Home » 2021 » May » 29

Daily Archives: May 29, 2021

ანა დოლიძემ მოსახლეობასთან ერთად “m2”-ის მიერ მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტა

პარტია ,,ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ ნუცუბიძის 127 ნომერში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად კომპანია “m2”-ის მიერ მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტა. ანა დოლიძის განცხადებით, სახეზეა უკანონო განაშენიანების მორიგი შემთხვევა, რასაც თბილისში ხშირად ვაწყდებით. მისივე თქმით, ადგილზე მეწყერია ჩამოწოლილი, საფრთხე ექმნება მთლიან ტერიტორიას და ამის გათვალისწინებით, აღნიშნული კორპუსის მშენებლობა შესაჩერებელია. ,,ჩვენთან 10-ჯერ უფრო ნაკლები მწვანე სივრცეა, ვიდრე საშუალო ევროპულ ქალაქში. ფაქტობრივად, ვიხრჩობით და ჩვენ ქალაქში ჰაერი არ არის. თითო გოჯ ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს აქვს შანსი გახდეს ენერგეტიკული ჰაბი

„საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ელექტროენერგეტიკული ჰაბი. საამისოდ, ქვეყანამ საკუთარი უპირატესობები უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მისი თქმით, ვითარების ანალიზისას არ უნდა შევიდეთ შეცდომაში, რომ თუნდაც იგივე თურქეთში ენერგიის იმპორტი მიმზიდველი აღარ არის. „ეს ასეა ახლა, როცა პანდემიაა და როცა მოხმარება შემცირებული. ამგვარი ვითარება შესაძლოა გაგრძელდეს კიდევ გარკვეული პერიოდით, მაგრამ არა უსასრულოდ. ...

Read More »

იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის და იურიდიული დასკვნის მომზადების მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. პირობების მიხედვით, მასში მონაწილეობა საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს შეუძლიათ. იურიდიული მომსახურების მიწოდების თაობაზე იუსტიციის სამინისტროს წინადადებები არაუგვიანეს 10 ივნისს უნდა წარედგინოს. საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების ხელშეკრულების მიმოხილვა, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეფასება და იურიდიული დასკვნის მომზადება ევალებათ. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე პირისთვის აუცილებელია ...

Read More »

საქართველოში შესაძლოა, ახალი უქმე – „მამის დღე“ დაწესდეს

საქართველოში შესაძლოა, ახალი უქმე – მამის დღე დაწესდეს. ამის შესახებ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება ქუთაისის კერძო სკოლის „ღონე ქვეყნისას“ მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს. მათი ვერსიით, ქვეყანაში მამის დღე 19 დეკემბერს უნდა დაწესდეს და 3 მარტის (დედის დღის) მსგავსად უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს. „დღეისთვის, ქვეყანაში არ არსებობს მამის დღე. გვსურს ქართულ ფესვებთან დაკავშირებული თარიღი გვქონდეს და მეორე მშობლის მიმართაც გამოვხატოთ მადლიერება. მიგვაჩნია, ...

Read More »

აშშ 9 ბელარუსულ სახელმწიფო კომპანიას სანქციებს ხელახლა უწესებს და ქვეყანასთან საჰაერო მომსახურების ხელშეკრულებას აჩერებს

შეერთებული შტატები აშშ-ბელარუსის საჰაერო მომსახურების შესახებ 2019 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას აჩერებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება ბელარუსის მიერ ათენი-ვილნიუსის რეისის მიმართულების იძულებით შეცვლისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის საპასუხოდ მიიღეს, რასაც, შეერთებული შტატები „საერთაშორისო ნორმების შეურაცხყოფად აფასებს“. ამასთან, აშშ-ის ხელისუფლება 3 ივნისიდან 9 ბელარუსული სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს აღადგენს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ...

Read More »

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის 88 მლნ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2022 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოსთვის 88 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა იგეგმება. „აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და კრემლის მავნე ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევას. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების პრინციპის განმტკიცებასა და კანონის უზენაესობას, უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას; გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე წვდომას; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ ...

Read More »

აფბამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების დასადგენად სსე-ს ესკოს- და „ენერგეტიკულ ბირჟას“ კითხვებით მიმართა

აფბამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების დასადგენად სსე-ს ესკოს- და „ენერგეტიკულ ბირჟას“ კითხვებით მიმართა „ახალგაზრდა ფინანისისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ სსე-ს („საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) ესკოს („ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს“) და სენბის („საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“) მიმართა და სთხოვა ორგანიზაციას მიაწოდონ მათი ხედვები, თუ რა მიზეზების გამო გადავადდა ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება და დარწმუნებულები არიან, თუ არა, რომ ბირჟა ხელახლა დათქმული ვადის, ანუ 6 ...

Read More »