Home » 2021 » May » 27

Daily Archives: May 27, 2021

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გელათის ირგვლივ კვლევის შედეგებს აქვეყნებს და მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელ პირებს ასახელებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მსოფლიო კულტურული მნიშვნელობის ძეგლის – გელათის ტაძრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციამ არსებითად შეისწავლა ძეგლის გარშემო მიღებული გადაწყვეტილებები, მოამზადა სამართლებრივი ანალიზი და სარეკომენდაციო წინადადებები, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, სასამართლოს, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და პროცესის მონაწილე კერძო იურიდიული პირების მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობას ...

Read More »

FDA-მ Covid-19-ის სამკურნალოდ პრეპარატი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის პრეპარატი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა. პრეპარატს 12 წელზე ზემოთ ადამიანებებისთვის გამოიყენებენ. როგორც ამერიკული მედია იუწყება, პრეპარტს შესწევს უნარი პაციენტს აარიდოს Covid-19-ით გამოწვეული მძიმე გართულებები და სივდილი. პრეპარატი გამოყენებული იქნება მათთვის, ვინც დაინფიცირდება კორონავირუსით და იქნება საშიშროება, რომ მისი მდგომარეობა, შესაძლოა, დამძიმდეს. სოტროვიმაბის გამოყენება არ იქნება ნებადართული უკვე ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ჟანგბადს ან ...

Read More »

„რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე, კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდა ამ აქციას“

რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდა ამ აქციას, – ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან „რიონის ხეობის მცველების” პროტესტს. მისი თქმით, ორგანიზატორთა მხრიდან თანხების დეკლარირებაზე უარის თქმა ეჭვებს ამძაფრებს. რაც შეეხება პროტესტს, კობახიძე იმედოვნებს, რომ პროტესტის ფორმებთან დაკავშირებით, აქციის ორგანიზატორები რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. „რა თქმა უნდა, ასეთ ...

Read More »

რატომ ამოიღეს აფხაზეთის “საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან” აბზაცი, რომელიც თბილისთან ურთიერთობას ეხებოდა

“დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციიდან, აბზაცი, რომლის მიხედვითას სოხუმი ამბობდა, რომ ისინი მზად არიან თბილისთან სასაუბროთ, მათ შორის ჟენევის ფარგლებს გარეთ, ამოღებულ იქნა”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგი, გიორგი კანაშვილი სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ალბათ გახსოვთ, რომ გასული წლის დეკემბერში, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა – ასლან ბჟანიამ, საგარეო პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა. ამ ტექსტმა, ...

Read More »

Facebook-ი აღარ წაშლის ინფორმაციას კოვიდ 19-ის ხელოვნურად შექმნის თაობაზე

თვეების განმავლობაში სოციალური ქსელი Facebook-ი ყოველგვარ ინფორმაციას შლიდა იმის შესახებ, რომ კორონავირუსი შესაძლოა სულაც არაა ბუნებრივად გაჩენილი, თუმცა, უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, Facebook-ი მსგავს პოსტებს აღარ წაშლის.  ნაბიჯი ამ გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გადაიდგა, რაც ვუჰანის ლაბორატორიდან ვირუსის გაჟონვის თეორია დიდ ყურადღებას იპყრობს. ”Covid-19-ის წარმოშობის შესახებ მიმდინარე გამოკვლევების ფონზე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ აღარ ამოვიღებთ სოციალური ქსელიდან ...

Read More »

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში გამოცხადებული ტენდერების დიდ ნაწილს „დაგი“ და „საბა კონსტრაქშენი“ შეასრულებს

ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი პრემიერობის მეორე ვადა „მეგაპროექტით“ დაიწყო. ღარიბაშვილმა არც მეტი, არც ნაკლები ქვეყნის მასშტაბური განახლება დაიწყო – 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ სამუშაოებზე 500 მლნ ლარი დაიხარჯება. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წლიურად 300-450 მლნ ლარი ადრეც იხარჯებოდა მთავრობის მეთაურის მიერ დაანონსებული პროგრამის მიმართ ინტერესი მაღალია. ღარიბშვილი ამბობს, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით პორბლემა ერთხელ ...

Read More »

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურში ამჟამად 369 განაცხადი დარეგისტრირდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს, რომელსაც მიმდინარე წლის 17 მაისამდე წარმოშობილი აქვს მიმდინარე, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები. მათივე ცნობით, დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, 369 განაცხადი დარეგისტრირდა. „აღნიშნული შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო ...

Read More »

უკრაინამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა

უკრაინამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკული ქსელის სისტემის ოპერატორის, Ukrenergo-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის იმპორტი მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეწყდა. უკრაინამ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წლის შემოდგომაზე, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

Read More »

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. თუმცა, მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ თუ იმპორტი გაიზრდება, გაუარესებული კურსის პირობებში, ეს ტარიფზე უარყოფით გავლენას იქონიებს. „ელექტროენერგიის ნაწილში არ არის მოსალოდნელი რაიმე სახის გადაანგარიშებები ამ ეტაპზე, გამომდინარე იქედან, რომ შედარებით ახალი დადგენილია ელექტროენერგიის ტარიფი. გარდა ამისა, ამ გაზაფხულზე გვაქვს კარგი ჰიდროლოგია საქართველოში არსებული უხვი ნალექებიდან გამომდინარე. ჩვენი ...

Read More »

„თუ ლარი მკვეთრად გამყარდება, კომისია „თბილისი ენერჯის” აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედავს“

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მკვეთრად გამყარდება, მარეგულირებელი კომისია „თბილისი ენერჯის” აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედავს. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისში ტარიფის ცვლილების საკითხზე ასევე კომისიისთვის მიმართული აქვთ „ვარკეთილაირისა” და “ენერგოკავშირის” აბონენტებს. „ახალი დადგენილი ტარიფით 1-ელი ივნისიდან შევა ძალაში და 22 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. თუ ვალუტის კურსის ...

Read More »