Home » 2021 » May » 31 (page 2)

Daily Archives: May 31, 2021

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 პროცენტი 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 პროცენტი  “ჩვენი განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება 6.5 პროცენტი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს წინა პროგნოზებს”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ფინანსთა სამინისტროს განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები წარადგინა. განახლებული პროგნოზები ითვალისწინებს პოზიტიურ ცვლილებებს ეკონომიკის ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებლის მიმართულებით. „ბოლო ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: ეკონომიკური ზრდის დღეს გამოქვეყნებული მონაცემები, მართლაც შთამბეჭდავია, ასეთი ტენდენცია ყველა მოლოდინს აჭარბებს

ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა სუსტდება. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში ეკონომიკის შთამბეჭდავად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 44.8% შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იანვარ-აპრილში მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 8.1% შეადგინა. „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეკონომიკური ზრდის გამოქვეყნებული მონაცემები, მართლაც შთამბეჭდავია. ასეთი ტენდენცია ყველა მოლოდინს აჭარბებს, შესაბამისად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ეკონომიკის აღდგენის შეუქცევადი ...

Read More »

„მეორე კვარტალში ეკონომიკის აღდგენის ტენდენცია, სამთავრობო ანტიკრიზისული პროგრამისა და ეკონომიკის სტიმულირების სწორ დაგეგმვაზე მიუთითებს“

„საქსტატის“ მიერ აპრილის ზრდის წინასწარი მონაცემი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არა თუ მთავრობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპროგნოზო დაშვებებზე მაღალია, 44.8 % შეადგინა და სულაც სარეკორდოდ უნდა მივიჩნიოთ, გასული წლის აპრილში 17-პროცენტიანი ვარდნის მიუხედავადაც კი! რაც მთავარია, წინა კრიზისულ, 2019 წელთან მიმართებაშიც კი ზრდა 28 პროცენტია. ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის პროგნოზირება, რომ მაისშიც ზრდის ტემპი მაღალი იქნება, ხოლო ...

Read More »

„ვინ მიაყენა ჩვენს ქალაქს სასიკვდილო ჭრილობა? რა ჩამკეტი მექანიზმია, რომ თბილისში აღვირახსნილი დეველოპმენტი დასრულდეს?“

„ვინ მიაყენა ჩვენს ქალაქს სასიკვდილო ჭრილობა? რა ჩამკეტი მექანიზმია, რომ თბილისში აღვირახსნილი დეველოპმენტი დასრულდეს?“, – ამ კითხვით მიმართა პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, მაია ბითაძეს. ხაზარაძემ კანონპროექტთან დაკავშირებით შემდეგი საკითხები დააყენა: „ვიცით თუ არა ჩვენ ამ ამნისტიაში რა ზომის დანაშაულზეა საუბარი? გაქვთ თუ არა პირველი 50-100 შემთხვევის ...

Read More »

ევროპული საქართველო ხელისუფლებას საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებისკენ მოუწოდებს

ევროპული საქართველოს ლიდერებმა, რუსთავში, საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმების მოთხოვნით ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა წარადგინეს კლიპი და პეტიცია საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით. პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, საწვავის ფასის ზრდა პირდაპირ აისახება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის ფასების ზრდაზე, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას. ევროპული საქართველო კამპანიის სახით მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს საწვავზე აქციზის გადასახადი, რაც მის ღირებულებას მინიმუმ 40 ...

Read More »

SPI ჯგუფი იმედოვნებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს საკასაციო საჩივარს სასაქონლო ნიშან „სტოლიჩნაისთან“ დაკავშირებით

SPI ჯგუფი იმედოვნებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს საკასაციო საჩივარს სასაქონლო ნიშან „სტოლიჩნაისთან“ დაკავშირებით ამ კვირაში საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, რაც უკავშირდება საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშან „სტოლიჩნაიას“. ცოტა ხნის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სახაზინო საწარმო „სოიუზპლოდოიმპორტის“ სარჩელი, რომლის საფუველზეც გაუქმდა SPI ჯგუფის ინტელექტუალური საკუთრება საქართველოში. ...

Read More »

„აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა“

„აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს. “ასეთი უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ცალსახად მისასალმებელია. იმედია სწრაფი და მასშტაბური ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა სიმართლისთვის ისიც უნდა ითქვას რომ გასული წლის აპრილში გვქონდა -16.6 %-იანი რეცესია, რის ფონზეც ზრდა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა, ანუ ეს არის ,,ზამბარის ...

Read More »

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულთა და ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ერთობლივი განცხადება

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულთა და ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ერთობლივი განცხადება მიმდინარე წლის 29 მაისს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გაშუქდა ცრუ ინფორმაცია, რომლის თანახმად სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაუსრულებელ ერთ-ერთ ობიექტზე, თითქოს ადგილობრივი მოსახლეობის საზიანოდ შენდება “ბეტონის ჯუნგლები“, რაც გაუგონარი ბოროტებაა. აღნიშნულს მხარი დაუჭირა ანა დოლიძემ, ისე, რომ მისი მხრიდან საკითხი არ არის სიღრმისეულად შესწავლილი. სამშენებლო კომპანია „სვეტის“ პროექტი გახდა ქართველი ...

Read More »

დაქირავებით დასაქმებულთათვის მაისის თვის 200-ლარიანი კომპენსაცია უკვე გაიცა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა, მათ შორის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური. დღეისათვის, მაისის თვის 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 109 086 პირს, 21 817 200 ლარის ოდენობით. ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში იანვრის თვის, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით; თებერვლის – 140 029 პირს, 28 005 ...

Read More »

2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1 პროცენტია. საქსტატის ცნობით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ...

Read More »