Home » 2021 » May » 25

Daily Archives: May 25, 2021

ანდრია გვიდიანი „ნამახვანის“ დასკვნაზე: იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტით ჭიქაში ქარიშხალის მოწყობა გადაწყვიტეს

“არგუმენტების ისეთ დეფიციტს განიცდიან, იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტით ჭიქაში ქარიშხალის მოწყობა გადაწყვიტეს – ეს არის და ეს”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი დღეს მედიაში გავრცელებულ იუსტიციის სამინისტროს 2019 წლით დათარიღებულ დასკვნას, რომელიც რომელიც „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით 22 შენიშვნას მოიცავს. “იუსტიციის სამინისტროს წერილი ჩაუგდიათ ხელში და დაიწყეს ამ დოკუმენტის ფრიალი. “იუსტიციის სამინისტრომ “ნამახვანჰესის” პროექტი დაიწუნაო”. გამიკვირდა ეს ფრაზა და კარგად გავეცანი ...

Read More »

ირაკლი ტაბლიაშვილი: რიონის მცველები ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას აპირებენ – აი, ესაა რუსული გზა

ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას აპირებენ რიონის მცველები – აი, ესაა რუსული გზა, – ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი Facebook-ზე წერს. „ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას აპირებენ რიონის მცველები… და ამას უწოდებენ კანონის აღსრულებას ხალხის მხრიდან. აი, ესაა რუსული გზა!.. ხვალ თავისი სასამართლო შექმნას და ორივე მხრიდან ჩაკეტილ რიონის ხეობაში მოხვედრილი ოპონენტები სიკვდილით დასაჯოს!.. ბარემ“, – წერს ტაბლიაშვილი. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები ხვალიდან, ...

Read More »

ვალერი ჩეხერია ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტად დაინიშნა

ამერიკული კომპანია Zeze Hospitality-ის მთავარი კონსულტანტი და კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელი, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის Young Global Leaders-ის წევრი ვალერი ჩეხერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას კონსულტანტად დაინიშნა. ვალერი ჩეხერია სამინისტროში ტურიზმის სექტორის გაძლიერების მიმართულებით იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ვალერი ჩეხერია ევროპასა და ამერიკაში ახალი ტურიზმის, პოსტპანდემიური ტურიზმისა და ახალი სასტუმროების განვითარების მიმართულებით მუშაობს. „პანდემიის მთავარი ფაზის გავლის ...

Read More »

ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა აპრილში, წინა თვესთან შედარებით 1.12 მლრდ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბაკი აპრილის თვის სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სებ-ის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 1.12 მლრდ ლარით (2.87%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.43%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 40.15 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 376.65 მლნ ლარით ...

Read More »

ILO: საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოს TOP-ათეულშია

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო მსოფლიო მასშტაბით, უმუშევრობის დონით მსოფლიოს პირველ ათეულში შედის და მეათე ადგილს იკავებს. ILO-ს სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნებისა და ტერიტორიების უმუშევრობის დონე ასე ნაწილდება (TOP-20 ქვეყანა): 1. სამხრეთ აფრიკა – 29.2% 2. ჯიბუტი – 26.1% 3. პალესტინის ტერიტორია – 25.9% 4. კოსოვო – 25.6% 5. გრენადა – 22.9% 6. სვაზილენდი – 22.7% ...

Read More »

თუ ეს პროექტი დავკარგეთ, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს დამოუკიდებლობას – ენერგეტიკოსი „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე

„დღეს საქართველოს ენერგეტიკაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი, რომელსაც უდიდესი სარგებლის მონტანა შეუძლია ქვეყნის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისთვის… თუ ეს პროექტი დავკარგეთ, ფაქტობრივად, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს დამოუკიდებლობას“, – ამის შესახებ ენერგეტიკოსმა, ორგანიზაცია „მსოფლიოს გამოცდილება საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, არ ხდება პროექტის საგნობრივი განხილვა, შესაბამისად, პროტესტი, ...

Read More »

2020 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 6.4%-ით შემცირდა და 1 100.5 ლარი შეადგინა

2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 194.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით ნაკლებია, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ცხოვრების დონის მაჩვენებლების (შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები) კვლევაში ნათქვამია, რომ 2020 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 6.4 პროცენტით შემცირდა და 1 100.5 ...

Read More »

ლევან ვასაძე ინიციატივით გამოდის, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არსებული პრობლემა რეფერენდუმის გზით გადაიჭრას

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე ინიციატივით გამოდის, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არსებული პრობლემა რეფერენდუმის გზით გადაიჭრას. როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საკითხი კონსტრუქციული დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას. „გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს საერთო სახალხო რედერენდუმი, უნდა აშენდეს თუ არა მოსახლეობის აზრით „ნამახვანჰესი“ კომპანია „ენკასთან” გაფორმებული ხელშეკრულებების ამჟამინდელი პირობების თანახმად. რეფერენდუმის ჩატარებას აქვს თავისი მკაცრად გაწერილი მეთოდოგია, კერძოდ, ჩვენ, როგორც საინიციატივო ჯგუფი, ...

Read More »

ასლან ბჟანია – ქართული მხრიდან დევნილთა დაბრუნების საკითხი ოდესღაც იდგა, ახლა ეს საკითხი დახურულია

ჩვენს ქვეყანაში ქართველები ძირითადად გალის რაიონში ცხოვრობენ, იქ დაახლოებით 45 ათასი ცხოვრობს. უმეტესობას არ აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა, მაგრამ ისე ცხოვრობენ, როგორც ყოველთვის. შეგახსენებთ, რომ ქართული მხრიდან დევნილთა დაბრუნების საკითხი ოდესღაც იდგა, ახლა ეს საკითხი დახურულია, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა „არგუმენტები და ფაქტებთან“ განაცხადა. მისი თქმით, „საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება ხელმოწერილი არ ...

Read More »

2012 წლამდე ჰესების გახსნა ხდებოდა ისე, რომ არც გარემოზე ზემოქმედების შეფასება იყო მომზადებული და არც მშენებლობის ნებართვა გაცემული – მაია ბითაძე

2012 წლამდე ჰესების გახსნა ხდებოდა ისე, რომ არც გარემოზე ზემოქმედების შეფასება იყო მომზადებული და არც მშენებლობის ნებართვა გაცემული. რატომ არ ამბობს ჩვენი ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი იმას, რომ მოდით, არ ავაშენოთ ჰესები! იმიტომ ხომ არა, რომ ააშენებდით უფრო მეტს, ააშენებდით ისე, რომ არცერთი ადგილობრივი მოსახლე არ იქნებოდა ჩართული?! – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ...

Read More »