორც ფიქსირებული ინტერნეტი, ისე მობილური, როუმინგული, ფიქსირებული სატელეფონო და მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლები შედის. მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა ...

Read More »

რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესასვლელად

თურქეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს, რომლებიც თურქეთში გამგზავრებას აპირებენ. „2021 წლის 1-ლი ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ და მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Read More »

სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება I ივლისიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარამდე გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე, გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა, – ამის შესახებ მთავრობის მეთაური ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ მილოცვაში აღნიშნავს. გარდა ამისა, არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. ...

Read More »

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ახალი წევრი JTI გახდა

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრთა რიგებს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი თამბაქოსა და გახურებადი თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია Japan Tobacco International შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ავრცელებს. როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, Japan Tobacco International მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი თავისი პროდუქციით და წარმოადგენს JT კომპანიების ჯგუფის წევრს. როგორც ცნობილია, JTI-ის ეკუთვნის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Winston, Camel, Sobranie, Mevius და LD. კომპანიის ...

Read More »