„ვინ მიაყენა ჩვენს ქალაქს სასიკვდილო ჭრილობა? რა ჩამკეტი მექანიზმია, რომ თბილისში აღვირახსნილი დეველოპმენტი დასრულდეს?“

0
10

„ვინ მიაყენა ჩვენს ქალაქს სასიკვდილო ჭრილობა? რა ჩამკეტი მექანიზმია, რომ თბილისში აღვირახსნილი დეველოპმენტი დასრულდეს?“, – ამ კითხვით მიმართა პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, მაია ბითაძეს.

ხაზარაძემ კანონპროექტთან დაკავშირებით შემდეგი საკითხები დააყენა:

„ვიცით თუ არა ჩვენ ამ ამნისტიაში რა ზომის დანაშაულზეა საუბარი? გაქვთ თუ არა პირველი 50-100 შემთხვევის ჩამონათვალი, თუ რა ჯარიმაზეა საუბარი? ვინ მიაყენა ჩვენს ქალაქს „სასიკვდილო ჭრილობა“, ან ვინ გააკეთა უბრალოდ გადაცდომა და მსუბუქი დანაშაული? და რატომ უნდა ვაპატიოთ ჩვენ ამ ადამიანებს ბიუჯეტში გადასახადის გადამხდელებმა ის ჯარიმა, რომელიც მათ დაეკისრათ?

თქვენ თქვით, რომ 12 ათასი ნებართვა გაიცა და აქედან 6 000 არ არის ექსპლოატაციაში შესული, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ თქვენი გუნდი ( მერიაში), რომელიც ამით უნდა ყოფილიყო დაკავებული, ვერ ასრულებდა დავალებას, რომ მსგავსი საკითხები აღეკვეთა რაღაცა ფორმით. ინტერესთა კონფლიქტია, რადგან ამბობთ, რომ ზედამხედველობა კარგად ვერ განახორციელეთ და ახლა გინდათ ყველას ყველაფერი ვაპატიოთ.

რა ჩამკეტი მექანიზმი გაქვთ იმისათვის, რომ მსგავსი რამ მომავალში არ მოხდეს? გვინდა წარმოადგინოთ ციფრები, რომ საზოგადოებამ იცოდეს, დანაშაულის ზომა და ოდენობა. რა ჩამკეტი მექანიზმია, რომ ქალაქ თბილისში ეს აღვირახსნილი დეველოპმენტი დასრულდეს, სადაც ადამიანებს არ აქვთ არანაირი პერსპექტივა, რომ უბრალოდ თავისი ცხოვრება დაგეგმონ, რათა დღეს ნაყიდ ბინაში ხვალ ეფარება ბეტონის კედელი.

ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს პატიება უსამართლობა იქნება იმ დეველოპერების მიმართ, რომლებიც კანონს არ არღვევენ, პატიოსნად ექცევიან ქალაქს, არც ზედმეტი კვადრატული მეტრები დაუშენებიათ და ახლა უბრალოდ არასამართლიან გარემოში ხვდებიან.

ვინც იცოდა, რომ ამნისტია იქნებოდა, ყველამ მოასწრო მითვისება ქალაქის კუთვნილი ტერიტორიების და ახლა გვინდა, ეს ყველაფერი გავათეთროთ“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

https://www.facebook.com/watch/?ref=saved&v=837190437178460