Home » 2021 » May » 28

Daily Archives: May 28, 2021

გასულ წელს ყველზე მეტი, 5.5 მლნ ლარი, პრემია სებ-ის თანამშრომლებზე გაიცა — IDFI

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ინფორმაციით, გასული წელს 44 საჯარო უწყების თანამშრომლებზე პრემიისა და დანამატის სახით, ჯამში, 21 მლნ ლარზე მეტი გაიცა. IDFI-მ საჯარო უწყებებში 2020 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია დღეს, 28 მაისს გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, კვლევის პერიოდში 100 უწყებას მიმართეს, მათგან მხოლოდ 77 დაწესებულებისგან მიიღეს მეტნაკლებად სრული ინფორმაცია. IDFI საჯარო დაწესებულებებისგან ითხოვდა 2020 წელს თანამდებობის პირებზე, ...

Read More »

ირაკლი ნადარეიშვილი – სახელმწიფოს ხელშეწყობით განვითარებული სტარტაპების მიერ მილიონობით ლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა მოზიდული

სახელმწიფოს ხელშეწყობით განვითარებული სტარტაპების მიერ მილიონობით ლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა მოზიდული, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გლობალური სტარტაპ ფონდის რიგით მე-3 ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ინვესტორების მიერ შერჩეულმა 16-მა სტარტაპმა პრეზენტაციები გამართა საერთაშორისო ინვესტორებისგან დაფინანსების მოსაპოვებლად. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება პრიორიტეტს წარმოადგენს. „საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება და ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის 2022 წლის თავმჯდომარე გახდა

2021 წლის 27-28 მაისის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe – BSCEE) ყოველწლიურ კონფერენციაზე 2022 წლის თავმჯდომარე ქვეყნად საქართველო აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ამავე ინფორმაცით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ჯგუფის თავმჯდომარის პოზიციას 2021 წლის 16 დეკემბრიდან დაიკავებს. 2022 წელს BSCEE ჯგუფის კონფერენცია თბილისში გაიმართება. საქართველოს ეროვნული ...

Read More »

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა 82-ხმით, ერთხმად „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. „მეწარმეთა შესახებ“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივები პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. „მეწარმეთა შესახებ“ კანონპროექტი კომპანიების პარტნიორებს შორის ურთიერთობებს ახლებურად აწესრიგებს. დოკუმენტით რეგულირდება სამეწარმეო საზოგადოებების დაფუძნების, რეორგანიზაციის, ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის საკითხები, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებები, კეთილსინდისიერების, კონკურენციის, საჯარო რესსტრის საჯაროობის საკითხები. კანონპროექტს შემოაქვს მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონული პორტალის, როგორც ერთიანი ელექტრონული ...

Read More »

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს აქვს შანსი, იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშეც ამ ეტაპზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, „ნამახვანჰესის“ საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც არის საქართველოს ინტერესებში და როგორც ხალხი ითხოვს. როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, საქართველოს აქვს შანსი, იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშეც. „ახლა ვიმყოფები ამსტერდამში, მიმავალ თვითმფრინავში და ზღვაში არის გაკეთებული ქარის ელექტროსადგურები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როცა „ნამახვანი“ და ჰიდროჰესები შენდებოდა, მაშინ არ იყო მზის, წყალბადის, ქარის ტექნოლოგიები, ახლა ყველაფერი ...

Read More »

„დავოსი და აბასთუმანი – მსოფლიოში ეს ორ კურორტია უნიკალური, სადაც არის ნული ბაქტერია – ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს წინ წამოვწიოთ“

„ყველაზე მთავარი გამოწვევა არის, რომ არ დავთვალოთ ტურისტების რაოდენობა და დავთვალოთ ის შემოსავლები, რომელსაც მივიღებთ ტურისტული ბიზნესიდან“, -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ახალმა კონსულტანტმა ვალერი ჩეხერიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დღესაც კი, პოსტ-პანდემიურ პირობებში აქვს იმის პოტენციალი, რომ მოიზიდოს ტურისტები, შესთავაზოს მათთვის საინტერესო მიმართულებები და პარალელურ რეჟიმში იმუშაოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. როგორც ვალერი ჩეხერიამ აღნიშნა, ახლა ...

Read More »

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ „ნამახვანჰესის“ პროცესის მონაწილე მხარეებს პარლამენტში იბარებს

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ „ნამახვანჰესის“ პროცესის მონაწილე მხარეებს პარლამენტში იბარებს. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ფრაქციის პოზიციაა, რომ „ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, თუმცა არა დაპირისპირების და ბარიკადების ფონზე. „ქვეყანაში მიდის ცხარე დისკუსია აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“. ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ და პარტია „ლელოს“ პოზიციაა, რომ დიახ, უნდა აშენდეს მაგრამ არა ისე, როგორც ეს ხდება დღეს, არა ...

Read More »

გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონფერენცია ხვალ გაიმართება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი კონფერენცია „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში ხვალ გაიმართება. ახალ პარტიას  „საქართველოსთვის“ ერქმევა. პარტიის პრეზენტაცია 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

Read More »

გიორგი აბაშიშვილი გიორგი გახარიას გუნდს უერთდება

ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი გიორგი გახარიას გუნდს უერთდება, – ამის შესახებ ის სოცილურ ქსელ „ფეისბუზე“ წერს. როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, მისი და გიორგი გახარაის ხედვები ერთმანეთს ძალიან ემთხვევა. „ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას ...

Read More »

თავზეხელაღებული ქუჩური ცხოვრებიდან КГБ-ს ჯაშუშობამდე: პუტინის ახალგაზრდობის უცნობი დეტალები

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ცხოვ­რე­ბის ად­რე­უ­ლი წლე­ბის შე­სა­ხებ, იმა­ზე, თუ რო­გორ გახ­და ის КГБ-ს ჯა­შუ­ში და რო­გორ და­ქორ­წინ­და ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნა­ზე, BBC-ი სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს. გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას წიგ­ნის – Death of a Dissident თა­ნა­ავ­ტო­რი, ალექს გოლ­დფარ­ბი ამ­ბობს, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სკო­ლა­ში თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ბავ­შვი იყო და მისი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად ჰქონ­და მო­ცუ­ლი ქუ­ჩის სამ­ყა­როს და ის, რომ ქუ­ჩას მო­შორ­და, ძი­უ­დო­ში პუ­ტი­ნის მწვრთნე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. “სკო­ლა­ში თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ბან­დი­ტი და ...

Read More »